... სავარაუდოდ, ხეტაფე

დუბაის კონსორციუმმა The Royal Emirates Group-მა ესპანური პრიმერას ერთ-ერთი კლუბი შეიძინა, რომლის სახელსაც კონსორციუმი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს. არაბთა მტკიცებით, ყველაფერს ოფიციალურად კვირის ბოლოსკენ იტყვიან, როცა "კლასიკოს" ვნებათაღელვა ოდნავ გადაივლის. კონსორციუმმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ კლუბის შეძენა 62,7 მილიონი ევრო (90 მილიონი დოლარი) დაუჯდათ, გაცილებით ნაკლები, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო (94 მილიონი ევრო) - "რეალს". კონსორციუმის მტკიცებით, ამ კლუბს ვალები არა აქვს.

ოფიციალურ განცხადებას დღეს ან ხვალ ველით, მაგრამ კონსორციუმის ხელმძღვანელმა შეიხ ბუტი ბინ სუჰაილ ალ მაკტუმმა განაცხადა, რომ კლუბი უკვე ნაყიდია: "ჩვენ გვსურს მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ინვესტიციებს მხოლოდ გაერთიანებულ საამიროებში არ ვდებთ, ჩვენ გაცილებით დიდი შესაძლებლობები გვაქვს და გავიდავართ საზღვარგარეთ. ჩვენ ვზრუნავთ სპორტზე მთელს მსოფლიოში. ვადასტურებთ, რომ შეთანხმება მიღწეულია, კონსორციუმი იყიდის ესპანურ კლუბს".

სანამ ეს განცხადება გაკეთდებოდა, ხმები არაბთა მიერ ესპანური კლუბის ყიდვაზე უკვე ვრცელდებოდა ესპანურ მედიაში, მაშინ ითქვა, რომ ლა ლიგის კლუბს, როგორც კი შეიძენენ, არაბები სახელს გადაარქმევენ და "თიმ დუბაის" უწოდებენ, თუმცა კონსორციუმის წარმომადგენელმა ეს ხმები უარყო.

როგორ ფიქრობთ, როცა აცხადებენ, რომ ერთ-ერთი კლუბი უკვე გაიყიდა, ესპანურ მედიას გამოაპარებენ, რომელ გუნდზეა საუბარი? თუმცა "მარკა", "დიარიო ას" და სხვებიც გვარიანად დაიბნენ - ჯერ კიდევ თებერვალში იყო საუბარი, რომ არაბები "სარაგოსას" ყიდულობდნენ, მაგრამ არაგონული კლუბი ვალებში იხრჩობა (შესაბამისად, არაბთა განმარტებას არ შეეფერება) და თან მათმა წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს ეს ცნობა. ამის შემდეგ ყველა "ხეტაფეს" მიადგა. მოულოდნელად გაჩნდა ინტერნეტში ახალი დომენიც getafeamdubai.com.

მაგრამ "ხეტაფეს" ბოსი ანხელ ტორესი "მარკას" კატეგორიულად უცხადებს, რომ კლუბი არავისთვის მიუყიდია. თუმცა ფაქტია, რომ ამას წინათ ანხელ ტორესი გუნდის კაპიტან მანუ დელ მორალთან ერთად დუბაიში იმყოფებოდა, თუმცა ტორესი ამტკიცებს, რომ იქ გუნდის იმიჯის განმტკიცებისთვის, სპონსორების პოვნისთვის და სტადიონისთვის ახალი სახელის დარქმევის წინადადებით იყო.

თუკი ეს ყველაფერი დადასტურდება, ალ მაკტუმი ესპანური პრიმერას კლუბების მესამე აზიელი მფლობელი გახდება - ყატარელ მილიარდელ აბდულა ბინ ნასერ ალ-ტანის "მალაგა" სულ რაღაც 25 მილიონი ევრო დაუჯდა, ინდოელმა აჰსან ალი სიედმა კი "რასინგი" 30-40 მილიონ ევროდ შეიძინა.

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს