ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს: ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა".

"ჩიხურას" მიერ "ბეითარის" ძლევის შემდეგ კლუბს ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცა და ეგრევე უფრო რთული მეტოქე ერგო, შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდი "მარიბორი". სლოვენიურმა გუნდმა, ორი შეხვედრის ჯამში, ალბანური "პარტიზანი" 3:0 ანგარიშით გამოთიშა.

პირველი შეხვედრა 26 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრა - 2 აგვისტოს, მარიბორში.

ცოტა რამ "მარიბორის" შესახებ

"მარიბორი" სლოვენიის 14-გზის ჩემპიონია. ბოლოს მათ ეს ტიტული 2016/17 წლების სეზონში მოიგეს, წინა სეზონში კი ჩემპიონობა "ოლიმპიასთან" დათმეს.

კლუბი 1960 წელს დაარსდა და წარმატებას, ძირითადად, საკუთარ ჩემპიონატში აღწევდა. საერთაშორისო ტურნირებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა იქ განსაკუთრებული წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.

"მარიბორი" ერთადერთი სლოვენიური კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე უთამაშია. წინა სეზონში ისინი "ლივერპულთან", "სევილიასა" და "სპარტაკთან" ერთად მოხვდნენ ჯგუფში. ისინი ორივე შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკს" ფრედ, 1:1 ეთამაშნენ, "სევილიასთან" გასვლაზე 5:1 წააგეს და შინ 1:1 ითამაშეს, "ლივერპულთან" კი შინ 7:0 და გასვლაზე 3:0 დამარცხდნენ. საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქის გუნდია, სადაც 100 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და სლოვენიაში სიდიდით მეორე ქალაქია. სტადიონის სახელი სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: "ხალხის ბაღი", რომლის მოცულობაც 12 702 ადამიანს შეადგენს.

რა ძალას წარმოადგენს "მარიბორი"?

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ კლუბიდან დაახლოებით 15-მდე ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ძირითად ნაწილს სათადარიგო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ. ამჟამად კლუბის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 12,35 მილიონ ევროს შეადგენს. "ჩიხურას" ღირებულება 3,05 მილიონია.

კლუბში 7 ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. აგრეთვე, შემადგენლობაში 13 ლეგიონერი ჰყავთ.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 22 წლის ფორვარდი ლუკა ზაჰოვიჩია, რომლის ფასი 1.10 მილიონი ევროა. ის კლუბის ბომბარდირიცაა, სლოვენიის ჩემპიონატში წინა სეზონში 25 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

გამორჩეულია 34 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მარკოს ტავარესიც, რომელიც გუნდის კაპიტანიც არის. მან წინა სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და შესარჩევში. ერთი გოლის გატანაც ამ სეზონში"პარტიზანთან" შეხვედრაში მოასწრო.

"მარიბორს" ერთი პრობლემა აქვს: კლუბს სამი ცენტრალური მცველი ჰყავს ტრავმირებული, მათ შორის - დენის სმე, რომელიც უკანა ხაზში გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება ტრანსფერებს, კლუბმა ამ ზაფხულს სამი ფეხბურთელი შეიძინა. მთავარი შენაძენი ბოსნიელი მეკარე კენან პირიჩია, რომელიც ჯერჯერობით სათადარიგო შემადგენლობაშია და მთავარ მეკარეობას 40 წლის ჯასმინ ჰანდანოვიჩი განაგრძობს.

მოლოდინი

"ჩიხურას" "ბეითარზე" ძლიერი გუნდი ელოდება და შემდეგ ეტაპზე გასვლის ალბათობა ნაკლებია, მაგრამ სოსო ფრუიძე ალბათ რამეს მოიფიქრებს...

კ ო მ ბ ლ ე
გეიგონეთ? მეზარბაზნეები არ ყავთო, სამი ცენტრალური მცველი დამტვრეული ყავთ. მარა მიუხედავად ამისა, ჩიხურაზე გაცილებით ძლიერი გუნდია, ღმერთმა ქნას მოიგონ, აბა ჰე ბკაცებო! აბა ჰე და აბა ჰო!!! გაგვახარეთ!
დათო ბ.უ
იკავით კორექტულები დაანებეთ თავი გუნდს და მწვრთნელს ,პირიკით გავამხნევოთ გუნდი წინ დიდი ბრძოლა ელით ,წარმატებები უფალი თქვენთაანაა
მენტორი
ვიკინგურს
კაჯი
მაგრად გამახარა გუშინ ჩიხურამ! ყოჩაღ იოსებ!
zviadi
სოსო მოიფიქრე რამე?
გიორგი
"ტორპედო" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციოში გადავიდი, ფარერების გუნდს ხვდება, მგონი "ვიკინგს"
Zorbegi
ლატვიის? შარშან ავსტრიის ალტახთან გამოვარდა თან 0 1 1 1
ზურა
ალტახი როდისაქეთ თამაშობს ლატვიის ჩემპიონატში?
ქომაგი
ქუთაისმა "შერიფთან" 3:0 წააგო და რომელ მეორე ეტაპზე ითამაშებს????? :(
Levani
შარშან ლატვიის გუნდთან, რომ გამოვარდა ჩიხურა - ის გუნდი ხო რეალურად ჩიხურაზე სუსტი იყო? რატომ ვერ მოიფიქრა ფრუიძემ ვერაფერი თუ ასეთი მაგარი სტრატეგია? ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს სამწუხაროდ. ისე კი გუშინდელი მოგება მისალოცია და ფეხბურთელების წარმატებას ფრუიძეს ნუ მიაწერთ მაინცდამაინც...
დ.ვ
ბოლო წინადადება მომეწონა ☺
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს