სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი
შეფილდში გრძელდება სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი წრე. ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენმა სტივენ ჰენდრიმ (შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი) ურთულესი და თან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო ჯო პერის. "მაესტროს" ეს შეხვედრა რომ წაეგო, დასრულდებოდა მსოფლიო სნუკერის ელიტაში 23-წლიანი ყოფნის პერიოდი - შოტლანდიელს ამჟამად ისედაც არასახარბიელო რეიტინგი აქვს.

პირველი სესიის შემდეგ ლეგენდარული სქოთი 6:3-ს იგებდა, მაგრამ მეორე სესიის დაწყებისთანავე სტივენის თამაშში პრობლემები გაჩნდა და პერიმ ზედიზედ სამი ფრეიმის აღებით ანგარიში გაათანაბრა.

ჰენდრის საჩემპიონო კლასი ბოლომდე არ დაუკარგავს და ეს მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა. სწორედ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში შეძლო მან მობილიზება და ისევ გაუმართა ბრძოლა მეტოქეს. ბოლო გადამწყვეტ ფრეიმამდე მეტოქეები მორიგეობით იღებდნენ პარტიებს და ბოლოს ხელი სწორედ ინგლისელს აუკანკალდა, როცა ყავისფერი ბურთი ვერ ჩააგდო შუა ლუზაში. ჰენდრი ამ შანსს ელოდა - საჭირო ადგილი მოუნახა ლურჯ ბურთს და გამარჯვებას მიაღწია.

ასე რომ, ჰენდრი მინიმუმ კიდევ ერთი ეტაპი გაგვახარებს თავისი გენიალური თამაშით.

სამაგიეროდ, მეორე შოტლანდიელი სტივენ მაგუაიერი ვეღარ იბრძოლებს კიდევ ერთი ტიტულისთვის. ერთ-ერთი ფავორიტის სვლა ბარი ჰოუკინსმა შეაჩერა.

უკვე პირველივე სესიამ აჩვენა, რომ "მაგი" არ იყო საუკეთესო ფორმაში, რადგან ინგლისელი მუდმივად სჯიდა თავის მოწინააღმდეგეს ხშირი შეცდომების გამო. მან მატჩის პირველი ნაწილი 6:3 მოიგო.

ჰიუკინსი მეორე სესიას კიდევ უფრო უკეთესი განწყობით შეხვდა. ფრეიმების გაცვლის შემდეგ ბარიმ 71-ქულიანი კლირენსის წყალობით გაქცევა მოახერხა - 8:4, მაგრამ შოტლანდიელმა ზედიზედ სამი ფრეიმის აღებით უპასუხა.

ჰოუკინისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დროულად მოეგო გონს და გადამწყვეტი პარტია მოიგო - 10:9! არადა, მას აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ამ დღის კიდევ ერთ მატჩში მოვლენები გაცილებით მშვიდად ვითარდებოდა. ჩინელმა დინ ჯუნჰუმ მოუგო პირველი სესია ჯეიმი ბარნეტს - 8:1, ხოლო მატჩის მეორე ნაწილი სამ ფრეიმში ჩაეტია, რომელთაგანაც შოტლანდიელმა მხოლოდ ერთი მოიგო - 10:2.

და მივადექით მრავალტანჯულ რონი ო'სალივანს, რომლის პრობლემებზე ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში მოგიყევით. ის სნუკერიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ჩემპიონატის წინ ფსიქოლოგს მიაკითხა. როგორც ჩანს, ამ სვლამ გაამართლა. ასეა თუ ისე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა შესანიშნავი თამაში აჩვენა დომინიკ დეილის წინააღმდეგ.

თავიდან დეილი დამაჯერებლად უგებდა ინგლისელს და მეტოქეები თანაბრად მიდიოდნენ - 2:2. მაგრამ შემდეგ ო'სალივანის შეჩერება რთული გახდა და ფავორიტმა ზედიზედ ხუთი ფრეიმი აიღო!

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა