ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სიცოცხლე ფეხბურთის შემდეგ

სიცოცხლე ფეხბურთის შემდეგ

ჟორჟ ვეას სამშობლოში დიდი გეგმები აქვს, “მისტერ ჟორჟმა” მშობლიურ კონტინენტზე ხალხს თავი საქველმოქმედო საქმიანობითაც შეაყვარა
ჟორჟ ვეა 1966 წლის 1 ოქტომბერს ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში დაიბადა. ფეხბურთელს ფანტასტიკური საკლუბო კარიერა ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც მან ლიბერიის, კამერუნის, საფრანგეთის, იტალიისა თუ ინგლისის კლუბებში იასპარეზა და საკულტო ფიგურად იქცა როგორც აფრიკაში, ისე ევროპის კონტინენტზე. დღეს მას სერიოზული გეგმები აქვს, ვეტერან ფეხბურთელს მეორედ უნდა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

1995 წელი ჟორჟის კარიერაში პიკი იყო. ამ წელს მან ევროპაში მოთამაშე მეორე საკულტო თავდამსხმელ იურგენ კლინსმანს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ცხვირწინ ააცალა. აღსანიშნი კიდევ ის იყო, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში არაევროპელ ფეხბურთელებს მისცეს მონაწილეობის უფლება და მან პირველივე ჯერზე მოახერხა გამოკითხვაში გამარჯვება. ვეა დღემდე რჩება ერთადერთ ფეხბურთელად, რომელიც ერთბაშად ორ კონტინენტზე დაასახელეს საუკეთესოდ. ბუნებრივია, იმავე წელს ის “შავი კონტინენტის” ფავორიტიც გახდა.

ვეა სწორედ კარიერის პიკში იყო, როცა პსჟ-დან “მილანს” მიაშურა და უმალ გახდა “როსონერის” ფანების კერპი. ჟორჟმა “მილანის” ფეხბურთელებთან თბილი ურთიერთობა დაამყარა. განსაკუთრებულად ახლოს იყო ის მარკო სიმონესთან და ისინი დღემდე საუკეთესო მეგობრები არიან. “შავ-წითლების” შემადგენლობაში ჟორჟ ვეა ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. ორივე შემთხვევაში ის გუნდის ინტერესებისთვის ყველაფერს აკეთებდა. ის სწორედ “მილანის” სიყვარულის გამო დათანხმდა ერთი პერიოდი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გარჯას. იმ პერიოდში “როსონერიში” კლასიკურ ცენტრფორვარდად გერმანელი ოლივერ ბირჰოფი თამაშობდა. თუმცა ჟორჟი არ იყო რიგითი ფეხბურთელი და არ იყო რიგითი ადამიანი. მას თავისი პრეტენზიები ჰქონდა როგორც კლუბის ხელმძღვანელობასთან, ისე გუნდის მთავარ მწვრთნელ ალბერტო ძაკერონისთანაც. მათ ურთიერთობა იმდენად დაეძაბათ, რომ ლიბერიელმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ჟორჟი იჯარით “ჩელსიმ” აიყვანა, თუმცა აფრიკელმა მოკლე ხანში ინგლისურ ფეხბურთს ალღო ვერ აუღო და “არისტოკრატებმა” მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვეს. ურთიერთობის გაგრძელება ფეხბურთელთან აღარც “მილანმა”

მოისურვა, რადგან მას უკვე ჰყავდა ანდრეი შევჩენკო. ორმხრივი შეთანხმებით კონტრაქტი გაუქმდა.

ვეას ავტორიტეტი არ იყო მხოლოდ მწვანე მინდორზე მოპოვებული. ფეხბურთელი სხვა მხრივაც გამოირჩეოდა. “მისტერ ჟორჟმა”, როგორც მას საფრანგეთში უწოდებენ, მშობლიურ კონტინენტზე ხალხს თავი საქველმოქმედო საქმიანობითაც შეაყვარა. ის განსაკუთრებით ზრუნავდა ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებზე. ფეხბურთის ვარსკვლავის საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და გაეროს ბავშვთა ფონდმა მას საპატიო კონსულის წოდება უბოძა. “ყველაფერი, რაც ვეამ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა, შეუძლებელია სრულად აღიწეროს. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, - განაცხადა ლიბერიის სპორტის მინისტრმა ვეატონ დიქსონ-ბარნსმა. – ჩვენს ქვეყანაში მისი წყალობით ფეხბურთს ეთაყვანებიან. სპორტის ეს სახეობა რაღაცნაირად ხალხის ერთიანობის სიმბოლოდაც იქცა. შიდა დაპირისპირებების დროსაც კი, მხარეები იარაღს გვერდით დებდნენ და ფეხბურთის სანახავად ერთად მიდიოდნენ სტადიონებზე.”

სამოქალაქო ომმა ლიბერიაში (სხვადასხვა ინტენსივობით ის 1989 წლიდან 2003-მდე გრძელდებოდა) დაახლოებით 200 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით ნახევარი მილიონი ადამიანი აქცია ლტოლვილად. ასეთ მძიმე პერიოდებშიც კი ფეხბურთელს ერთი წამით არ უფიქრია ეროვნულ ნაკრებზე უარი ეთქვა. მეტიც, ერთი პერიოდი სწორედ ის იყო ლიბერიის ნაკრების მთავარი დამფინანსებელი, რადგან ფეხბურთის ფედერაციას საამისოდ სახსრები არ ჰყოფნიდა. ლიბერიელებს ეს არ დავიწყნიათ და შესაბამისად, ის დღემდე რჩება საერთო ეროვნული სიამაყის ობიექტად. ვეას მიერ მოპოვებული პატიოსანი და გამორჩეულად კეთილი ადამიანის რეპუტაცია დღემდე ცოცხალია. 2003 წელს, მაშინ, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი დამთავრდა, ჟორჟმა უკვე პოლიტიკაში სცადა დამკვიდრება. თუკი ერთნი მას განათლებას უწუნებდნენ, მეორენი მის პატიოსნებაზე დებდნენ ფსონს და ამით ამართლებდნენ მისადმი მხარდაჭერას. რახან ხალხი ამ თვისებებს სხვებში ნაკლებად ან საერთოდ ვერ ხედავდა, სწორედ ამიტომ იყო, რომ 2005 წლის ოქტომბერში ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში “ლამის გაამარჯვებინა”. ჟორჟს დიდწილად ხმა ახალგაზრდობამ მისცა, სწორედ იმ თაობამ, ვის შორისაც არის ის მაქსიმალურად პოპულარული. ვეა ხომ პირველი ადამიანი იყო, ვინც ლიბერიის კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ამოიღო, იმ მთავრობის, რომელმაც ქვეყანას მრავალი უბედურება დაატეხა თავს. აი, რას ეუბნებოდა ვეა ჟურნალისტებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ: “მე წარმოშობით საფეხბურთო მინდვრიდან ვარ და სულით სპორტსმენი გახლავართ. ვარ დისციპლინირებული და პატივს ვცემ ადამიანურ ღირსებებს. ყველაზე მეტად იმან დამთრგუნა, რაც მე ჩემი ქვეყნის პროვინციებში ვნახე. ესაა ცხოვრების არნახულად დაბალი დონე. ადამიანებს არ მოსდით მოსავალი, რომ თავი გამოიკვებონ და არ აქვთ ელემენტარული რამის საყიდელი ფულიც კი. ამის დანახვაზე მე მართლა ვერ შევიკავე ცრემლი.”

საბოლოოდ ჟორჟმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში წააგო. აფრიკის ისტორიაში ელენ ჯონსონ-სირლიფი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. პოპულარობით ქალბატონი პრეზიდენტი ვერც დღეს შეედრება ჟორჟ ვეას. ალბათ მართალნი იყვნენ ისინი, ვინც ფეხბურთელს განათლებას უწუნებდნენ. ვეას კონკურენტი ხომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცნობილი ფინანსისტი-ექსპერტი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ფეხბურთელზე არჩევნების წაგებამ დამთრგუნველად იმოქმედა, მაგრამ ერთი კია, სწავლის სურვილი გაუღვიძა. თავის დროზე მომავალმა ვარსკვლავმა სკოლა დამამთავრებელ კლასში მიატოვა. შესაბამისად, მას მისი დამთავრების ცნობაც კი არ ეჭირა ხელთ. ვეამ სამშობლოში ჯერ დაწყებითი განათლების დიპლომი მიიღო, 2007 წელს კი ამერიკაში, კერძოდ ფლორიდაში წავიდა საცხოვრებლად და სასწავლებლად. მან იქაურ კოლეჯში ჩააბარა. “განათლება ეს ეტაპობრივი პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. თითქოს ველოსიპედს ჰგავს, რაც უფრო ინტენსიურად ატრიალებ პედალს, მით უფრო სწრაფად წახვალ ცხოვრებაში წინ. ამჟამად ბიზნესმენეჯმენტსა და სისხლის სამართალს ვსწავლობ. მერე ალბათ პოლიტოლოგიას შევისწავლი”, – თქვა ვეამ.

მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები ლიბერიაში 2012 წელსაა დანიშნული...

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ლუის ენრიკე სასწრაფოდ საოპერაციოა

მძიმე ამბავი - "ლიონის" აკადემიის 13 წლის ფეხბურთელი 16 წლის მოზარდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!