რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს აფხაზი და ქართველი მოკრივეები დაუპირისპირდნენ.

იგორ ადლეიბამ საქართველოს სახელით მოასპარეზე მიხეილ ავაკიანი დაამარცხა.

აფხაზური მხარე აღნიშნულ გამარჯვებას ძალიან გახარებული შეხვდა და გულშემატკივარს ეს ამბავი სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

თავად ადლეიბამ კი ბრძოლის შემდეგ განაცხადა:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლა სახლში წასვლა და დასვენება მინდა. ძალიან ბევრი პოზიტიური ემოცია მივიღე. ამ ბრძოლისთვის თვე-ნახევარი ვემზადებოდი.

შემიძლია ბრძოლა ნებისმიერ რაუნდში დავასრულო, ამჯერად კი გეგმა ბოლო რაუნდამდე გამარჯვების მოპოვება იყო".

საინტერესოა, რომ საქართველოს სახელით არა ავაკიანი, არამედ მერაბ თურქაძე უნდა გამოსულიყო, თუმცა მას ვიზის პრობლემა შეექმნა და ბრძოლაზე სხვა მოკრივე გაემგზავრა.

ამის შესახებ ავაკიანის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.

"მე ვცხოვრობ საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს სახელით გამოვდიოდი. თურქაძის ვიზა არ ესწრებოდა და მე ჩამსვეს ძალით, შენ წადიო. მითხრეს ისიც, რომ წონაში უნდა დამეკლო. დავიკელი. სხვა რა გზა მქონდა. ფიზიკური დატვირთვა მქონდა დიდი. ცოტა შარდმდენი წამლებიც დავლიე", - თქვა მიხეილ ავაკიანმა და დასძინა, რომ ერთ დღეში ექვსი კილოგრამის დაკლება შეძლო.

ავაკიანმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან შორს არის. ის საქართველოშია დაბადებული და ამ ქვეყნისთვის გამოსვლა საამაყოა.

რაც შეეხება შეჯიბრის ამ სახეობას, ის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კერძო ინიციატივას წარმოადგენს და პროფესიული კრივის (სამოყვარულო კრივი) მიმართულებაა, რომელსაც არ აღიარებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, არც კრივის საერთაშორისო ფედერაცია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

დავით 67
უფრო სწორად დროშა კი აქვს ავტონომიებს, მაგრამ იმ ქვეყნის სიმბოლო არის ყველგან გამოხატული, სადაც ეს ავტონომია მდებარეობს! თუმცა შენ ვერ გაგირკვევია ომი ვინ მოგიგო და ამაში დამეთანხმები?
a@v
ე ბიჭო ომი მოგვიგეს და მაგას აღარ დარდობს არავინ და ბოქსი გახდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა? დაანებეთ ყველამ სპორტს თავი.ძალიან კარგი თუ ადლეიბა კარგი სპორტსმენია-ის ხომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა-პოლიტიკა დალაგდება ადრე თუ გვიან და ადლება დარჩება მაგარ სპორტსმენად-წარმატებები მას.რაც შეეხება "ტილოს ნაგლეჯს"ეს არ არის ტილოს ნაგლეჯი-ეს აფხაზეთის დროშაა-ყველა ავტონომიას აქვს თავისი დროშა და გერბი.ჩვენ პირველ რიგში უნდა ვცეთ პატივი ჩვენი ქვეყნის ნაწილის დროშას.
დავით 67
აქ ზოგი ამბობს რომ აფხაზია, მაგრამ რუსეთის სახელით გამოდისო, მაგრამ ეს გაურკვეველი ტილოს ნაგლეჯი რა არის შემოხვეული რომ აქვს?იქნებ ამიხსნას ვინმემ!
სოსო
ავაკიანის დანაშაული კი არა შეცდომა ისაა,რომ როგორც უნდა დაეძალებინათ,ასე მოუმზადებლად და ერთ დღეში 6 კილო დაკლებულს არანაირი შანსი გამარჯვებისა არ ექნებოდა და ამას ალბათ თვითობაც კარგად გრძნობდა.ამიტომ უარი უნდა ეთქვა წასვლაზე.ვინც ის იძულებით გაგზავნა,ის კი შესაძლოა შეგნებულად აკეთებდა ამას,შესაძლოა შექმნილი ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე.ბრძოლის ჩაშლა ,თუ კონტრაქტი დადებული იყო,არ შეიძლებოდა.აქ არის ერთი თუმცა.მისი გამგზავნები არ უნდა მოქცეულიყვნენ ასე,არც ამ ბიჭის მიმართ და არც აფხაზეთის სახელით მოასპარეზესთან გაეფორმებინათ ბრძოლის ხელშეკრულება.მაგრამ ფულის გულისათვის რას არ გააკეთებს კაცი და ავაკიანიც,როგორც კლუბის წევრი,იძულებული იყო მათ სურვილს დამორჩილებოდა
გიორგი
არ გამოდიოდა აფხაზეთის სახელით და დროშით. რუსეთის სახელით გამოდიოდა და რუსეთის დროშით
halagaji
ჯერ ერთი აფხაზეთის დროშით გამოდის მოწინაამღდეგე და არ აპროტესტებ რომ ასეთი დროშა არ არსებობს, ეს პროვოკაციაა. ეს იმ მწვრთვნელებს და იმ მთავრობებს ეხება ტრაკზე რომ კოცნიან კრემლს. ფულის გულზე საკუთარ ცოლს გაუგზავნის მტერს და იცით რამდენი გვყვავს მასეთი?!!
Niko
რამდენიმე არარაობის დაწერილის გამო არამგონია შეძულდეს ნორმალურ სომეხს საქართველო:) შენ მაგაზე არ იდარდო. საქართველოს ყველა შეგნებულ მოქალაქეს გაუმარჯოს.
მუმლი მუხიკა
რა შუაშია აქ სომხების პროვოკაცია. ავაკიანი ძალიან კარგი ბიჭია და ნუ შეაზიზღებთ რა მართლა ამ სომხებს ეს საქართველო. მყავს მეც სომეხი ეთნიკურობის მეგობრები, მართლა უყვართ საქართველო და წუხილიც გამოუთქვამთ, რომ ქართველებად მივიჩნევთ თავსო და საზოგადოების მეშინია რომ ვთქვა რომ ქართველი ვარო. ნაგვები სომხებს რო ყავთ და ქურთებს რო ყავთ აბა ქართველებს არ გვყავს?
გიორგი
ერთი ის რო ის საცოდავი არაა:)) ძალიან კარგი ტვინი აქვს და ძალით რანაირად შეძლება სადმე წაიყვანო ვინმე იქნებ ახსნას ვინმეს. თანაც თითონ უარყოფს რომ ეგეთი რამ არ უთქვამს. სრული ბოდვა სტატიაა. კრივის ფედერაცია არის ევროპის კრივის კავშირის წევრი უკვე ბევრი წელია, ასევე მსოფლიო კრივის საბჭოს წევრი . რაც შეეხება ამ ბრძოლას- მოკრივე არის რუსეთის დროშით რუსეთის სახელით და ვინ რას ამოიტანს რინგზე ეგ არავინ არ იცის . ჯერ გაერკვიეთ და მერე წერეთ
სანდრო
vinc ik gaagzavna es sacodavi, ai is unda gawelo da gamowelo!!! is aris mtavari damnashave, magram chven mtavrobebs xom erti adgilis micemis meti araperio ar gauketebiad 25 weli!!!

და აფხაზეთის სახელით და დროშით თუ გამოდიოდა,საერთოდ რატო გავედით რინგზე?
ირაკლი
სპორტში თუ არ ერკვევი არარი აუცილებელი წეროთ სულელური კომენტარები.და საერთოდ აქ რო სტატიას აქვეყნებ ჯერ წესერად უნდა გაიგო რა და როგორაა.ეს აფხაზი სპორცმენი გამოდის რუსეთის სახელით მარა ამბობს აფხაზი ვარო.და მაგ სულელური ლოგიკით რასაც თქვენ ამბობთ ლონდონის ოლიმპიადაზე ხუციშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მეოთხედ ფინალში ცარგუშს შეხვდა რომელიც გუდაუთელია.და მთელინცხოვრება იმას გაიძახის აფხაზი ვარო.ეხლა რა გამოდის ხუციშვილიც მოღალატეა? თუ რა უნდა ექნა ოლიმპიადის მეოთხედფინალზე უარი ეთქვა იმის გამო რო ცარგუში აფხაზია.მოეშვით პროვოკაციებს და სულელურ კომენტარებს.მაგას ჯობია იმაზე ინერვიულოთ სპორცმენებს რო იძულებულს ხდიან სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ და მერე მოგალატეებს ეძახით.ქართველ თბილისელ ბიჭებზემაქ ლაპარაკი.
888
Aрмянинa подставили!!!
ალბა-რეგია
სად არის ჩემი კომენტარი?
Niko
მოღალატეა ყველა ვინც აფზაზეთის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენს შეხვდება ამ ორგანიზებაში მიიღებს მონაწილეობას. ამიტო ხელი უნდა შევახოცოთ ამ ბიჭსაც და ფედერაციასაც. აფხაზეთი არის უძველესი ქართული მიწა ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს და რაც მთავარია ყველა ცივილიზებული ქვეყანა საქართველოს ნაწილად აღიარებს.
ირაკლი
ამ ბიჭს არ ვიცნობ მარა მინახავს სპორტიდან.საქართველოს სახელით გამოდის ყოველთვის.ადგილობრივ ტურნირებზეც ბორჯომის სქხელითაა ხოლმე და სარეიტინგო ტურნირებიც მოგებულიაქ და ნაკრების წევრი ფედერაციის ნებართვის გარეშე ვერანაირად ვერ მიიგებს მონაწილეობას ვერცერთ ტურნირზე.წესდებაში გიწერიათ ეგ.ასე რო თავის მართლებას და ამ ბიჭზე ხელების შეხოცვას მოეშვით.
ირაკლი
ცოტა იაზროვნეთ რაგაცას რო წერთ ხოლმე. სპორტში თუ ვინმე ყოფილა ყველამ იცის რო თუ ქვეყნიდან არ არის წინასწარ გაგზავნილი საბუთები ისე იმ ქვეყნის სახელით ვერ გამოხვალ მოქალაქე კი არა სულ პრეზიდენტიც რომ იყო. და ეს ტურნირები კი სრულიად ოფიციალურია.თუ არ აღიარებენ მაშინ საბუთებს რატო აგზავნიან.და ერთ დღეში 6 კილოს დაკლებისას სპორცმენს არანაირი შანსი არააქ მოგების.
სანი
რა მაინტერესებს ეს აფხაზი თუ აფხაზეთის სახეით ჩხუბობდა ჩვენ რატო ვეჩხუბეთ..და თუ რუსეთის სახელით ჩხუბობდა რა არის აქ ძირგამომთხრელი...90% რუსული პასპორტები აქვთ
ალბა-რეგია
დასაბუთება გაქვთ? ვინ დაგეგმა, ვინ განახორციელა, რა შედეგი მიიღო? ზოგადად კი - აფხაზ სპორტსმენთან (ან გუნდთან) ქართველმა პორტსმენმა (გუნდმა) აუცილებლად უნდა მოიგოს? პროვოკაცია რაში მდგომარეობს? თქვენი და მსგავსი კომენტარები არის სწორედ პროვოკაცია!
smrzy)))
ეს პირველი შემთხვევა არ არის სომხებისგან ასეთი ქმედებები, რუსეთში რომ ანტიქართულ კამპანიას ეწევა სომხური დიასპორა და აქ საქართველოში ძმობას ეფიცებიან ქართველებს, სრული ცინიზმია...
kaxa
რაო????
omari73
სომხების დადგმული პროვოკაცია, უკვე მერამდენედ დაგეგმილი და ძირგამომთხრელი ქმედება საქართველოს წინააღმდეგ?!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?