მუნდიალი 2018: რუსეთი ნახევარფინალში ვერ გაღოღდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ხორვატიასთან და გათამაშებას გამოეთიშა.

მთელი რუსეთი მოულოდნელად მერვედფინალში გასვლის შემდეგ აჟიტირებული და მორიგი სენსაციის მოლოდინში იყო. ცნობილმა ტელეკომენტატორმა გეორგი ჩერდანცევმა თქვა, რომ ესპანეთთან შეხვედრის წინ ფსონს თავისი ქვეყნის გუნდზე ჩავიდა, ამჯერად ასე არ მოიქცა, კარგი იქნებოდა, თუ ერთ გოლზე მეტს არ გაუშვებდნენ და თუ ამას მოახერხებდნენ, მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გენიოსი იქნებოდა. თავად ჩერჩესოვმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდა, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც გაუჭირდებოდათ.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რუსეთის ნაკრებმა შეუტია, შემდეგ კი ინიციატივას ხორვატები დაეუფლნენ და ბურთზე კონტროლიც დაამყარეს, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდნენ. 31-ე წუთზე კი ჩერიშევმა კონტრშეტევისას შორიდან გაიტანა გოლი. თუმცა, სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს ანგარიში - მანძუკიჩის პასით კრამარიჩმა თავურით დალაშქრა აკინფეევის კარი.

პირველ ტაიმში რუსეთის ნაკრები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ზონებს კარგად კეტავდა, ორგანიზებულად მოქმედებდა და მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა.

შესვენების მერე თამაშის სურათი არ შეცვლილა, ხორვატია უტევდა, რუსეთი კონტრშეტევებით პასუხობდა. 56-ე წუთზე პერიშიჩმა ძელს გაარტყა ბურთი, არადა გოლი თითქოს გარდაუვალი იყო. ვერ შეძლო ზლატკო დალიჩის გუნდმა გოლის გატანა, 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

101-ე წუთზე ვიდამ ნაკუთხურალ ბურთს აკინფეევის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, 115-ე წუთზე ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, პენალტების სერიაში კი ხორვატიამ გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

ვულოცავთ გამარჯვებას ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრებს და ვუსამძიმრებთ რუსეთის ნაკრების ქომაგებს, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად საქართველოში მრავლად ყოფილან...

07.07.18 რუსეთი - ხორვატია 2:2. (3:4პ)

შაბათი. 7 ივნისი. სოჭი. "ფიშტი". 44 287 მაყურებელი

რუსეთი - ხორვატია 1:1 (დ.დ. 2:2, პენ. 3:4 )

გოლები: 1:0 ჩერიშევი (31), 1:1 კრამარიჩი (39), 1:2 ვიდა (101), 2:2 ფერნანდესი (115)

რუსეთი: აკინფეევი, ფერნანდესი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშოვი, ზობნინი, კუზიაევი, გოლოვინი (ძაგოევი 103), ჩერიშევი (სმოლოვი 67), სამედოვი (ერიოხინი 54), ძიუბა (გაზინსკი 79)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო (ჩორლუკა 96), სტრინიჩი (პივარიჩი 74), ლოვრენი, ვიდა, რაკიტიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი (ბროზოვიჩი 63), კრამარიჩი (კოვაჩიჩი 89), მანძუკიჩი, რებიჩი

რა ბედნიერების კოცონი დაუნთიათ ხორვატებს საქართველოში და მე საწყალს კი მეგონა მხოლოდ ბურთს აგორებდნენ!!!
ვაი, ჩვენს პატრონს (სადა გვყავს?), უბედურს!!! ადრე "დინამოს" სტადიონზე მაინც ვიფხანდით გულს და ახლა რა გვიხარია? ორი კლასიკოსი მომყავს ციტატად: "გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება." (ილია, "ოთარაანთ ქვრივი") " ვინც გინდა იყავ, -გინდ არქიფო,თუ გინდა ზაქრო! -რა გიხარია, შე შობელძაღლო?" (მუხრან მაჭავარიანი,"პესიმისტის რეპლიკა")
როგორც იქნა გაბრწყინდა საქართველო, რამხელა სიხარული ეწვია "ბედნიერი ერის" "ბედნიერ" შვილებს!!!
აბა, უთავმოყვარეო იაპონელებს და ფინელებს ხომ არ უნდა მივბაძოთ, მათი სინძიო აბე პუტინთან კრემლში რომ დაკუნკულებს, პუტინს და ტრამპს კი ჰელსინკში უმასპინძლებენ 16 ივლისს! რატომ არ წყვეტენ რუსეთთან დიპ.კავშირებს!
zura
გივის....ტყემლის კენწროზე ჯდომა სჯობია იმაზე ჯდომას რაზედაც შენ და შენნაირები ზიხართ ჩემო გივი....ყვეაფერი პოლიტიკაა და ეხლა გინდა ის თქვი გინდა ეს გაგიკუზათ ხორვატიამ ერტმორწმუნეები და ეგაა სასიხარულო....ისე გივი არ მგონია იყო გივი ხომ შვებულებაშია კაცო
aba ra gegona
თუ არ გვაქვს ერთი ადგილი მაშინ ეგრე უნდა მოვიქცეთ, ეგეც ბრძოლის ერთერთი მეთოდია.
გივი
ტყრმალზე ზიხარ. ლამის კენწეროზე. რუსეთის გამოვარდნა ყველას გაგვეხარდა და არაა საჭირო მთავრობის დასაპატრიარქოს რუსეთემეებად მოხსენიება.
გუსანი
კარგი შეფასებაა, ვერ გადაღოღდა... სიმართლე უნდა ითქვას, რასაც მიაღწიეს- ესეც ფანტასტიკაა...მაქსიმუმი დადეს და ლამის კიდევ ყარაულის თოფივით გაუვარდათ.... ნეტა ჩვენებმა შესძლონ მასე....როგორ ფიქრობთ ,,ნამეტანი ოცნებააა."..
tazo
ღმერთს მადლობა!დამთავრდა საფეხბურთო მარაზმი და ანტიფეხბურთი!რუსეთი გამოვარდა!გილოცავთ!დავტკბეთ ნამდვილი ფეხბურთით! აბა ჰე რუსეთუმეებო აქოთქოთდით და წერეთ დიზლაიკები:)):)):)):)):))))გამოვარდა თქვენი ,,გუნდი,, გამოვარდააააააა:)):)):)))
ზურა
ასეც ვიცოდი, მაგათი წამალი თავისუფლების მოყვარული ერი ხორვატიაა...დარწმუნებული ვარ სერბები რომ შეხვედროდნენ რუსები მოუგებდნენ, აი ხორვატებს კი ვერასოდეს ვერ მოუგებენ იმიტომ რომ ხორვატებს ეზიზღებათ რუსები და ეს ზიზრი ისეთი ზლიერია მათ ფიზიკურ მონაცემებს აღემატება....რა ვუყოთ გაგვიკუზეს ერთმორწმუნე რუსეთი
ზურა
ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას....საპატრიარქოსაც
tazo
რუსული და ამერიკული ფეხბურთი, ძალიან განსხვავდებიან კლასიკური ფეხბურთიდან,მაგრამ თუ ამერიკელები მას სხვა თამაშად განიხილავენ,თავისას რუსები მაინც კლასიკურს ეძახიან და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფიფას წევრებიც კი არიან:)):)):)):)):))
ანესთეზეოლოგი
კომენტარებს "ანესთეზეოლოგის" სახელით რატომ არ აქვეყნებთ?:):):) თქვენც ქართველი კომენტატორებივით ხომ არ დაგეწყოთ აშკარად და სახალხოდ???

კიდევ კარგი , ხორვატიამაც ესპანელების მსგავსად არმისცა რუსეთს მოგება , თორემ მერე გვენახა მაგათი ტრაბახი ყველაფერში თავი მაგარი რომ გონიათ. რუსეთის გამოვარდრა კარგია , მაგრამ ჩვენ ჩვენსას მივხედოთ.
zas.
ხომ უნდა იცოდნენ რაზე მღერის ჩვენი მტერი?
Roma
Gasagebia sheni azri bolo nacilshi getanxmebi kidec magram suyvelgan unda viyvirot vlandzgot da viomot yvelgan sadac shegvedzleba..... okupantia msoplios mashtabit da rom gvezizgeba eg eri amashi gasaocari araferia
goga
მტერმა უყურა რუსულ ფეხბურთს, მაგრამ ხორვატებიც, რომ არაფრისმაქნისები არიან ფაქტია, საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ ასეთი გუნდები მსოფლიოს ჩემპიონატზე. ისიც არ დაგვავიწყდეს ამ ხორვატებს მოუგეს ისლანდიელებმა შესარჩევში და ჯგუფშიც უკან მოიტოვეს. პ.ს. საზოგადოებრივ მაუწყებელს - განცხრომაში კი ხართ და სრული ბედნიერებისათვის მჩიხიბავ-გრძნეულთა კონკურსიც გამოაცხადეთ, ერთი აგამედე (ისე, მარკშეიდერიც არ დაგავიწყდეთ) აუცილებლად გამოგადგებათ.
bs
ყველაფერში შემიძლია დაგეთანხმო, ერთი რამის გარდა: მაგარი ,,ბალელშიცები" ყავთ! უუუუხ რა მაგარი ;-) ))))))))))
ako
ჩვენ ჩვენი ვიფიქროთ თორემ რუსებმა მსოფლიო მიიღეს და მეოთხედფინალი ითამაშეს და მაგი ეყოფათ სალაპარკოდ ერთი საუკუნე ჩვენ რა გვეშველება ევროტურნირები რო ახლოვდება? ისე ხორვატიას ინგლისთან შანსი არ აქ.
რაკიტიჩი
ხორვატია ხომ გაღოღდა:)
გოჩა
შენ უბრალოების ფასი არ იცი...მარტოავტორიტეტებს აღიარებთ მონებივით მაგიტომ აზროვნებ ეგრე
irakli81
ვინც რუსეთის ღირსეულ თამაშზე წერთ, კი ოლიმპიადაზეც ღირსეულად გამოვიდნენ ნახევარ გუნდს დოპინგი რომ ქონდა ნაყლაპი. აქაც 120 წუთი ირბინეს თუ გამოიძიეს აქაც გამოჩნდება მაგათი ღირსეული თამაში. სად აქვს ამ ქვეყანას ღირსება ან როდის ქონიათ?
bs
მერე რა? მე თუ ვუსმენ რუსულ მუსიკას ჩემზე მეტი პატრიოტი ხარ? იქნებ ჩემზე და ჩემ მეგობრებზე მეტი გიომია რუსებთან? პატრიოტიზმსა და იდიოტიზმს შორის განსხვავებას როდისმე ისწავლის ეს ხალხი? იდიოტი მოყვარე (მაგ. მარშისტები) ღიად მებრძოლ მტერზე უარესია!
zaza
აქ კომენტარებს გადავხდე და ცოტა გაკვირვებული ვარ, თურმე ფეხბურთის თამაში რუსეთმა გვასწავლა, მაშინ როცა საქართველოს კლუბები ყოველთვის განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდნენ და ტექნიკურები ვიყავით. უბრალოდ მაღალი დონის ჩემპიონატი იყო და არა ესეთი ჩვენ რომ გვაქვს დღეს. რუსეთის ნაკრები მებრძოლი გუნდია, რომელიც კარგად დგას დაცვაში და სწრაფები ფეხბურთლები ჰყავდა შეტევაში, თან ძიუბა თუ პირველ ბურთს მოიგებდა მაშინ სიმწვავეს შეიტანდა თამაშში. გინახიათ რუსეთის ნაკრების მრავალსვლიანი კომბინაცია ერთ თამაშში მაინც??? მაგატი ტაკტიკა სწორედ ეს იყო რომ სწრაფი კონტრშეტევები და ამის ხარჯზე შედეგის მიღწევა. თან განსხვავების ხორვატი ფეხბურთლებისა რომლებსაც თავიანთ კლუბებში უმძიმესი სეზონი ჰქონდა, რუსეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს საუკეთესო კონდინციებში შეხვდა და რეალური შედეგიც დადო. ისე საუბრები რომ რატო უნდა უგულშემატკივრო რუსეთის ნაკრებს მგონი უადგილოა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილს ისევ უყვარს რუსეთი და გონიათ რომ რუსეთი ოკუპანტი კი არა, არამედ ჩვენი მეგობარია და ტერიტორიები რუსეთის გამო კი არა არამდედ საკუთარი თავის გამო დავთმეთ და რუსეთი არაფერ შუაშია. ესეთ ადამიანებთან კამათი კი უაზროა.. მე პირადად რუსეთის ნაკრებს არასოდეს ვუგულშემატკივრებ, თუმცა ვაღიარებ რომ ბრძოლისუნარიანი და ტაქტიკურად გამართული ნაკრები ჩამოაყალიბა ჩერჩესოვმა!! ვულოცავ ხორვატიას ამ გამარჯვებას და უპირველეს ყოვლისა ძალების აღდგენას ვუსურვებ, ეხლა ეს ყველაზე მთავარია.. პრეზიდენტი მოსალოცად რომ შევიდა გასახდელში ძლივს დგებოდნენ ფეხბურთლები ისეთი დაღლილები იყვნენ!
maxo
საქართველო რომ ყოფილიყო მანდ სულ გაანადგურებდა რუსეთს ტყუილა გამოვუცხადეთ ბოიკოტი მსოფლიო ჩემპიონატს,ისე ხორვატები ისე არიან ეხლა დაღლილები რომ ინგლისის წინააღმდეგ მაგათი შანსი ნულია.ერთს კიდევ დავამატებ,სპორტი პოლიტიკაში არ უნდა აურიოთ,ეს დაუწერელი კანონია,წინააღმდეგ შემთხვევაში,რუსეთს ცემით უნდა გაეგდო გერმანია,
nika
დებილი ხარ დაბადებიდან, მედიცინა უძლურია, პუტიასთან ჩახუტებაც ვერ გიშველის...:)
reali
უბრალოდ ხორვატია არა ღირსი რო წინ წაიწიოს და ვერც წაიწევს რადგან რუსეთის ნაკრებს პენალტებით რო ამარცხებ ის გუნდი არა ღირსი გაგრძელოს წინსვლა...
samtredski
პატრიოტებო საქართველოში ყველა ავტომობილიდან რუსული მელოდიების ხმა რო ისმის და ქორწილი ისე არ ჩაივლის რუსულად არ იმღერონ ამაზე რა ვქნათ.
genesis
სულ რომ ამნეზია დაემართოს ვინმეს და დაავიწყდეს როგორ "ვუყვარვართ", მაინც რატომ უნდა უგულშემატკივრო რუსეთს, ვერ ვხვდები - ფეხბურთი ბანძი (ჰოკეი მაინც ყოფილიყო), ქცევა მაგათი მწვრთნელის და ზოგიერთი მათი "ქომაგის" ტრიბუნებზე - სუპერ ბანძი, ჩამორჩენილი ქვეყნის შესაფერისი.. ჰოდა, ნორმალურს რა უნდა მოგეწონოს მანდ, არ ვიცი..
giorgi
მეც ხორვატის გასვლა მინდოდა ფეხბურთისთვის ასე ჯობდა ნამდვილად,მაგრამ ასეთი კომენტატორები და თამაშის ასე წაყვანა არ შეიძლება ზოგადადც არ მომწონს არცერთი კომენტატორი ვისაც მიყავს ეს თამაშები უამრავ შეცდომებს უშვებენ და ზოგჯერ ძაან გამაღიზიანებელია ამათი მოსმენა ეხლა რაც შეეხება პატრიოტიზმს თუ ესეთი პატრიოტებუ ვართ არც ის რუსი ტურისტები შემოვუშვათ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქები და არც ქართველი ფეხბურთელები გავუშვათ რუსეთის ჩემპიონატში და ის ხალხი ვინც რუსეთში ცხოვრობს ქართველი და მოქალაქეა ყველა ოღალატეთ შევრაცხოთ იმ 70 წლიანი ოკუპაცის პერიოდში კი ბევრი ცუდი გააკეთა რუსეთმა მაგრამ კარგიც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და დაუნახავები არ უნდა ვიყოთ ხოლო პატიოტიზმზე და დაღუპულ გმირებზე მის თქმა შემიძლია რომ ტატუნაშვილის აქციაზე ,რომ 3 კაცი იდგა და ნარკოტიკების ლეგალიზაცის აქციაზე კი სავსე იყო რუსთაველი აქ უკვე ნათლათ ჩანს ჩვენი პატრიოტიზმი და სამშობლოს და გმირების სიყვარულიც და მოდი ეს ბაქი ბუქი მოვიშალოთ ყველამ ჩვენთვის ჯობია ისევ.
Musenbezi
ხორვატებმა ხო იფრინეს რა... დაწყევლეთ რუსეთიო კომენტატორმა რო მოგვიწოდა ეგ რა ფენომენი იყო... მტერს კომენტარებით კი არ უნდა აგებინო პასუხი არამედ საქმით, მაგრამ მაგას ერთი ადგილი უნდა რომელიც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს და ვცდილობთ ასე მოვიფხანოთ გული...
ზაზა
მე ვარ ხორვატი!
ზიზუ
არავინ არ თქვას კომენტატორებზე ეს რა სალაპრაკოა რომ რუსეთი ოკუპანტია , დიახაც რუსეთი ოკუპანტია და ნახევარი საქართველო ოკუპირებული აქვს, ვინც რუსეთს გულშემატკივრობდა რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო მართლა გულით მეცოდება, რუსეთს როგორ უნდა უგულშემატკივრო ქვეყანა რომელიც ყველა ჩვენთაგანს სახლში შემოგვივარდა და აგვაწიოკა, მე თვითონ ვარ ცხინვალის ომის მონაწილე და სულით ხორცამდე მძულს ეს რუსეთი და მათი დამქაშები. ვინც საქართველოს უღალატებს და გაყიდის უფალი დასჯის, ჯიქიას მაგალითი აიღეთ ბიჭს ოცნება ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის მაგრამ მას დაავაიწყდა რომ სამშობლო გაყიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერასდროს ვერ ითამაშებს. მიყვარხარ საქართველო და შენ სიყვარულში მოვკვდები
soso
ეჰჰ რუსებმა მისი მაინც გაინაღდეს მსოფლიო მიიღეს მეოთხედფინალში ითამაშეს რაც უნდოდათ იმის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწიეს მეც ბოღმა მახრჩობს მარა რა გინდა რო ქნა ხორვატიის პრეზიდენტი მედვედვს ეხუტებოდა მოკლედ რაც უნდოდათ ის გააკეთეს ჩვენ ჩევენი ვიჯავროთ ეხლა ევროტურნირები ახლოვდება.
samana
რა კომენტარი უნდა დადო რუსეთის ფეხბურთი არ გაიშვა და მერე აქ კომენტარებს ვკითხულობ კიდე უარესი რუსების თამაშზე კომენტარი როგორ უნდა აკეთო მე იმას ვისურვებდი ჩვენები მენახა მსოფლიოზე მეოთხედფინალური ეტაპი კი ხო საერთოდ ისე ხორვატებს ამ თამაშით ინგლისთან შანსი ნული.
frate
რაკიტიჩმა შიგ კრემლში გასთხარა, მაგარი იყო
შოთა
ყველაზე დიდი ჩაწყობა რუსეთში ჩატარება იყო, ფიფა ჩმორების დოღია
სხვათა თუთაშხია
მადლობა ხორვატებს,რომ მანახეს რუსების გამწარებული სახეები.ასე ჩაეფუშებათ სსრკ დაბრუნებაზე ოცნება ამ ოკუპანტებს. კგბ აგენტურამ აქაც შემოაღწია და როგორ არ გაუხარდათ ერთმორწმუნე ქვეყნის გამოვარდნა. ვაი და ვუი მას,ვისაც ვერ გაურჩევია კარგი და ცუდი. გაუნათლებელი რომ არის ქვეყანაში მრავალნი,ამას ვგულისხმობ ხოლმე. GOAL.GEზე სტატიაც კი მიუძღვნეს ლევან ღუდუშაურის და გია თვალაბეიშვილის გამონათქვამებს და ჰოი საოცრება უარყოფითად აფასებენ მათ ასეთ საქციელს. ჯერ რატო გვასმენიებენ ოკუპანტების ჰიმნს მთელი ერთი თვე და მერე კომენტატორებს ხომ ცუდი პონტი აქვთ,რადგან მათ ოკუპანტების თამაშის წაყვანა უწევთ. აქ ობიექტურობა არ გამო,გენაცვალეთ გია და ლევან,თქვენ თუ შეახსენებთ ქართველებს,რომ რუსები ოკუპანტები არიან და ეს ქვეყანა მხილებულია ქართველების გენოციდში. რას დაობთ,რას შუხურობთ ან რისთვის კგბეშნიკო ქართველებო?!
დავით 67
ვაი გულშემატკივრებს! ჯერ იყო და ესპანეთთან მოგების შემდეგ გაიძახოდით ვოვას აქვს ნაყიდიო ჩემპიონატიო, სუსტი ჯგუფი შეურჩიესო სპეციალურად. მსაჯები ეხმარებიანო! კიდევ ათასგვარ სისულელეს ამბობდით. ახლა სიხარულით ცას ეწევით. პირადად მე ბრაზილიის ნაკრების მარცხმა დამწყვიტა გული, მაგრამ ამ ჩემპიონატზე ვინც თავისი მაქსიმუმი გამოავლინა ეს იყო სწორედ რუსეთის ნაკრები. ყველა ნაკრებზე ღირსეულად ითამაშეს. ასევე ღირსეულად წააგეს. მთელი თამაშის მანძილზე ერთი ყვითელი ბარათი არ მიუღია არავის! ვინატრებდი საქართველოს ნაკრებსაც ესე მონდომებით ეთამაშოს, თუმცა არ მგონია საქართველოში ფეხბურთი გამოცოცხლდეს მინიმუმ 10-15 წელი!
irakli81
რანაირად ფიქრობ ვერ ვხდები რა მოგვცა რუსეთმა რა? ის 70 წელი დამოუკიდებელი რომ ვყოფილიყავით ეხლა იცი სად ვიქნებოდით? ბელგიაზე და ჰოლანდიაზე ნაკლები არც ქვეყანა გვექნებოდა და არც ფეხბურთი. ვიღაც იტყვის ეხლა ხომ ვართ დამოუკიდებელიო, მაგრამ არა ჩვენ ოკუპირებული და ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ. რუსებმა ფეხბურთში ის მოგვცეს რომ არა პატიოსანი ხერხებით და გარიგებლი თამაშები გვასწავლეს, მოახერხეს და დინამო მხოლოდ 2ჯერ იყო ჩემპიონი, მუშა მესხი და დავით ყიფიანი მსოფლიო ჩემპიონატებზე არ ათამაშეს, ნეტა ვინ ყავდათ იმ დროს უკეთესი
ბაიყუშები
საქართველოში ფეხბურთზე შარიათის კანონია დაწესებული და რუსეთმაც აღარ ი თამაშოს ეგ გინდათ ..ყველანაირად რაღაცას მიაღწია ისლანდიის მაგალითიც აიღე
dato
რუსეთი რომ გასულიყო მართლა დავიჯერებდი რომ პუტინს ჩემპიონობა ნაყიდი ქონდა მაგრამ მართლა საოცარია ყველა ურუგვაის გარდა რა ფეხბურთს ეთამაშებოდნენ ამ სუსტ ნაკრებს რომლის თამაშსაც ფეხბურთი ნაღდად არ ერქვა.გუნდმა რომელმაც გადაახია ბურთი არგენტინას რა ითამაშა ამათთან ან მოდრიჩი რას თამაშობდა მარა როგორც თვითონ რუსებს აქვთ გამოთქმა ვსიო ხოროშო ჩტო ხოროშო კანჩაეტსია

ოჰო ! რამდენი გამოჩნდა რუსეთის ნაკრების გამოძევებით გულდაწყვეტილი ! დავიჯერო შესარჩევშიც ასე გულმხურვალედ გულშემატკივრობთ ?
პუწინსშაუდეს
ძია ვოვას სახე მინდოდა დამენახა რაკიტიჩის პენლის მერე ყველზე მეტად. მაგ ხუი*ლოსი. ეგ ქამშოტა ეგა.
დარეჯანი
ვინც რუსეთს გულშემატკივრობდა,თავმოყვარეობა არა გაქვთ?ან ღირსება?
არა
ძალიან გეშლებათ თუ გგონიათ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ მოქმედებს სპორტში... რამდენი ხნის წინ ქონდათ ცუდი ურთიერთობა ინგილსსა და საფრანგეთს მაგრამ თუ ფინალში გავიდნენ წარმომიდგენია რა მოხდება(არა მარტო ეს ორი ქვეყანა მაგალითები არ გამომელევა)... ასე რომ ძალიან ცდებით ვინც კომენტატორებს უსწორებთ სიტყვებს და ეუბნებით თუ როგორ არ უნდა შეგვახსენონ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა! საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელია და სწორედ საზოგადოების აზრს უნდა აჟღერებდეს ეს არხი!
ქაჯობა
ქართულ ფეხბურთს ყველაფერი კარგი რუსეთმა მისცა....ჩვენ რა გვეშველება თორე რუსეთმა ღირსეულათ და კარგადმაინც ეთამაშა.....უბრალოდ ნახეთ როგორ თამაშობს ტუსეთი ესაა ფეხბურთი არანაირი ავტობუსი ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი...ქართული დღევანდელი მაჯლაჯუნა ფეხბურთი ახლოსაც ვერ მივა
zuu
ძალადობას თუ შეიცავს არ დავდებთ კომენტარსო და მაშინ . ყველა რუსი ფეხბურთელის ცოლებს შევუვარდი წელში მე . გილოცავთ საყვარლებო თქვენი გუნდის გამობუნძულებას ჩემპიონატიდან. ჩერჩესოვის სურათები ჩამოკიდეთ თქვენ საძინებლებში ჩემო ლამაზებოოოოო...
shoda
აქ ორი კომენტარია გამოქვეყნებული, გაოცდები კაცი. ან გონება ჩლუნგები არიან და ან კიდევ ფასიანი პროვოკატორები, რომლებიც მავანთა დავალებით, შურისა და ზიზღის ჩათესვას ცდილობენ! ესენი ხომ ზიზღის და სიცრუის გავრცელების დიდოსტატები არიან. პროვოკატორები არიან, მაშინ ძია დაუფასებთ ამაგს.

რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ სპორტული კუთხით რუსეთის ნაკრებზე, მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ძლიერ გუნდს გულშემატკივრობს. არ მესმის ან რას თამაშობს ასეთს მოსაწონს ეს გუნდი, ან რატომ იმსახურებს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ? ასეთ ხალხს მუდამ არგუმენტი ჩვენი ნაკრების თამაში აქვს, რაც რეალურად არ მოსჩანს.
თემო
შენ გაიხარე. ძაან ბევრი რუსეთუმე დაგვრჩა ჯერ კიდევ ქვეყანაში...საუბედუროდ. იმედია მალევე გადაშენდებიან
irakli81
რუსეთს ოცნებებში ჩაეკუ..... :))) ვინ დაასრულებბს? ხორვატებო კარგი იყო, მაგრამ ისე უკეთაც შეიძლებოდა.
megre
ყველა რუსეთის ნაკრების გულშემატკივარს, ყველა რუსეთის ტროლს გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნას, არ მოგკლებოდეთ მომავალშიც წაგებები უფრო ადრეულ ეტაპებზეც )))))
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ
ჩეფერინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებამდე რუსეთი უეფასგან მოკვეთილი იქნება
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
მოიკვეთოს რუსეთი ფიფადან და უეფადან - უკრაინელების მოთხოვნა
უეფა რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებს
38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
რუსეთის ნაკრებთან თამაშის სურვილი სეიშელის კუნძულებმა და კიდევ 4 გუნდმა გამოთქვა
რუსეთის ნაკრების იზოლაცია გრძელდება, თუმცა შეიძლება ევრო 2028-ის შესარჩევ ტურნირზე დაუშვან
გიასულას ავტოგოლი და გოლი - ხორვატია ალბანეთს დაუზავდა [VIDEO]