ბევრის შეფასებით, ეს არის ყველაზე არათანაბარი წყვილი მერვედფინალურ ეტაპზე, სადაც "წითელი ეშმაკები" აშკარა ფავორიტები არიან.

G ჯგუფის ბოლო ტურში დელიკატური სიტუაცია შეიქმნა - ბელგია და ინგლისი პირველობისთვის იბრძოდნენ, მაგრამ პირველი ადგილის დაკავება შედარებით სუსტ იაპონიასთან მოხვედრასთან ერთად, ბადის შედარებით რთულ მხარეს ნიშნავდა. ბელგიამ გარისკა და მოიგო ადნან იანუზაის გოლით. იაპონიის ნაკრები კი მერვედფინალში წაგებით გავიდა - მესამე ტურში უკვე გავარდნილ პოლონეთთან კი დამარცხდა (0:1), მაგრამ მაინც გავიდა "ფეარ პლეის" პრინციპის წყალობით.

ამ ორი ნაკრების ურთიერთშეხვედრებში იაპონია ლიდერობს - 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.

ბელგიელთა ბანაკში ორი მოთამაშის თამაში საეჭვოა - რომელუ ლუკაკუსა და ედენ აზარის, თუმცა რობერტო მარტინესს იმედი აქვს, რომ "წითელ ეშმაკთა" ლიდერები ამ მატჩისთვის მწყობრში იქნებიან. როგორც ჩანს, დრის მერტენსი შეინარჩუნებს ადგილს სასტარტო შემადგენლობაში.

ბელგიელთა ბანაკში ყვითელი ბარათის მიღებას უნდა ერიდონ ვერტონგენი, დე ბრუინი, მონიე, ტილემანსი და დენდონკერი, მათ უკვე აქვთ მიღებული ყვითელი ბარათები. იაპონიაში ასეთები ინუი, ჰასებე, კავაშიმა და მაკინო არიან.

ტაკაში ინუი (იაპონია): "ჩვენი მიზანი პასებით თამაში და მატჩზე კონტროლის მოპოვებაა. ბელგიელებს ძალიან შემტევი ფლანგის ფეხბურთელები ჰყავთ. ვფიქრობ, მათ დაცვაში სივრცეების პოვნას შევძლებთ".

ადნან იანუზაი (ბელგია): "კარგი გოლი გავიტანე, მაგრამ ეს უკვე წარსულია. მინდა, კიდევ გავიტანო და ეს იაპონიასთან მატჩში შევძლო. მიღწეულით არ დავკმაყოფილდები".

ფაქტები

იაპონიის ნაკრებმა ბოლო 9 მატჩში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო (2 ფრე, 5 წაგება).

იაპონიის ნაკრები პლეი-ოფში მე-4-ედ გავიდა, მაგრამ ჯერ მერვედფინალური ეტაპი არასოდეს დაუძლევია.

იაპონიის ნაკრებმა ევროპულ გუნდებთან ბოლო 5 მატჩი წააგო, მათ შორის, ამხანაგური მატჩი ბელგიასთან (0:1).

რომელუ ლუკაკუს ბელგიის ნაკრებში ბოლო 4 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

მუნდიალებზე იაპონიის ნაკრების ბოლო 10 გოლიდან 4 კეისუკე ჰონდას ანგარიშზეა, სამში კი მან საგოლე პასი მიითვალა.

იაპონიამ მუნდიალებზე ევროპულ გუნდებთან ბოლო 6 მატჩიდან 5-ში გოლი ვერ გაიტანა.

ბელგიის ნაკრებმა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

იაპონიამ მუნდიალზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და 4 წააგო. საპირისპიროდ, ბელგიამ მუნდიალზე ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო და მხოლოდ 1 წააგო.

Galleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა ლუდი!

Point Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.

ორშაბათი. 2 ივლისი. როსტოვი. როსტოვ არენა

ბელგია-იაპონია 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი - მონიე, დე ბრუინი, ვისტელი, კარასკო - ე. აზარი, მერტენსი - ლუკაკუ

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა - საკაი, შოჯი, იოშიდა, ნაგატომო - ჰასებე, შიბასაკი - ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი - ოსაკო

არბიტრი: მ. დიედიუ (სენეგალი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტოტტი
მოკლედ ლუკაკუ კლუბშიც წითელ ეშმაკებშიც თამაშობს და ნაკრებშიც ))) არამგონია ბელგია ბრაზიკიას გასცდეს მაგრამ თუ გასცდა წითელ ეშმაკებს ლურჯი მამლები დაპეპლავენ ))
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] იაპონიამ ნიდერლანდებთან ანგარიში ორჯერ გაათანაბრა და ფრეს მიაღწია
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა