ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ფიფა გააკრიტიკა.

"ვიდა და ვუკოევიჩი გმირი ბიჭები არიან. მე მათ ტაშს ვუკრავ. როდესაც ხორვატები ფინალში გავიდნენ, მე სოციალურ ქსელში დავწერე: "ჩვენები ფინალში არიან, ვაშა, დიდება უკრაინას".

ისინი ჩვენები ამ ვიდეორგოლის შემდეგ გახდნენ. ყოჩაღი ბიჭები არიან. რა მოხდა შემდეგ: იმდენად, რამდენადაც ფიფა ძალიანაა დამოკიდებული რუსეთსა და რუსულ ფულზე, დაიწყო ძალადობა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაზე. ეს ფედერაცია კი ფიფაზეა დამოკიდებული და რუსულ ფულზე. ხორვატებს წინ 2 მატჩი ჰქონდათ. ვიდას და ვუკოევიჩს ხელები გადაუგრიხეს. ფედერაციამ ბოდიში მოიხადა და მათაც ბოდიში მოახდევინეს.

მოდით, ვიდას ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი. ბიჭმა თქვა: "დიდება უკრაინას, ეს თქვენ უკრაინისთვის". ხომ თქვა? თქვა. ძალად არავის უთქმევინებია. ეტყობა, მერე ისეთი ზეწოლა მოახდინეს მათზე, ისეთი, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მე მათი მესმის. მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეობრივი სოლიდარობის აქტი გამოხატეს აგრესორისაგან დაზარალებული უკრაინის მიმართ.

რაც შეეხება ფიფას: მეზიზღება ეს კორუფციული ორგანიზაცია. ისინი ნაძირალები არიან. მათ იციან, რომ რუსეთმა უკრაინაში 10 000 ადამიანზე მეტი მოკლა. როდესაც მთელი მსოფლიო ითხოვდა, არ ჩაეტარებინათ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში, ეტყობა, ისე გაძღნენ რუსული ფულით, რომ ბოიკოტზე არ წავიდნენ. თუმცა, ყველაფერი ბოიკოტისკენ მიდიოდა. ფიფა კასტური, მაფიოზური სტრუქტურაა. მას მუდამ არყევს კორუფციული სკანდალები. ამერიკელებმა ხომ წაუჭირეს კონკრეტულად ხელი, შემდეგ ცოტა მოეშვნენ და აშშ-ში მუნდიალი მიიღეს.

მსოფლიო მრავალპოლუსიანია. ფიფას მხოლოდ ფული აინტერესებს, რუსეთზე კი მსჯელობაც არ ღირს. მუტკო თავისი შარდის სკანდალებით, რომელიც მთელ მსოფლიოში საფრთხობელად იქცა, რუსეთში დოპინგის საქმეების ორგანიზატორი, იმის ნაცვლად, რომ წყნარად გვერდზე გაეწიათ და ჩაერეცხათ, ტრიბუნაზე ანათებდა, ვიპ-ლოჟაში, როგორც ცხოვრების ბატონ-პატრონი".

gogi
ეეჰ გორდონ გორდონ ცუდია რომ მხოლოდ მედლის ერთ მხარეს ხედავ მას ხომ მეორე მხარეც აქვს მაგრამ არ გინდა ის დაინახო,ამით შენი რეიტინგი ეცემა.
სტატუს ქუო
შენი ახლობლები იმიტომ შიმშილობენ რუსეთში, რომ მილიარდერები და პუტინის მთავრობამ გამოაძღო ფიფა, ოლიმპიური კომიტეტი და ევროკავშირი, რომ არაფერი ვთქვათ გერმანიაზე და მის აგენტ მერკელზე.
111
ამერიკის ნებართვით ვერ ჩატარდებოდა მუნდიალი რუსეთში, თვალებს თუ დაუბრიალებდნენ ეს არ მოხდებოდა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მარტო რუსეთში არა, მალე ჩრდილო კორეაში, ჩინეთშიც გაიამრთება მუნდიალი.
არჩილ
სწორედაც რომ მაფიაა ფიფა. ბოლომდე კორუფციაში გასვრილი ორგანიზაცია. ვითომ ბლატერი გაუშვეს, არადა ინფანტინო კიდევ უფრო მეტი წარმატებით აგრძელებს მის ტრადიციებს.
დ.ვ
რუსეთს რომ შია და უჭირს ისე ნეტა ჩვენ გვიჭირდეს,
დ.ვ
ყატარში ჩასატარებელი ჩემპიონატი სხვა რაა თუ არა ფულით ნაყიდი..
gio
რუსეთს ფული თავის ხალხისთვის არ ემეტება, თორე ფიფასთვის და იარაღისთვის იცოცხლე
სოსო
რუსეთმა ფული ჩაუკუჭა და მიიღეს მსოფლიოს ჩემპიონატი,ამერიკელებმა ცოტა ხელი მოუჭირეს,შეაჭანჭყარეს და მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატი.ფიფას არსი უცვლელი დარჩა.რუსეთმა ფულით აიძულა ,ამერიკამ ძალით და არც მათი არსია ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებული,რადგან სხვა ასპექტებში ამერიკა მოქმედებს ფულით ,ხოლო რუსეთი ძალით.ფიფაც კვლავ ის მეძავია,ფულზეც რომ იყიდება და ძალასაც რომ ნებდება.ასე რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება,მაგრამ ყველაფერი უცვლელია.ცვლილება ერთადერთია,ჩვენ რობოტებად ჩაგვთვალეს და სპორტალ გეს ვერანაირად ვეღარ ვუმტკიცებთ,რომ ადამიანები ვართ და ნერვები გაგვაჩნია.
123
სასაცილოა რამხელა წარმოდგენა ქონიათ მშივრების ქვეყანაზე. ჩემი ნაცნობები არიან და შიმშილია იქ. სად აქვს რუსეთს ან ფული ან გავლენა მართოს რაღაც ორგანიზაცია. რუსეთშ არაფერი არ აქვს. საბჭოთა კავშირსაც არ შესწევდა ამის ძალა. ფიფას უფრო ამერიკის სუნი ასდის, ერთი შეხედვითაც ესეა. ოლიმპიადა რომ პირდაპირ ამერიკის მაგიდიდან იმართება ლაპარაკი ზედმეტია.
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დმიტრი გორდონი: იაროსლავ რაკიცკი მეზიზღება - სულში ჩაგვაფურთხა, იმათ საფლავებს ჩააფურთხა, ვინც თავის ქვეყანას თავი შესწირა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ინჰულეცის" მფლობელმა გორდონს რუსეთის აგენტი უწოდა, გორდონმა მას - ღორი
დმიტრი გორდონი: ამერიკის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იყიდა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი თბილისის რესტორანში მოჭიდავეთა ნაკრების ჩხუბმა გააოგნა [VIDEO]
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს