ახლა უკვე ოფიციალურად: ნოიერი შალკედან მიდის! სად? სავარაუდოდ, ბაიერნში...

გუშინ, „შალკესა“ და გერმანიის ნაკრების 25 წლის მეკარემ, მანუელ ნოიერმა სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, იტირა და მთელი გელზენკირხენი აატირა. მან ოფიციალურად დაადასტურა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო: მანუელი „შალკესთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გელზენკირხენული კლუბი უძლებული ხდება, ბუნდესმეკარე ზაფხულში გაყიდოს.

ნოიერმა სახელდახელო პრესკონფერენცია გუნდის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან და მენეჯერ ჰორსტ ჰელდტთან ერთად მოიწვია და შეეცადა, ქომაგებისთვის აეხსნა, რატომ გადაწყვიტა გელზენკირხენიდან წასვლა. აშკარაა, რომ გუშინდელი დღე მის კარიერაში ყველაზე ემოციური იყო - საუბრისას, დაბადებით გელზენკირხენელი ნოიერი დიდხანს ებრძოდა ცრემლებს, მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და ატირდა. მისი ცრემლები არავის გაჰკვირვებია, რადგან მანუელი ბავშვობიდან შალკელია...

მაგრამ სულ რაღაც 5-6 კვირაში, მისი შალკელობა წარსულს ჩაბარდება, რადგან გამორიცხულია, რომ „შალკემ“ ის კონტრაქტის ვადის ბოლომდე, ანუ, 2012 წლის ზაფხულამდე დაიტოვოს და მერე უფასოდ შეელიოს. გელზენკირხენელებს ფინანსურად საკმაოდ უჭირთ და ნოიერის ტრანსფერიდან ხეირის ნახვა აუცილებელია. შესაბამისად, ახლა ყველაზე საინტერესო უკვე ის არის, თუ სად გააგრძელებს კარიერას გერმანიის ნაკრების მეკარე და თითქმის გადაწყვეტილია, რომ მისი მომავალი ნავსაყუდელი მიუნხენის „ბაიერნი“ იქნება.

„შალკეს“ ხელმძღვანელებს ამ უქმეებზე ვუთხარი, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ვაპირებდი. მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა კი მაცნობა, რომ „ბაიერნი“ დაინტერესებულია. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ შანსი იმისა, რომ სწორედ მიუნხენში გადავიდე, არის,“ - განაცხადა ნოიერმა.

„ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ იმისათვის, რომ მანუელი ახალ კონტრაქტზე დაგვეთანხმებინა... ყველანი დამწუხრებულები ვართ, მისი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ვალდებულები ვართ, რომ ნოიერის გადაწყვეტილება მივიღოთ,“ - ეს კი რანგნიკის სიტყვებია.

წასვლამდე, მანუელს შეუძლია, „შალკესთან“ გერმანიის თასი (გელზენკირხენელები ფინალში არიან) და ჩემპიონთა ლიგა (ნახევარფინალში მანჩესტერს ხვდებიან) მოიგოს...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა