"მეთოფეთა" 23 წლის ფეხბურთელის თქმით, მის გუნდში ის wow-ფეხბურთელები აღარ თამაშობენ, აღტაცებას რომ იმსახურებენ
სესკ ფაბრეგასი ამბობს, რომ „არსენალში“ wow ფეხბურთელები აღარ თამაშობენ. ინგლისური შეძახილი, wow, ბოლო დროს საქართველოშიც ესმით - ის აღტაცებას გამოხატავს. ხოლო, ესპანელმა ვარსკვლავმა კარგად იცის, არის თუ არა დღეს მის გუნდში ვინმე აღტაცების ღირსი.

ფაბრეგასი „არსენალმა“ 2004 წელს იყიდა, ეს კი ის დროა, როდესაც „მეთოფეთა“ გუნდში ბრწყინავდნენ დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და ძმანი მათნი. ჩრდილოლონდონელთა დღევანდელი კაპიტანი ამბობს:

„რად უნდა ლაპარაკი, რომ ის „არსენალი“, რომელიც ისტორიას „დაუმარცხებელთა“ სახელით შემორჩა, საუკეთესო იყო. მე ასეთ გუნდში სხვა დროს არ მითამაშია. ხანდახან ხვდებოდი, რომ ცუდად თამაშობდი, მაგრამ ამით არაფერი ფუჭდებოდა. თანაგუნდელები გეხმარებოდნენ. იმ ფეხბურთელების გვერდით შენც უფრო მაღალი დონისა ჩანდი.

დღეს კი „არსენალში“ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ხალხი ჩემსკენ იყურება. როდესაც ცუდად ვთამაშობ, პასუხისმგებლობა მთლიანად მეკისრება. იმდროინდელი გუნდიდან მხოლოდ მე და რობინ ვან პერსი შემოვრჩით. ამიტომაც ითხოვენ ჩვენგან რაღაც განსაკუთრებულს.

მე და ვან პერსი კერპების გვერდით და მათი დაკვირვებით გავიზარდეთ. ჩვენ საუკეთესოებისგან ვსწავლობდით. მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ 23 წლისა ვარ. ჩემი კარიერა ძალიან ადრე დაიწყო და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე 27 -28 წლის ვარ. არადა, ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა მაქვს წინ.“

მოგეხსენებათ, ფაბრეგასი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია და მის მშობლიურ კლუბს შარშან ზაფხულში ნახევარმცველის დაბრუნება უნდოდა. სავარაუდოდ, კატალონიელები მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგაც მიმართავენ „არსენალს“ მისი ყიდვის წინადადებით. და როგორი იქნება „მეთოფეთა“ კაპიტნის პოზიცია? ერთი რამ აშკარაა, რომ მას არსენ ვენგერის სატრანსფერო პოლიტიკა არ მოსწონს.

„ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როდესაც მან უნდა უპასუხოს კითხვას, არის თუ არა ის ტიტულების მომხვეჭთა შორის. 2007 წლის მერე ვუმეორებ საკუთარ თავს, რომ მართალია ტიტულებს ვერ ვიგებთ, მგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. არადა, გადის დრო და ვხვდები, რომ ასე აღარ შეიძლება. აშკარაა, გუნდს ბოლო ნაბიჯის გადადგმა უჭირს, რაც ქმედითი ნაბიჯის გადაგმას მოითხოვს. უნდა გადაწყვიტო ბოლოს და ბოლოს, მოგება გინდა თუ ახალი თაობის აღზრდა.“

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა