ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან მილტონ ჰეიგის ავსტრალიელი ასისტენტები გაუშვეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებიდან მილტონ ჰეიგის ავსტრალიელი ასისტენტები გაუშვეს

ავსტრალიელი სპეციალისტები - რიჩარდ გრემი (ხაზის) და ბრედ ჰარისი (შერკინების), "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბის წევრები აღარ არიან.

ამ გადაწყვეტილების შესახებ, ჟურნალისტებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამცნეს.

ავსტრალიელებთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად კომუნიკაციის ნაკლებობა დასახელდა, რისი შედეგიც ბოლო 6 თვეში, განსაკუთრებით კი ივნისის ტესტებზე გამოჩნდა.

გოჩა სვანიძის თქმით, მსოფლიო თასამდე ერთი წლით ადრე, ნაკრებში ცვლილებები აუცილებელი გახდა და ახალი მწვრთნელების ვინაობა მალე გახდება ცნობილი:

"მაის-ივნისის ტურნეს და ტესტ-მატჩებს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. საუბარია არა მხოლოდ შედეგზე, არამედ თამაშის ხარისხზეც, რამაც რაგბის კავშირისა და ნაკრების ხელმძღვანელობა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა. გასულ კვირაში საკითხი განიხილა სრკ-ს გამგეობამაც და ვაცხადებთ, რომ ბრედ ჰარისმა და რიჩარდ გრემმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დატოვეს.

ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, რადგან მსოფლიო თასამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა ვფიქრობთ, თავიდან უარესი შედეგი ავიცილეთ და ახლა სიტუაციის გამოსწორების მეტი შანსი გვაქვს. მწვრთნელებმა ჩვენი გადაწყვეტილება სწორად გაიგეს და ჩვენ მათ მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.

ორივე მწვრთნელი მაღალი დონის სპეციალისტია, განსაკუთრებით გრემი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის კომუნიკაცია იკარგება. არა მხოლოდ ივნისში, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ნაკრების თამაშის ხარისხში ხარვეზები შეინიშნებოდა და ამას შესანიშნავად ხედავდა გულშემატკივარიც".

ამის შემდეგ სიტყვა მილთონ ჰეიგმა აიღო და შეფასებასთან ერთად, ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა:

"ბუნებრივი პროცესია, როდესაც იმედგაცრუების და წაგებების შემდეგ, მწვრთნელი უკმაყოფილოა და ისიც ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში რომელიმე მწვრთნელს თანამდებობის დატოვება უწევს. მოგეხსენებათ, ყველაფერი, რასაც ახლა ნაკრებისა და კავშირის ხელმძღვანელობა აკეთებს, ემსახურება 2019 წლის მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მომზადებას. მანამდე, ნოემბერში, გვაქვს უმნიშვნელოვანესი მატჩი იტალიასთან და უნდა მოხდეს ყველაფრის იდენტიფიცირება, რაც საჭიროა ამ საერთაშორისო შეხვედრის მოსაგებად.

არასასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელზე და ამ შემთხვევაში ორ მწვრთნელზე გიწევს იმის თქმა, რომ მან სამსახური დაკარგა, მაგრამ ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობაა, გუნდი მსოფლიო თასისთვის სათანადოდ მოემზადოს".

"პასუხისმგებელი მეც ვარ"

ამავდროულად, ჰეიგი ფიჯისა და იაპონიასთან ნაჩვენები შედეგისთვის პასუხისმგებლობას არც თავად გაურბის:

"ავსტრალიელ მწვრთნელებთან ერთად, ივნისის წარუმატებელ კამპანიაზე პასუხისმგებლობას მე და მოთამაშეებიც ვინაწილებთ. ჩემი მოვალეობა თამაშის ორგანიზებაა და როგორც მოგებაა ყველას დამსახურება, ასევე წაგებაზე ყველა ვინაწილებთ პასუხისმგებლობას".

ამის შემდეგ ჰეიგმა შესაძლო ასისტენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული კანდიდატები ჯერჯერობით შერჩეული არ არიან:

"ახალი მწვრთნელების მოსვლით ნაკრების თამაშში გენერალური ცვლილებები არ მოხდება. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ მათ ხედვებს, თუმცა ძირითადი მიმართულება შენარჩუნდება. ახალი მწვრთნელების მოძიება არ იქნებოდა მართებული, სანამ გრემთან და ჰარისთან დაკავშირებული პროცესები არ დასრულდებოდა. შიძლება ითქვას, ეს პროცესი გუშინ დასრულდა და ახლა ვიწყებთ მათი შემცვლელების მოძიებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ახლები სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნებიან თუ ჩრდილოეთიდან. მთავარია ისინი საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ".

ივნისის ტურნეს დასრულების შემდეგ, ჰეიგი პირველად შეხვდა ჟურნალისტებს და ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაშები შეაფასა:

"ფიჯისთან მეორე ნახევარში გარკვეული სტრუქტურული და ინდივიდუალური შეცდომები გვქონდა. რაც შეეხება იაპონიას, მხოლოდ ამის ბრალი არ იყო, მაგრამ ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში მოგვიწია თამაში. ჩვენი მიზანი იყო, რომ მეტოქე მიწაზე თამაშში ფიზიკურად დაგვეჯაბნა, მაგრამ მოხდა პირიქით, რაც ერთგვარი შოკი იყო. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც მუდმივად ვითარდება ზე-რაგბში, ჩვენ კი ვართ იქ, სადაც ვიყავით".

კოზირები არ გავხსენით

ჰეიგს კითხვა ივნისის ტურნეზე ნომინალური 8 ნომრის არყოლაზე და შერკინებაში არსებულ პრობლემებზე დაუსვეს, რაზეც მწვრთნელმა უპასუხა:

"ბექა ბიწაძე და ლაშა ლომიძე ვერ წავიყვანეთ, რადგან სათანადო ფორმაში არ იყვნენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნომინალური 8 ნომრის გარეშე, შესაძლოა მსოფლიო თასზეც აღმოვჩნდეთ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება შერკინებას, ფიჯი 2015 წლის მსოფლიო თასამდე, ერთობლივი წვრთნისასაც მაგრად მოგვაწვა და ეს მოულოდნელი არ იყო. ორი წლის წინ, ჩვენ ფიჯის სუვაში დამაჯერებლად მოვუგეთ და მათ მთელი ეს ორი წელიწადი ჩვენთან მოგება სურდათ. ჩვენის მხრივ, ჩვენ 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ვემზადებით და კოზირები ბოლომდე არ გავხსენით. ფიჯი ამ თამაშისთვის განსაკუთრებით მოემზადა და მიიღო ის, რაც სურდა. ჩვენც მივიღეთ ის, რისი სურვილიც გვქონდა".

ახალი სახეები

28 ივლისსა და და 3 აგვისტოს, თბილისი, "მიხეილ მესხის" სტადიონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველო XV, არგენტინა XV, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და ტოპ 14-ის პარიზული კლუბი "რასინგი" ითამაშებენ. ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშებს ყურადღებით დააკვირდება და არაა გამორიცხული, რამდენიმე საინტერესო მოთამაშე შეარჩიოს:

"რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც ზაფხულის ტურნეს დროს შესაძლებლობა და სათანადო სათამაშო დრო არ მიეცათ, ამ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნებათ. განვითარების კუთხით, ესაა შესანიშნავი ტურნირი. სხვა მოთამაშეებსაც დავაკვირდებით და არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე მათგანი მსოფლიო თასის წინ გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილოთ".

ჰეიგი შესანიშნავს უწოდებს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მიერ ნაჩვენებ შედეგს და ამბობს, რომ შანსს ამ გუნდის წევრებიც მიიღებენ:

"გელა აფრასიძე უკვე არის ჩვენი გუნდის წევრი და ეს მსოფლიოს ჩემპიონატიც ბრწყინვალედ ჩაატარა. გარდა ამისა არის თედო აბჟანდაძე, რომელმაც განსაკუთრებული თამაში აჩენა. მას რამდენჯერმე მოუწია ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიში. ეს ორი მოთამაშე იყო ამ ჩემპიონატის ტოპ-მოთამაშე და კიდევ რამდენიმემ გამოიჩინა თავი, მაგრამ მოდით ერთი რამ გავითვალისწინოთ: ტოპ ვარსკვლავობა 20-წლამდელებში არ ნიშნავს ვარსკვლავობას უმაღლეს საერთაშორისო დონეზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ბიჭებს დავაკვირდებით და შესაბამისი განვითარების პირობებში, შანსსაც აუცილებლად მივცემთ".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

მაინც ეს გამოაქვეყნეთ ხომ? და არ გამოაქვეყნეთ ისინი, რომელიც დაბლოკეთ?

• ზაზა

რაგბზე ვილაპარაკოთ, ინტრიგებზე კი არა

• ეი ცენზურა

დაანებეთ საიტის ცენზურსა თავი და გამოაქვეყნეთ ყველას კომენტარები - ზოგს რომ უშვებთ და ზოგს ბლოკავთ. ახლა ეს კი არ უნდა გამოაქვეყნოთ, არამედ ის კომენტარები, რომელიც დაბლოკეთ ვაი თქვენს პატროს

• gio

ესეც პოლიტიკა ხო არაა ეს ოხერი. იქ ხდება ესე გაფუჭებულ საქმეებს მოადგილეებს რო აბრალებენ. დამლაგებელი უნდა მოგეხსნათ და მძღოლი. იმათი ბრალია ყველაფერი. მთავარი მწვრთნელი რა შუაშია?

• სოსო

შერკინება მარტო ,მიწოლა არ არის და იმ დანარჩენში რომ მოვიკოჭლებთ,იმიტომ ვეღარ ვიყენებთ ხოლმე შერკინებაში უპირატესობას.რამდენჯერ გვინახავს,რომ მეტოქე შერკინებიდან უცებ გამოაგორებს ბურთს და სანამ ჩვენები გულდაგულ აწვებიან,შერკიბების გვერდით ლელოს გვიდებენ?ანაც,ბურთი ჩვენია,ვაწვებით,ბურთი გამოგვივარდება და მას მეტოქე იღებს.კიდევ სხვა ნიუანსებიც,რომელშიც მე ვერ ვერკვევი და კარგად ეტყობა ვერც ჩვენი მორაგბეები.ყოველ შემთხვევაში მე იმას ვხედავ,რომ როცა ბობოლა გუნდები შერკინებაში უპირატესობას ფლობენ,მას ჩვენზე გაცილებით უფრო ეფექტურად გამოიყენებენ.სათქმელი კიდევ ის არის,რომ ჩვენ განვითარების აქცემტი მობილურ,სანახაობრივ რაგბიზე გადავიტანეთ,იქ კი ჩვენი ტრადიციული მორკინალები შედარებით სუსტები არიან,დაბალი სისწრაფეების გამო,ჰეიგი ცდილობს ოქროს შუალედი იპოვოს მიწოლასა და მობილურობას შორის,ეს კი თავისთავად გულისხმობს მიწოლაში დასუსტებას.ვერც ჩვენი 20 წლამდელი ბურჯები ფლობდნენ დომინანტურ უპირატესობას ყველა მეტოქეზე,მაგრამ მობილურობის ხარჯზე,უკეთეს შედეგს ნივაღწიეთ.ეს ბიჭები არიან მომავალი დიდი ბორჯღალის ბურჯებიც და ალბათ აქედანვე უნდა შევეჩვიოთ აზრს,რომ ძველებური დომინაცია შერკინებაში ყველა გუნდზე,აღარ გვექნება.ყველაფერს თავისი ფასი აქვს.ჩვენ მორკინალებს ის ძველებური მიწოლა ჯერ არ დავიწყებიათ და სწრაფად გაიხსენებენ,მაგრამ საკითხავია,რამდენად გვინდა იმ სტატიკურ რაგბიში დარჩენა.ისე სხვა ნაკრებებმაც ისწავლეს ჩვენნაირი მიწოლა,ჩვენები ხომ თურმე სხვანაირი კუთხით აწვებიან და მათთან ერთად ხომ არა ერთი ერთობლივი ვარჯიში ჩაატარეს ჩვენებმა.მთლიანობაში მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი,მაგრამ თუ სადღაც არ შევედით,სადაც სისტემატური შეხვედრები გვექნება ძლიერ მეტოქეებთან,ჩამორჩენა გარდაუვალია.ფაქტია,რომ იაპონიამ ძლიერ ნაკრებებთან თამაშით უკვე გაგვასწრო და მალე სხვებიც იგივეს გაიმეორებენ.

• კახა

რა სისულელეა მთავარი მწვრთნელი სად იყო თუ ხედავდა რომ დამხმარეები მოვალეობას არ ასრულებდნენ აბსურდია მთავარი მწვრთნელის ბრალეულობა უფრო მეტია და პასუხისმგებლობას სად გაექცევა მაგრამ რას ვიზამთ უუნარო ფედერაცია წესიერი მწვრთნელი ვერ მოძებნა ძალიან არ მინდა იტალიამ გვაჯობოს და ამდენი ნაწვალები წყალში გადავყაროთ ჰეიგის პოტენციალის ამოწურვის გამო.

• სოსო

"როგორც მოსალოდნელი იყო,სხვას შეახოცა ხელები".ბოდიში,მაგრამ კიდევ როდის შეახოცა?გულშემატკივარი იმიტომაც სცემს პატივს მილტონ ჰეიგს,რომ მწვრთნელობასთან ერთად,არც კაცობა ეშლება.აქაც თავის თავზეც აიღო პასუხისმგებლობა და ამით,ნაკრების ბიჭების შეცდომები,თავის თავს დააბრალა.მე მგონი ყველა დამეთანხმებით,რომ აქვე,ირაკლის პოსტში მოყვანილი პრეტენზია,სამართლიანია.გაშვებული მწვრთნელები მაღალი დონის სპეციალისტები არიან,მაგრამ გუნდთან ვერ დაამყარეს კომუნიკაცია"ჩვეულებრივ ენაზე ეს ნიშნავს,რომ მენტალურად ვერ შეეწყვნენ გუნდს,განსხვავებით ჰეიგისაგან.ამ პრეს კონფერენციაზე კიდევ სხვა ბევრ საკითხზე მოხსნა კითხვები ჰეიგმა და თუ კარგი მწვრთნელებიც იპოვეს,მაშინ დაგვიანებული არაფერია და ყველაფერი გამოსწორდება.სხვათა შორის მილტონ ჰეიგს და ფედერაციას,არც გათავისუფლებულ მწვრთნელებთან შეშლიათ საქციელი და ესეც დასაფასებელია.

• გიზოგ

გეთანხმებით, მეც მასე მგონია.

• ირაკლი

შეიძლება დილეტანტურად ვმსჯელობ, მაგრამ მეც ვიზიარებ აზრს რომ მარტო მწვრთნელების ბრალი არ არის. მოთამაშეებს აშკარად აკლდათ კონცენტრაცია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბურთი ხელიდან ამდენჯერ როგორ შეიძლება დაგივარდეს? ასე რომ ბიჭებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათაც უნდა იკისრონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და შემდეგი თამაშებისთვის უფრო კონცენტრირებულები და თამაშზე შემართულები ჩამოვიდნენ - ეს საქართველოს ნაკრებია!

• DDD

როგორც იყო მოსალოდნელი სხვას შეახოცა ხელები, გასაშვებია ჰეიგი.

მთელი ქვეყანაა ქაქში, და ჩვენ ვითხოვთ, რომ ნაკრებმა მოუგოს იაპონიას? რომელსაც ძლაინ განვითარებული საკლუბო დონე აქვს? კლუბებიდან უნდა დავიწყოთ (ძირიდან) და არა ნაკრებიდან - და ეს არის ძალიან კარგი ტურნირი ამ გზაზე

ის რაც ეხლა ხდება, არ არის მარტო მწვრთნელების ბრალი. მოთამაშეები არ არიან ფორმაში. პრობლემები გაჩნდა მთლიანად შერკინებაში, 9 და 10 ნომრების პოზიციებზე. სანამ ახალი მწვრთნელები შეირჩევიან და მოვლენ, ახლა მათი საქმეში ნახვა საკმაო დროს მოითხოვს. მსოფლიომდე წელიწადზე ოდნავ მეტია დარჩენილი

გეთანხმები. ეხლა აღმოჩნდა, რომ კომუნიკაცია იკარგებოდა ? ჰეიგს ზოგადად სჩვევია ეს სიტუაციიდან თავის დასაძვრენი ფრაზები. რას ნიშნავს ფიჯი მოემზადა და მიიღო ის რაც სურდა და ჩვენ კიდევ ის, რისი სურვილიც გვქონდა ??? ან კიდევ ეხლა აკვირდება ნაკრების კანდიდატებს ? მეორე ხაზში დიდი დეფიციტი გვაქვს და ახლა გამოჩნდა, რომ 8 ნომერზეც გვქონია. 9ზეც გვიჭირს და 10ზეც. ცოტა დროა დარჩენილი და როგორ მოვემზადებით მსოფლიოსთვის, უკვე ძალიან რთული საქმეა

• L.E.S

რიტორიკული კითხვა: თუ ვიძახით რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება გვყავას...ასევე ვიძახით რომ ამას მთელი მსოფლიოც აღიარებს...მაშინ რა საჭიროა შერკინების უცხოელი მწვრთნელი? ალბათ ქართველი იყოს ჯობია...არა სუბიექტურად არამედ ობიექტურად იმიტომ რომ ეს საქმე(შერკინება) ყველაზე კარგად ქართველებს გამოგვდის...

• ზურა

გასაშვებია მელიტონა, ამოწურა თავი. მაიმუნობენ ახლა და მიედ მოედებიან იქნებ ამოვძვრეთ ამ ქაქიდანო და რრავიცი, ამოძვრნენ თუ შეძლებენ მარა ღრმა ქაქია უკვე..

• პაატა

რას ნიშნავს კომუნიკაცია დაკარგვა????? წელიწადნახევარი კომუნიკაცია იკარგებოდა და ივნისში საბოლოოდ დაიკარგა თუ რა ხდება?!კომუნიკაციის ნაკლებობამ ამ დონეზე გააფუჭა ჩვენი შერკინება?! ალბათ ევროპელების მოყვანას უყურებს ფედერაცია და ჰეიგი არ არის ამით ბედნიერი, მაგრამ სად არის გარანტია რომ ახლები შეძლებენ კომუნიკაციის დამყარებას??? ჩემთვის გაუგებარი მიზეზია და იქნებ ვინმემ ახსნათ, წინასწარ მადლობა! მთელი გასული სეზონი ჩანდა რომ საქმე უკან მიდიოდა. მე დაგვიანებული მგონია, იტალიასთან ვერაფერი მოესწრება. ძალიან გამიხარდება თუ ვცდები!!!! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!

ცალსახად, იმედია წარმატებების მომტანი იქნება აღნიშნული ცვლილებები..... არ უნდა გავჩერდეთ ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით უნდა განვვითარდეთ. ყველას მოვუწოდოთ, რომ ყველასთვის ცნობილი იმ ადამიანის გარდა, სხვებმაც მიიღონ ამ და არა მარტო ამ სპორტის სახეობის განვითარებაში მონაწილეობა როგორც და რანაირადაც არის შესაძლებელი. მადლობა ყველას!!!!!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა

"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"

გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?