და კარაჩოლოს უმიზნებს

“ფოორენტინას” ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა და კლუბის მესვეურებს სეიოზული შეტევების მოგერიება უწევთ. მართალია, ფლორენციულ გუნდს სეზონი ჩაუვარდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამან ფეხბურთელების რეპუტაციას ვერაფერი დააკლო. კლუბის სპორტული დირექტორის პანტელეო კორვინოს თქმით, შეთავაზება რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით მიიღო:

“უკვე არაერთხელ მივიღეთ კონკრეტული წინადადება, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელების გასხვისებას არ ვაპირებთ. დიდი ინტერესი აქვთ რიკარდო მონტოლივოს მიმართ აქვთ, მაგრამ ის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და გვსურს, “ვიოლაში” რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს. რიკარდოს არაერთხელ ვესაუბრე და ვერც ერთხელ ვერ შევატყვე, რომ ფლორენციის დატოვება სურს. მართალია, მაცდური წინადადებები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს. ჩვენთვის სწორედ ეს არის მთავარია და თუ ბოლომდე უერთგულებს "ვიოლას', არანაირ ფასად არ გავყიდით. წინადადებები მივიღეთ ალესანდრო გამბერინისა და ადემ ლიაიჩთან დაკავშირებითაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოლაპარაკებების დაწყებაზე სასტიკი უარი განვაცხადეთ. ვკითხეთ ფეხბურთელებს, დაინტერესებულნი იყვნენ თუ არა სხვაგან გადაბარგებით და როდესაც უარყოფითი პასუხი მივიღეთ, მსურველი კლუბები უარით გავისტუმრეთ”.

კორვინოს ადრიან მუტუს შესაძლო შემცვლელთან დაკავშირებითაც მოუხდა საუბარი. მართალია, რუმინელი ჯანმრთელად არის და ეხმარება კიდეც გუნდს, მაგრამ ზაფხულში სავარაუდოდ სხვაგან გადაბარგება მოუწევს: “მუტუს საკითხი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება და დიდია შანსი, რუმინელი ტრანსფერზე დავაყენოთ. სეზონი არ გავა, რომ რამდენიმე თვე დისკვალიფიკაციის ან ტრავმის გამო არ გამოტოვოს, ასე გაგრძელება კი აღარ შეიძლება. დაველაპარაკებით ადრიანს და გავიგებთ, თვითონ რას ფიქრობს, როგორ ხედავს მის მომავალს. თუ დავრწმუნდით, რომ შეიცვალა და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნება, გავუხანგრძლივებთ კონტრაქტს, თუ არადა მისი ტრანსფერზე დაყენება მოგვიწევს. რაც შეეხება ახალ ფეხბურთელებს, ძირითადად მაინც თავდასხმის გაძლიერებაზე ვფიქრობთ - სამხრეთამერიკაში სკაუტები გვყავს გაგზავნილი, რომლებიც რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან. რაც შეეხება იტალიურ ბაზარს, არჩევანი დიდი არ არის, მაგრამ რამდენიმე მიმართულებით შეიძლება მოლაპარაკების წარმოება. მაგალითად, ძალიან მომწონს "ბრეშას თავდამსხმელი ანდრეა კარაჩოლო და უარს არ ვიტყოდი, რომ "ვიოლას" მაისურით მეხილა”.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა