დღეს, 12 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.

შეხვედრა სლოვაკეთში, დუნაისკა სტრედაში, "მოლ არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მატჩს არც ერთი ქართული არხი არ აჩვენებს. სტრიმის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge მას შემოგთავაზებთ.

თბილისელები სლოვაკეთში ერთი დღით ადრე ჩავიდნენ, მატჩისწინა ვარჯიში გამართეს და პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებაზე კახა კაჭარავამ ისაუბრა.

"დინამოს" ის უპირატესობა აქვს, რომ ჩვენთან ჩემპიონატი მიმდინარეობს. სლოვაკეთში მაისში დასრულდა და "დუნაისკაზე" უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით. ვიტყვი, რომ ჩემი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მატჩის პირველი გოლი ჩვენ გავიტანოთ. გუნდის მიზანი გამარჯვებაა, თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. გპირდებით, რომ ვიბრძოლებთ", - განაცხადა თბილისელთა თავკაცმა.

რა ხდება "დინამოში"?

თბილისელთა შემადგენლობაში განსაკუთრებული ცვილილებები არ არის. კლუბმა მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაიმატა.

29 წლის მოლდოველი გოლკიპერი - სტეფან სიკაჩი. სიკაჩი სხვადასხვა დროს ტირასპოლის "შერიფის", ასტრახანის "ვოლგარის", ბელგოროდის "სალიუტის", მოსკოვის "ტორპედოს" და "აფიპსის" რიგებს იცავდა, გასული სეზონის პირველ ნახევარში კი ფოთის "კოლხეთში" ასპარეზობდა.

მეორე ახალწვეული კი ყველასთვის კარგად ნაცნობი მათე ვაწაძეა. ვაწაძე "დინამოში" 2005 წლიდან 2010 წლის ბოლომდე ასპარეზობდა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 მატჩში 32-ჯერ გამოიჩინა თავი. ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბოლოს დანიური "სილკებორგის" ღირსებას იცავდა, მანამდე კი დანიურ "ვიბორგსა" და "ორჰუსში" გამოდიოდა. მათეს ასევე "ვოლგაში", გორის "დილასა" და "ლოკომოტივში" უთამაშია.

სხვა შემთხვევაში გუნდი არსებული კონტინგენტით აპირებს მეტოქესთან დაპირისპირებას.

მეტოქე

"დუნაისკა სტრედას" ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე", დღევანდელი მდგომარეობით, 6.50 მილიონია. რაც შეეხება "დინამოს", მისი ფასი 5.03 მილიონი ევროა. გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ.

გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია. ის "ლაიპციგიდან" იყო იჯარით, თუმცა კლუბმა ის გამოისყიდა.

ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"დუნაისკა სტრედას" კარგი დაცვა ჰყავს. მაგალითად, პანამელი ერიკ დავისი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო და თუნდაც ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. აგრეთვე, მასთან ერთად დაცვის ჯაჭვს სლოვაკი, სერბი და ხორვატი ფეხბურთელები კრავენ.

სლოვაკური გუნდის კარის დარაჯი ჩეხი პატრიკ მაცეია, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ის, წინა სეზონის მიხედვით, საშუალოდ შეხვედრაში ერთ გოლს უშვებდა, რაც არცთუ ისე კარგი შედეგია.

ნახევარდაცვასა და შეტევაში "დუნაისკას" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სანაკრებო გამოცდილებაც აქვთ. მაგალითად: თომას ჰუკი - სლოვაკეთის ნაკრები.

მოლოდინი

თბილისელთა მეტოქე დაუძლეველ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, თუმცა კლუბის მხრიდან უფრო მეტ ტრანსფერს ველოდით, რათა კითხვის ნიშნებიც არ დარჩენილიყო.

კახა კაჭარავამ კარგად იცის თავისი საქმე, იცის, თუ რა დაუპირისპიროს მეტოქეს. მას ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის აღება საკუთარ თავზე შეუძლიათ. დღევანდელი "დინამო" მთავარ გათვლას მის ტალანტებზე აკეთებს და გუნდს ოთარ კიტეიშვილი ლიდერობს.

მსაჯები

შეხვედრას ბოსნიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 33 წლის ირფან პელიტო გახლავთ. მას ასისტენტობას სენად იბრისიმბეგოვიჩი და დავორ ბელიო გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ჰარის კალიანაჩი იქნება. მატჩის დელეგატია ჩეხი პეტრ ფუსეკი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი პორტუგალიელი ლუსილიო ბატისტა გახლავთ.

ვაი
მოდი ეგ დაყენებული ფრაზები არ გვინდა რა კაცურად. ცოტა თავს რომ იწუხებდნენ და ნორმალურ სკაუტინგს აკეთებდნენ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატებში სათამაშო დრო რომ არ ეძლევათ. დიდი სიხარულით წამოვლენ და ითამაშებენ აქ... აბა ცოტა წესიერი ხელფასის გადახდა თუ არ გინდა ისე რა წარმატებაზეა საუბარი. ამ ახალგაზრდებს 2-3 ნორმალური ლეგიონერი უნდა და სერიოზულ შედეგს დადებენ. 2 და მნიშვნელოვანი თემა რაცაა, კარგი არ მოგყავს არავინ წესიერი, მაგრამ რატო იტყუები ყოველ ზაფხულს რომ ისეთ ლეგიონერებს ჩამოარიხინებ ქვეყანაში აქამდე რომ არ ყოფილან??? ფიფიას და ჩაჩავას ეხებათ ეს თორემ საწყალმა ფრუიძემ თქვა ალალად არიქნება ჩვენი საშველი უკაპიკოდ ვართო
giorgi
ადრე მახსოვს ხალხს იმაზე ქონდა პრეტენზია,რომ ქართველ ახალგაზრდებს არ აძლევენ შანს და ჩამოყავთ ვიღაც ჭ კლასის ფეხბურთელებიო და იმათ ათამაშებენო ეხლა ახალგაზრდებით შევსებული გუნდი გაიყვანა და ეხლა ამაზე ვაკრიტიკებთ კლუბს კარგი ლეგიონერები როგორიც ჩვენ გვინდა აქ არ ჩამოდიან და არც ჩამოვლენ არ დაინტერესდებიან ამ ჩემპიონატით ამ დონით და იმ ნავტალინიდან ამოღებულ ფეხბურთელებს ქართველ ბიჭებმა ითამაშონ ამ დონეზე ნამდვილად მირჩევნია მე პირადად
Vakhtang Lobzhanidze
წარმატებები დინამოს! ფიფიას კიდე წყევლა არ დააკლდეს იმის გამო რა დღეშიც ჩააგდო ქართული ფეხბურთის ფლაგმანი!
usa
გეზი ამერიკულ ფეხბურთზე უნდა ავიღოთ
krazana
რათ გინდა ამათი საცოდაობას რო უყურო?
ზურა
რატომაა სირცხვილი?! წინა წლებში რომ აჩვენეს ხომ რას ამბობ, დაგლიჯეს ყველაფერი ისე ითამაშეს!! -_- პ.ს. ორივე მატჩი ჩასმულია პირველი არხის განრიგში.. ჩიხურას 19:00 წუთზე და დინამოს 23:00 წუთზე, წეღან ვნახე
dato
სად უყუროთ ეხლა თამაშს თქვე უნამუსოებო? მერე იტყვიან არავის აინტერესებს საქართველოს ჩემპიონატიო აქედან იწყება ინტერესი პირველ რიგში
Giorgi
პირველი არხი ცნობისთვის დინამოს თამაშია 23:00 საათზე. შესარჩევს 1 წელი ელოდება ხალხი და თქვენ კიდე მხატვრულ ფილმს უშვებთ.არ გრცხვენიათ?
Giorgi
სირცხვილია არცერთი არხი რო არ აჩვენებს თამაშს სირცხვილიიიიი!!
el Cano
ძაან კარგათ იცის რაც უნდა ქნას კაჭარავამ !!! წარმატებები დინამოს
Zura
Potis kolxeti upro karg transferebs aketebs vidre dinamo cesieri begburteli ver ikides mtelo clos mandzlize ro am shexvedrebistvis momzadebulikvnen
ჰაჰა
ნეტა მართლა იცოდეს კაჭარავამ რა უნდა ქნას.
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" თბილისის "დინამოს" გამომგდები "დუნაისკა სტრედა" ისევ დაამარცხა
თბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]
გაგუა სლოვაკური გუნდის ფეხბურთელი გახდა
ვლადიმერ ვაისი თბილისის "დინამოს" გამამწარებელი გუნდის მწვრთნელად ინიშნება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სლოვაკი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისის "დინამოსთან" ითამაშა, ცემით კინაღამ მოკლეს
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ცოტნე კაპანაძე "იბერია 1999"-დან სლოვაკურ გუნდში გადავიდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა