კაზინოდან გამოსულმა "მანჩესტერ სიტის" იტალიელმა ფორვარდმა ლონდონელ გლახაკს ათასი ფუნტი აჩუქა
"მანჩესტერ სიტის" იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი ყურადღების ცენტრში, როგორც წესი, თავისი რთული ხასიათით გამოწვეული კონფლიქტების გამო ხვდება ხოლმე. თუმცა, მარიო არც მთალად ისეთი ხელიდანწასული ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და რომ იტყვიან, მკერდში ოქროს გული ჰქონია!

თურმე ახლახან მარიო გასართობად ერთერთ ლონდონურ კაზინოს სტუმრობდა, საიდანაც მოგებული 25 ათასი ფუნტი სტერლინგით ხელდამშვენებული გამოსულა. ის იყო ბალოტელიმ სამორინეს ზღურბლს გადმოაბიჯა, რომ წინ მაწანწალა აეტუზა. ჰოდა, ფეხბურთელმა არც აცია და არც აცხელა - გლახაკს ფულის დასტა გაუწოდა, სადაც ათას ფუნტი იყო.

"ბედნიერებისგან გლახაკი ჭკუაზე არ იყო და ვერ იჯერებდა, რომ მუჭში ამდენი ფული ჰქონდა, - გაიხსენა მარიოს მეგობარმა. – ათასი ფუნტი მას მთელი თვე უზრუნველი ცხოვრებისთვის სავსებით ეყოფა. მარიო კი კეთილი ადამიანია და გაჭირვებულებს მუდმივად ეხმარება – 20-20 ფუნტის კუპიურებს ურიგებს-ხოლმე. ამის გამო უყვართ ის~.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი "მანჩესტერ სიტიში" ყოველკვირეულად გასამრჯელოდ 100 ათას ფუნტს იღებს.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა