ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

საფრანგეთი VS ხორვატია - მუნდიალი გამარჯვებულს ელის

საფრანგეთი VS ხორვატია - მუნდიალი გამარჯვებულს ელის

"ლუჟნიკი" მუნდიალის ფინალურ მატჩს ელის, რომელშიც ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი და ფინალში პირველად გასული ხორვატია ხვდებიან. ფავორიტი "ლე ბლოა", მაგრამ "ვატრენი" უბრძოლველად არაფრის დამთმობია.

გზა ფინალამდე საფრანგეთი

ჯგუფურ ეტაპზე დიდიე დეშამის გუნდმა მძიმედ დაიწყო, მაგრამ მოგებით - ავსტრალია 2:1 დაამარცხა. საფრანგეთი მე-2 ტაიმში ანტუან გრიზმანის გოლით დაწინაურდა, მაგრამ ავსტრალიელებმა მალევე გაათანაბრეს, სანამ 81-ე წუთზე პოლ პოგბამ არ იყოჩაღა. მოგვიანებით ფიფამ პოგბას გოლი "ჩამოართვა" და ის ბეჰიჩის ავტოგოლად აქცია.

ამის შემდეგ "ლე ბლომ" პერუს კილიან მბაპეს გოლით მინიმალური სხვაობით აჯობა - 1:0. ჯგუფის ბოლო მატჩში დეშამის გუნდი დანიას 0:0 დაუზავდა და C ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ამ უსახურ მატჩს მერვედფინალში ფანტასტიკური დაპირისპირება მოჰყვა არგენტინის ნაკრებთან - მბაპემ და კომპანიამ ლეო მესის მუნდიალის მოგების იმედი გადაუწურა - 4:3. 57-ე წუთამდე საფრანგეთი 1:2-ს აგებდა (ფრანგების გოლი ისევ გრიზმანის პენალტით გავიდა). სწორედ აქ ბენჟამენ პავარმა მუნდიალის ერთ-ერთი ულამაზესი და ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. საფრანგეთმა თამაში შემოატრიალა, მბაპემ დუბლი მიითვალა და აგუეროს პასუხი უკვე დაგვიანებული იყო.

მეოთხედფინალში საფრანგეთი ედინსონ კავანის გარეშე დარჩენილ ურუგვაის გაუსწორდა - 2:0. ეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საფრანგეთმა მეტოქეს ერთ გოლზე მეტი სხვაობით მოუგო. გოლები რაფაელ ვარანმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.

ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრებმა სამუელ უმტიტის გოლით დაამარცხა დიდებული ბელგია - 1:0.

ხორვატია

D ჯგუფში მოთამაშე ხორვატიამ ჩემპიონატი ნიგერიის დამარცხებით გახსნა - 2:0. ავტოგოლს, ლუკა მოდრიჩის პენალტი მოჰყვა. შემდეგ ხორვატებმა მიწასთან გაასწორეს არგენტინელები, მესისა და კომპანიას ულაპარაკოდ აჯობეს - 3:0. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა, ანტე რებიჩმა, მოდრიჩმა და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს. ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე ხორვატიამ ისლანდიასაც მოუგო - 2:1. გოლები მილან ბადელიმ და ივან პერიშიჩმა გაიტანეს. ხორვატიამ ჯგუფი მაქსიმუმით, 9 ქულით მოიგო.

აი, ამის შემდეგ ხორვატიის ნაკრებს ძირითად დროში აღარ მოუგია და სამი 120 წუთი ითამაშა, ორჯერ პენალტის სერიით.

მერვედფინალში გუნდი დანიას 1:1 დაუზავდა (გოლი მარიო მანჯუკიჩის ანგაიშზეა). ამ შეხვედრაში მოდრიჩმა პენალტი ვერ გაიტანა 116-ე წუთზე. პენალტების სერიაში დანიელ სუბაშიჩმა 3 დარტყმა მოიგერია და სერია ხორვატიამ 3:2 მოიგო.

მეოთხედფინალში ხორვატია რუსეთს 1:1 დაუზავდა, რუსების პირველ გოლს პირველივე ტაიმში ანდრეი კრამარიჩმა უპასუხა. 101-ე წუთზე დომაგოი ვიდამ ხორვატია წინ გაიყვანა, მაგრამ თამაში მაინც პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც ხორვატებმა 4:3 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ორივე სერიაში ბოლო, გადამწყვეტი დარტყმები რაკიტიჩმა შეასრულა.

ხორვატიას ნახევარფინალშიც 120 წუთი დასჭირდა, მაგრამ ფეხბურთის სამშობლო ინგლისთან პენალტების სერიამდე საქმე აღარ მისულა, ივან რაკიტიჩმა მეორე ტაიმში გაათანაბრა, ხოლო მარიო მანჯუკიჩმა იმავე რაკიტიჩის პასით 109-ე წუთზე ხორვატიას გამარჯვება მოუტანა - 2:1.

გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან

დიდიე დეშამი გამარჯვებულ შემადგენლობას არ გამოცვლის. ჯიბრილ სიდიბე კვლავ ტრავმას უჩივის და შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ მას მერე, რაც ბენჟამენ პავარმა ამ მუნდიალზე ყველა გააკვირვა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე საფრანგეთს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

ბლეზ მატუიდი ედენ აზართან შეჯახებისას დაშავდა, მაგრამ ის, წესით, მწყობრში უნდა იყოს და ფინალი სასტარტოში დაიწყოს, თუ არა და, კორენტენ ტოლისო მზად იქნება მის შესაცვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ოლივიე ჟირუ ვერ ბრწყინავს, არც მის ადგილს ემუქრება რამე სასტარტო შემადგენლობაში.

ხორვატიაც სავარაუდოდ, იმ 11-ეულით ითამაშებს, რომლითაც ფონს ნახევარფინალში გავიდა. ინგლისთან მატჩის გმირს, მარიო მანჯუკიჩს მცირე ტრავმა აქვს, თუმცა ის ალბათ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. იმავეს ვიტყვით მარცხენა მცველ სტრინიჩზე.

შიმე ვრსალკომ ინგლისთან კარგად ითამაშა, მას ტრავმის ნასახიც არ ეტყობოდა, ასე რომ, "ატლეტიკოს" მარჯვენა მცველსაც ველით სასტარტოში. პერიშიჩმა ინგლისთან მატჩის მერე სულაც საავადმყოფოს მიმართა, მაგრამ "ინტერის" ვარსკვლავიც მწყობრში უნდა იყოს მოსკოვური მატჩისთვის.

ფაქტები

ხორვატიამ ბოლო სამი მატჩი ფრედ დაასრულა და სამივეში 120 წუთი ითამაშა, პლუს 2 პენალტების სერია.

საფრანგეთმა მსოფლიოს თასის ეგიდით გამართული ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო.

ხორვატების ბოლო 3 თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი არენა

საფრანგეთი-ხორვატია 19:00

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

ხორვატია (4-1-4-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი - ბროზოვიჩი - რებიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი

არბიტრი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tngh

ნუთუ იუმორის გრძნობა ყველამ დაკარგა??? შესანიშნავი თამაშებია და ორგანიზაციასაც არაფერი დაეწუნება!!!

არ გინდა რასისტული განცხადებები იმ ფონზე, რომ მსოფლიოს ყვეალ ნაკრებში ზანგები თამაშობენ. ბელგიაშიც, გერმანაიშიც, იტალიაში და ა.შ ისინი საფრანგეთში დაიბადნენ და სრულყოფილი ფრანგები არიან.

• 1234

ევრპაც უნდა მოეგოთ მამლებს.

• status quo

თამაშობს აფრიკის ნაკრები და ხორვატია...

• ვეტერანი

თუ tngh იგივე თენგიძ გაჩეჩილაძეა გასაგებია ყველაფერი. თქვენი კომენტარი ჩემი დაბლოკილი კომენტარის პასუხია. შემდეგი ჩემპიონატი 6 მცველით და 4 ნახევარმცველით ფრეს გარეშე, რომ იქნება აქეთ მერე ფიფა და მისი მაფიოზი ამფსონები....

• tngh

როგორც ამბობენ, ამ მსოფლიო ჩემპიონატს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა სტადიონებზე, ხოლო ტელევიზიით 4 მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა. საუცარია, ნუთუ ჩემს გარდა ვერავინ ვერ შეამჩნია, რომ თამაშები ძველ, დანგრეულ, ჩამოშლილ და ხრიოკ მინდვრიან სტადიონებზე იმართება. თანაც დამშეული ფეხბურთელები ძლივს დალასლასებენ მინდორზე, და ამიტომაც არის ამდენი უფერული და უგოლო ფრე.

ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს

მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრის შედეგები ცნობილია

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს

რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]

საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო

ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

"ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში კი მომენტები ვერ გამოვიყენეთ" - დიდიე დეშამი ხორვატიასთან მარცხის შემდეგ

უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა

38 წლის მოდრიჩი ხორვატიის ნაკრებში თამაშს გააგრძელებს

ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო