დღეს, 2 ივლისს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ავსტრიას უმასპინძლებს. შეხვედრა 19:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება, პირდაპირ ტრანსლაციას კი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" განახორციელებს.

სერბეთთან მარცხი

სერბეთი, ფაქტობრივად, მეორე გუნდით გვეთამაშა, თუმცა ამ მეორე გუნდშიც იმდენად ძლიერი კალათბურთელები იყვნენ, რომ არაფერი დაეწუნებოდათ. გუნდის ლიდერებს თამაში დაეზარათ, რადგან პირდაპირ გამზადებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურთ და არა დამღლელი სეზონის შემდეგ საკვალიფიკაციოებზე სირბილი.

ჩვენს ნაკრებში კი თაობათა ცვლა მძიმე ფონზე მიმდინარეობს. კიდევ ერთი პრობლემა პარკეტზე ლიდერის არყოფნაა. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავდა კალათბურთელი, რომლის ტემპს მთელი გუნდი აჰყვებოდა. ამ ფუნქციას წინა შეხვედრებში მაიკლ დიქსონი ითავსებდა. ამჯერად თორნიკე შენგელიას იმედად ვიყავით, თუმცა დამღლელი სეზონის შემდეგ გამოფიტული შენგელია მეტოქის რისხვად აღარ მოგვევლინა.

ძალიან დიდი დრო დაეთმოთ იმ კალათბურთელებს, ვისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან დაბალი იყო და თამაში არ მისდიოდათ.

მაგალითად: გიორგი ცინცაძე 22:51 წუთი (4 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი), მერაბ ბოქოლიშვილი 23:11 წუთი (0 ქულა, 0 მოხსნა, 1 გადაცემა), დუდა სანაძე 21:10 წუთი (2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი)

რაც შეეხება ახალწვეულებს, ვერ ვიტყოდით, რომ ტედ მაკფადენი ცუდი იყო. ჩვენი გუნდის ფონზე მისი შედეგიანობა ყველაზე მაღალი იყო და დეჟან ტოდოროვიჩის შემდეგ პარკეტზე მთავარი მექულე სწორედ ამერიკელი იყო. ახალწვეული, რომელსაც თორნიკე შენგელია სულ ორი დღე ჰყავდა ნანახი და კალათბურთელთა უმეტესობას რამდენიმე დღეა იცნობს, მეტს ვერ მოსთხოვდი. ვერც იმას მოსთხოვ, რომ მაიკლ დიქსონის სტილში ეთამაშა, რადგან ორივე კალათბურთელი სულ სხვადასხვა ტიპისაა (18 ქულა და 3 მოხსნა).

გამოსარჩევი იყო რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც 03:19 წუთში 4 ქულა ჩააგდო და 1 მოხსნაც მიითვალა. ახალგაზრდა კალათბურთელის სახით ნაკრებს პერსპექტიული მოთამაშე ეზრდება. დებიუტი მთლად ეფექტური არ გამოუვიდა სანდრო მამუკელაშვილს, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ავსტრიასთან პირველ ქულებს შემოგვთავაზებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსები

ახალი წესების მიხედვით, გუნდს შემდეგ ეტაპზე ბოლოადგილოსანთან მოპოვებული ქულები მიჰყვება. ეს კი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის მცირე შანსებს გვიტოვებს. მაგალითად, თუ ჩვენ ავსტრიას დავამარცხებთ, 8 ქულით გავალთ ჯგუფიდან და შემდეგი ჯგუფის ლიდერებთან მაქსიმუმ 4-ქულიანი სხვაობა გვექნება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ გერმანია სერბეთს დაამარცხებს და საბერძნეთი ესტონეთს. შემდეგ ჯგუფში კი ანალოგიურად 6 შეხვედრას ჩავატარებთ.

თუ ავსტრიასთან დავმარცხდებით, გავალთ თუ არა ჯგუფიდან, დამოკიდებული იქნება ქულათა სხვაობაზე. ჩვენ ავსტრია დავამარცხეთ 78:64, ანუ არ უნდა წავაგოთ 14 ქულაზე მეტით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია.

მეტოქე

გერმანიასთან შეხვედრა ავსტრიამ 22 ქულით დათმო (85:63). არც მათთვის იყო 29 ივნისი კარგად დასამახსოვრებელი.

გამორჩეული კალათბურთელები იყვნენ: ტომას შრეინერი (ატაპუერკა, ესპანეთი) 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი; ჯეიკობ პოლტლი (ტორონტო, NBA) 11 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი; ენის მურატი (სვანს გმუნდენი, ავსტრია) 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი.

ნაკრების მთავარი იმედი NBA-ში მოთამაშე ჯეიკობ პოლტლია, რომელიც "ტორონტოს" ცენტრია და მის წინააღმდეგ გიორგი შერმადინს დიდი ბრძოლა ელის. ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე გამორჩეული ტომას შრეინერია - საშუალოდ 10.4 ქულა, 1.4 მოხსნა და 6 პასი.

საერთო ჯამში, ავსტრიელთა შემადგენლობა არ არის საშიში და მათი ძლევა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.

კიდევ ერთხელ გავავსოთ სპორტის სასახლე!

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთხელ სჭირდება გვერდში დგომა და სპორტის სასახლის გავსება.

საქართველოს მიერ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აქტიურად მიდის საუბარი და ფიბას მესვეურებს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო ამ ტურნირისთვის მომგებიანი ქვეყანა იქნება.

P.S. წინა შეხვედრას ესწრებოდა ზაზა ფაჩულია, კალათბურთელი, რომელიც სულ ახლახან NBA-ს ჩემპიონი მეორედ გახდა, რომელსაც სათამაშო დროიდან გამომდინარე, ძალიან დატვირთული სეზონი არ ჰქონია.

დარწმუნებული ვარ, ის წინა შეხვედრაში ნამდვილად აჯობებდა ბობან მარიანოვიჩს, რომელიც რას აკეთებდა, თვითონ არ იცოდა და მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით გადიოდა ფონს.

ვვვ
ჰოდა, ეგ მიანიშნა ზაზას (ჩემი აზრით), რომ არ უნდა წასულიყო. ჩვენ არ გვაქვს ხასიათის მიხედვით წასვლა-მოსვლის ფუფუნება და ამაზე უნდა დაფიქრდნენ ჩვენი დიდი სპორტსმენები. კაპიტნები მაინც ;)
saakadze
ზაზა არ უნდა წასულიყო, საერთოდ უპატრონოდ არის ნაკრები დარჩენილი, ერთი ავტორიტეტი მოთამაშე არ ყავთ, რომელიც თამაშს წაიყვანს. ეს არის სიმართლე.
გუგა
სტატიის ავტორის მინიშნება ბოლოს რა იყო გაუგებარია, ჯერ ერთი ზაზამ თავისი ნებით დაამთავრა სანაკრებო კარიერა, თანაც მარიანოვიჩს მნიშვნელოვანი არც არაფერი გაუკეთებია, ქულების უმმრავლესობა მაშინ მოიპოვა როცა უკვე მორჩენილი იყო თამაში.
გუგა
მოგების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გავდივართ, აქ საუბარია საბოლოოდ მსოფლიოზე გასვლაზე
dato
მაინც ვერ გავიგე რა თუ მოვიგეთ დღეს გავდივართ? თუ გააჩნია სხვა თამაშებსაც ?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] შენგელია ვირტუსის დიდების დარბაზში შეიყვანეს | თოკომ ვირტუსს 14 ქულა ჩაუგდო და გაიმარჯვა
მაკფადენმა 10 ქულა ჩააგდო - "ბარსელონამ" იმარჯვა და ფინალში გავიდა
ბურჯანაძის "გრან კანარიამ" მაკფადენის "ბურგოსი" ოვერტაიმში დაამარცხა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
ტედ მაკფადენი კარიერას "ბურგოსში" გააგრძელებს
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილს ესპანურმა "ანდორამ" 2-თვიანი კონტრაქტი გაუფორმა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ანდრონიკაშვილის ასპროცენტიანი სიზუსტე და "ანდორას" პირველი გამარჯვება ესპანეთის ელიტაში
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიას პირველი ტაიმი 40:31 მოუგო
საქართველოს ნაკრებმა ავსტრია 78:64 დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
საქართველოს ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
გიორგი შერმადინი: ბედნიერი ვარ, რომ სექტემბერში ისევ ვითამაშებთ
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
მაიკლ დიქსონი შეიძლება დაბრუნდეს - ვინ იქნება საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი?
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მაკფადენმა საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო - "რეალი" ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]
შერმადინი და მაკფადენი ტურის სიმბოლურში და MVP-ის ტიტულის მოგების კარგი შანსი