თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი კლუბის საკადრო პოლიტიკის ცვლილებაზე საუბრობს
ბოლოდროინდელი კულუარული ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" საკადრო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება - ცხადია, "დინამო" და ტრანსფერები საინტერესო თემაა და კლუბის სპორტულ დირექტორ გიორგი ნემსაძეს ველაპარაკეთ.

- სარწმუნო ცნობებით, რასაც ფანცხავას დამატებაც ადასტურებს, "დინამოში" ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების შეკრებას აპირებთ.

- დიახ, ასე იქნება და უპირატესობას ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს მივანიჭებთ. ეს იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" უპირველესი დანიშნულება ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებებისთვის მომავალი ვარსკვლავების გაზრდა იყო და შემდგომშიც ამ მიზანს უნდა ვემსახუროთ. საქართველოში კი ძლიერი თაობები ყოველთვის იზრდებოდნენ და ეს პოტენციალი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მოკლედ, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები უპირველესად ქართულ ფეხბურთს უნდა წაადგნენ.

- ეს უცხოელებზე უარის თქმას ნიშნავს?

- არა, რატომ, უცხოელებიც დაგვჭირდებიან, მაგრამ მერე და მერე "დინამოს" აკადემია მთელი ძალით ამუშავდება, ჩვენ კი უმთავრესი შევსება სწორედ იქიდან უნდა მივიღოთ. აკადემიამ კონვეიერივით გამართულად უნდა იმუშაოს. სამართლიანი და გონივრული სელექციითა და დაუზარელი საქმიანობით ეს შესაძლებელი იქნება.

- ფანცხავას გარდა, კიდევ რომელი ახალგაზრდა ქართველის დამატებას აპირებთ?

- რამდენიმე მოთამაშის მოწვევა გვსურს, ზოგთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გვარების დასახელებას მოვერიდები.

საქმე ისაა, რომ თითოეულ კანდიდატურას დეტალურად და სხვადასხვა კრიტერიუმით ვარჩევთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ.

ფეხბურთელი დინამოელობას უნდა იმსახურებდეს არა მხოლოდ კლასით, არამედ მენტალიტეტით, საქმისადმი მიდგომით, ბრძოლისუნარიანობით და კარგად უნდა ესმოდეს, რა გუნდში მოხვდა.

- მართალია, სეზონის დასრულების შემდეგ ლეგიონერების უმრავლესობას "დინამოდან" უშვებენო?

- ცუდი ლეგიონერები არ გვყავს, მაგრამ მოწვეული ადგილობრივს ბევრად უნდა სჯობდეს, სხვაგვარად მის გაჩერებას აზრი არ აქვს. ჩემი აზრით კი, ასეთები ჯერჯერობით "დინამოში" არ არიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბევრს ხელშეკრულებას აღარ გავუგრძელებთ.

Lasha
ნემსაძე სწორს ლაპარაკობს, 1-2 ძლიერი ვეტერანი ლეგიონერი უნდა გუნდს გამოცდილებისთვის, დანარჩენი თვირთი ძირითადად ქართველებმა უნდა ზიდონ, ოღონდ ბიჭები უნდა შეთამაშდნენ და ყოველი სეზონის დასაწყისში ახალი გუნდი არ უნდა კეთდებოდეს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა