პეპი: უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ, სხვა დანარჩენისთვის კი მსაჯი არსებობს
დღეს ორი დიდი მოქიშპე, "რეალი" და "ბარსელონა" 4 დღეში მეორედ დაუპირისპირდება ერთმანეთს - ამჯერად, ბრძოლის ველს "მესტალია" ჰქვია, ფრე კი ამ მატჩში აღარ არსებობს, რადგან ყველაფერი უფრო სერიოზულადაა - გამარჯვებული ესპანეთის მეფის თასს ჩაიბარებს.

ჟოზე მოურინიომ დაასახელა იმ 19 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც მან ვალენსიაში იახლა. პორტუგალიელმა ისევ მოისაკლისა არგენტინელი ფერნანდო გაგო და ფრანგი ლასანა დიარა, ორივე ტრავმირებულია. გუშინ მოურინიომ ჩვენი დროით ძალიან გვიან დაგეგმა პრესკონფერენცია.

"რეალის" გაფართოებული შემადგენლობა ასეთია: კასილიასი, ადანი, დუდეკი; გარაი, რამოსი, კარვალიო, პეპე, მარსელო, არბელოა; ალონსო, იოზილი, დი მარია, ხედირა, გრანერო, კაკა; რონალდო, ადებაიორი, იგუაინი და ბენზემა.

ვალენსიას გაემგზავრა "ბარსელონაც". ხოსეპ გვარდიოლამ შემადგენლობაში კარლეს პუიოლიც შეიყვანა, რომელმაც კვლავ მოასწრო მომჯობინება.

"ბარსას" გაფართოებული შემადგენლობა ასეთია: ვალდესი, პინტო; მასკერანო, ფონტასი, პუიოლი, მაქსველი, ადრიანო, პიკე, ალვეში, მილიტო; ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი, ინიესტა, აფელაი, ალკანტარა; პედრო, ჟეფრენი, მესი, ვილია.

ჩავისთვის ეს 50-ე სათასო შეხვედრა იქნება, აქამდე მან "სამეფო თასზე" 7 გოლი გაიტანა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა): "ეს ისეთი ფინალია, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ უნდა შევაგულიანოთ ჩვენი გუნდი და პატივი ვცეთ მეტოქეს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ შაბათის მატჩი, რა მოვიმოქმედეთ არასწორად და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ. თუ რა, ამას მოედანზე დაინახავთ.

უკეთ უნდა ვითამაშოთ და მეტი შანსი შევქმნათ. შუახაზში პეპეს დასამარცხებლად კი უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მაშინ მადრიდელები დააგვიანებენ ორთაბრძოლებში შესვლას, სხვა დანარჩენისთვის კი რეფერი არსებობს.

პუიოლი მაოცებს, მან მოასწრო გამოჯანმრთელება, უპრობლემოდ ივარჯიშა, ამიტომაც ის ვალენსიაში მიდის. მატჩისთვის სხვადასხვანაირი ტაქტიკური მონახაზი გვაქვს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ კიდევაც. ჩვენი მთავარი მიზანია მოგება. უნდა ვიყოთ მამაცები და უნდა შევუტიოთ თუკი ტიტულის მოგება გვსურს.

კარში პინტო ჩადგება. მას თასის მატჩებში ვაყენებდით და ახლა უსამართლობა და მისი უპატივცემულობა იქნება ვალდესის დაყენება."

ხორხე ვალდანო (რეალი): "გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია ასეთ შეხვედრებში. მოურინიო ნამდვილი დამპყრობელია, მან იცის ფინალების თამაში, მას შეუძლია გუნდის განწყობა მოსაგებად. საკუთარი ძალების რწმენა კი პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ.

ასეთი თამაშების ბედი შეიძლება გადაწყვიტოს ერთმა სულელურმა შეცდომამ, ან საფეხბურთო გენიის ერთმა გაელვებამ. მე მწამს, რომ მატჩის გმირობის კანდიდატი კრიშტიანო რონალდო იქნება.

იცით თუ არა, რომ...

შაბათს "ბარსელონამ" "კლასიკოებში" 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

ლიონელ მესიმ პირველად გაუტანა გუნდს, რომელსაც ჟოზე მოურინი წვრთნის. მან ეს პენალტით მოახერხა.

კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა "კლასიკოზე". ასევე პენალტით.

შაბათს კატალონიელებმა ჯამში 817 პასი გააკეთეს და, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ეს მაჩვენებელი 100 პასით მეტია, ვიდრე 5:0 დასრულებულ "კლასიკოში".

ჟოზე მოურინიოს გუნდმა შაბათს სულ 278 ზუსტი პასი გააკეთა, პასების სიზუსტე მხოლოდ 64% იყო.

გვარდიოლას შეგირდებმა ზუსტად იმდენჯერ დაარტყეს კასილიასის კარში ზუსტად, რამდენჯერაც 5:0 მოგებულ მატჩში.

"ბარსელონაზე" ტიტულოვანი გუნდი ესპანეთის თასზე არ არსებობს, კატალონიელებმა თასი 25-ჯერ მოიგეს, 9-ჯერ კი ფინალში გავიდნენ.

"ბარსელონამ" ბოლო სამი ფინალი მოიგო.

"რეალმა" 36 ფინალიდან 17 მოიგო, რაც 50%-ზე ნაკლები მაჩვენებელია. "ბარსას" ანალოგიური მაჩვენებელი 74%-ია.

"რეალმა" თასი ბოლოს 1993 წელს მოიგო. მას შემდეგ "სამეფო კლუბი" ორ ფინალში დამარცხდა: 2002 წელს "დეპორტივოსთან" (1:2) და 2004 წელს "სარაგოსასთან" (2:3).

1974 წელს "რეალმა" ჩემპიონატში 0:5 დათმო და შემდეგ 4:0 მოუგო "ბარსელონას" თასის ფინალში.

1997 და 1998 წელს მოურინიომ მოიპოვა "სამეფო თასი"... როგორც ბარსელონელმა. ის ჯერ ბობი რობსონის ასისტენტი იყო, შემდეგ ლუის ვან გაალის.

ბარსელონა- რეალი

დღეს, 20 აპრილს - 23:30

ვალენსია. "მესტალია"

"ბარსელონა": პინტო - ალვეში, პიკე, პუიოლი, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - პედრო, მესი, ვილია.

"რეალი": კასილიასი - არბელოა, კარვალიო, რამოსი, მარსელო - ხედირა, პეპე, ალონსო, იოზილი - დი მარია, რონალდო.

misha
ეს ერთი და სხვა მრავალი.წავიდააა.ეხლა ლიგაზე უყურეთ ბარსელონას საცოდაობას
tengo
ბარსელონა ტაში ტაში როლანდინომ შ....თ კ(ტ)არში!!!1-0!!!
valeri001
ბარსელონა ბანძია რეალი კი განძია
valeri001
მეც მიხარია რადგან ბარსას დაცემას ვნახავ:D:D:D:D:D:D:D
sofo....
უფ,როგორ მიხარია დღევანდელი საღამო!!!!ერთი სული მაქვს,როდის მოვა დათქმული დრო.
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თუ კონტრაქტს არ გააგრძელებს - მიატოვიჩმა "რეალს" ვინისიუსის გაყიდვა ურჩია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...