ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ყოფილი პირველის დაბრუნება

ყოფილი პირველის დაბრუნება

ბარსელონას ტურნირზე მეორე სათამაშო დღის მთავარი მოვლენა კორტზე ხუან კარლოს ფერეროს დაბრუნება იყო
თანდათან ძალას იკრებს ამ კვირას მიმდინარე სამი ტურნირი. როგორც უკვე ვწერდით, მამაკაცები ბარსელონაში არკვევენ ურთიერთობას, ქალები კი შტუტგარტსა და ფესში არიან გადანაწილებულნი, თუმცა გერმანიაში გაცილებით ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი.

ბარსელონაში მეორე სათამაშო დღეს მთავარი მოვლენა იყო კორტზე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის ხუან კარლოს ფერეროს დაბრუნება. ესპანელმა შარშანდელი ამერიკის ღია პირველობის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. მაშინ მან ტრავმა მიიღო და მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო დიდი ხანი იმკურნალა.

ბარსელონაში ესპანელს ერთხელ აქვს მოგებული, ორჯერ კი ფინალში ითამაშა. ამჯერად მან სატურნირო სვლა ბელგიელ ქსავიე მალისეზე გამარჯვებით დაიწყო. ხუან კარლოსმა ამისთვის ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტის გამოყენება იკმარა.

გაუმართლა იაპონელ კეი ნიშიკორის, რომელსაც მხოლოდ ერთი სეტის თამაში მოუწია ესპანელი პეპე რიბას წინააღმდეგ - პირველი პარტიის შემდეგ ესპანელმა მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო. ასევე აღსანიშნავია რიშარ გასკეს გამარჯვება არგენტინელ ხუან იგნასიო ჩელაზე. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, რომელიც ორსაათნახევარი გაგრძელდა და ორივე ჩოგბურთელმა ქულების ერთნაირი რაოდენობა (105) აიღო.

ყურადღება უნდა მივაქციოთ კანადელი მილოშ რაონიჩის მიღწევას. ამ სეზონის აღმოჩენა მხოლოდ ახლა სწავლობს გრუნტზე თამაშს, ამიტომაც ჩეხი რადეკ შტეპანეკის ძლევა მისთვის უდავო წარმატებაა.

ბარსელონაში მეორე წრის ორი მატჩის გამართვაც მოასწრეს. ერთ-ერთში ესპანელმა ნიკოლას ალმაგრომ თავისი თანამემამულე პაბლო ანდუხარი დაამარცხა და ახლა ერთი გამარჯვება სჭირდება მომავალი ორშაბათიდან რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოსახვედრად. ასევე მეორე წრის მატჩი მოიგო გაელ მონფილსმა, რომელიც ორთვენახევრიანი შესვენების შემდეგ მხოლოდ მეორე ტურნირს თამაშობს. ფრანგმა შინ გაამგზავრა ჰოლანდიელი რობინ ჰაასე.

შტუტგარტში ფანტასტიკური შედეგი აჩვენა გერმანელმა საბინ ლისიცკიმ. სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას წინააღმდეგ მას 14 (!) ეისი დაუგროვდა. ამ მაჩვენებელს საბინმა თავის მშობლიურ ქალაქში კიდევ ხუთი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი (16-დან) დაუმატა და ამ ყველაფრის წყალობით უპრობლემოდ გავიდა შემდეგ ეტაპზე.

ადგილობრივი პუბლიკა კიდევ ერთმა გერმანელმა ანდრეა პეტკოვიჩმა გაახარა, რომელმაც ნაკლებად დამაჯერებლად, მაგრამ მაინც დაამარცხა სამ სეტში ტამირა პაჩეკი. მესამე გერმანელი იულია გორჯესი კი ერთი თავით მაღლა იდგა მიხაელა კრაიჩეკზე. 63-წუთიან მატჩში მასპინძელმა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ჰოლანდიელ ჩოგბურთელს.

დანიელა ჰანტუხოვამ მოუგო რუმინელ ალექსანდრა დულგერუს. გარდა ამისა, ტურნირში ჩაება შარშანდელი ფინალისტი სამანტა სტოსური. მეხუთე ნომრად განთესილმა ავსტრალიელმა მხოლოდ 80 წუთი მოანდომა მარია ხოსე მარტინეს სანჩესის დამარცხებას.

ფესში მეორე დღეს მოუწია ტურნირში ჩაბმა პირველ ნომრად განთესილ არავან რეზაის, რომელსაც სამივე სეტის თამაში დასჭირდა არანჩა რუსის დასამარცხებლად. მეტოქეებმა კორტზე ორსაათნახევარი დაჰყვეს და ერთად ჯამში 35 (!) ბრეიკ-პოინტი მოიპოვეს. რეალიზაციის უკეთესი პროცენტი ფრანგს აღმოაჩნდა და ამის წყალობით შემდეგ წრეში რეზაი გავიდა.

ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება დინარა საფინამ მოიპოვა, რომელმაც ამერიკელ ჯილ კრეიბასს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო 51 წუთის განმავლობაში. რუსი ჩოგბურთელის ენთუზიაზმი გასაგებია - ის თავად არაერთხელ დაამარცხეს ასე სასტიკად და ახლა საფინას ბევრი რამ თავიდან აქვს დასამტკიცებელი.

ATP

Open Sabadell Atlantico

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 550 000 ევრო

I წრე

ივან დოდიგი (ხორ)-ვენსან მილო (საფ) 6:2, 6:3; დანიელ ხიმენო ტრავერო (ესპ)-პოტიტო სტარაჩე (იტა) 4:6, 6:1, 2:0 სტარაჩეს უარი; კეი ნიშიკორი (იაპ)-პეპე რიბა (ესპ) 6:2 რიბას უარი; რიშარ გასკე (საფ, 9)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ) 2:6, 7:6, 6:4; სიმონ გროილი (გერ)-რობერტ კენდრიკი (აშშ) 6:4, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:2, 6:7, 6:4; კარლოს ბერლოკი (არგ)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 4:6, 6:2; ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:4, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 15)-რადეკ შტეპანეკი 6:4, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 10) 6:4, 7:6.

II წრე

ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 8)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 7:5, 7:6; გაელ მონფილსი (საფ, 7)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 3:6, 7:6, 6:2.

WTA

Porsche Tennis Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-მარია ხოსე მარტინეს სანჩესი (ესპ) 7:5, 6:1; ელენა იანკოვიჩი (სერ, 7)-ბეატრის გარსია ვიდაგანი (ესპ) 6:1, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ)-ჰეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:0, 6:1; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 3:6, 6:2, 6:2; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:3, 6:4; ჯულია გორჯესი (გერ)-მიხაელა კრაიჩეკი (ჰოლ) 6:3, 6:1; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 7:5, 6:3; ჟუჟანა კუკოვა (სლოვაკ)-ანა ჩაკვეტაძე (რუს) 1:6, 7:5, 4:4 ჩაკვეტაძის უარი; საბინ ლისიცკი (გერ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 7:5, 7:6(2).

Grand Prix De SAR

ფესი (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

არავან რეზაი (საფ, 1)-არანჩა რუსი (ჰოლ) 4:6, 6:4, 6:3; იაროსლავა შვედოვა (ყაზ, 2)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 6:3, 6:2; დინარა საფინა (რუს)-ჯილ კრეიბასი (აშშ) 6:1, 6:0; ალბერტა ბრიანტი (იტა)-ლაურა პოს-ტიო (ესპ) 7:5, 6:2; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-სილვია სოლერ ესპინოსა (ესპ) 6:3, 6:3; ანასტასია პივოვაროვა (რუს)-ფატიმა ელ ალამი (მარ) 6:3, 7:6(2); კრისტინა პლიშკოვა (ჩეხ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:7(5), 7:5, 6:3; ელენი დანილიდუ (საბ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 2:6, 7:6(8), 6:4; ნადია ლალამი (მარ)-მისაკი დოი (იაპ) 6:2, 7:5.

მხოლოდ 1 გეიმი - ბასილაშვილმა პეკინის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

უცნაურია - მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო

ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ