საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც სლოვენიურ "მარიბორს" დაუპირისპირდება.

პირველ ეტაპზე მათ ისრაელის კლუბ "ბეითარის" დამარცხება შეძლეს.

Sportall.ge გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემებზე გაესაუბრა.

"ვიცოდით, რომ "ბეითარი" შეცვლილი იყო და კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს მათი რიგები დატოვილი ჰქონდა.

ისინი იყვნენ შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და მე ამ მატჩებზე ვიმყოფებოდი.

გამოვიტანე დასკვნა, რომ ამ გუნდთან თამაში შეიძლებოდა. ამას ვუმეორებდით ჩვენს ფეხბურთელებს და ფსიქოლოგიურად ვამზადებდით.

"ბეითართან" პირველმა მატჩმაც გვანახა, რომ მათთან თამაში შეიძლებოდა. შედეგი იქნებოდა იმაზე დამოკიდებული, თუ ჩვენ როგორ ვითამაშებდით.

ღმერთის წყალობით, ბიჭების თავდადებითა და ბრძოლისუნარიანობით, გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება "მარიბორთან" დაპირისპირებას, ამ გუნდის გაცნობის პროცესში ვარ და ჩვენისთანა კლუბებისთვის მათთან დაპირისპირება იოლი არ არის.

ორი წლის წინ ვეთამაშეთ მათ ავსტრიაში და მატჩი ფრედ, 1:1 დავასრულეთ. ჯერჯერობით შესწავლილი არ გვყავს მეტოქე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, ახლა შესწავლის პროცესში ვართ.

ფეხბურთელის დამატება "მარიბორთან" თამაშამდე? რამდენიმე ქართულ გუნდს ვუთხარით, რომ ეთხოვებინათ მოთამაშეები.

უარი მივიღეთ და მათიც მესმის, რადგან ყველას თავისი პრობლემები და სავარჯიშო ციკლი აქვს. ისე კი ვიტყვი, რომ რომელიმე სახელოვანი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს და ალბათ ესეთი ჩვენთან არც მოვა.

ვფიქრობ, რომ ისევ ჯობია ესეთი შეთამაშებული გუნდი გვყავდეს და ამ შემადგენლობით ვითამაშოთ, ვიდრე ვინმე დავიმატოთ.

"მარიბორის" ბარიერის დაძლევის შანსი? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესწავლის პროცესში ვართ და ვიცით, რომ ის ევროპის ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თითქმის ყოველთვის გადის.

შესწავლის პროცესს, რომ დავასრულებთ, მერე უფრო ბევრ რამეზე შემეძლება საუბარი", - აღნიშნა ფრუიძემ.

ქომაგი
ნუ ლაძღავთ ფეხბურთელებს... და ნუ აყენებთ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ... ყველამ მიხედოს თავის საქმეს... სურცხვილია მეტი არაფერი...
giorgi
სოსო დაიმატე კარგი დეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან, ამ გუნდით ვერ მოიგებ ,ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ თქვენთან რომლებიც სხვა გუნდებში 18 კაცში ვერ მოხვდებიან,როგორიცაა გუნდის კაპიტანი. ვერ დარბის ,ბურთს ვერ აჩერებს და გუნდის კაპიტანია?! სამარცხვინოა. მართალ კომენტარებს გიკეთებენ, აბა შენ იცი მიხედე საქმეს.
mero
სოსო მარიბორთან დააყენე ღირსეული ფეხბურთელები,ისეთი არა როგორც თქვენი გუნდის კაპიტანია ერთბურთს ვერ იღებს ვერ აჩერებს ყველას კარგავს , სირცხვილია დააყენე ახალგაზრდები, კახაბრიშვილი და სხვები,მიხედე საქმეს, შენ ნიჭიერი კაცი ხარ და ფეხბურთი იცი.
ვახტანგი
გილოცავ იოსებ შემდეგ ეტაპზე გასვლას, ვულოცავ მთელგუნდს,მაგრამ იცოდე მინუს ორი კაცით თამაშობ კაპიტანი და დობროვოლსკი,რატო აყენებ ამათ სასტარტორტში,ყველა რომ იცინის მოგთხოვენ იცოდე საჩხერლები
roma
ჯერ ათხოვოს რა "ჩაქუჩია"? დარწმუნებული ვარ ფრუიძე ჩიხურაში არც ფულის და არც დიდების გამო არაა, ერთადერთი რის გამოც ჩერდება ჩიხურაში ეს ბიჭები არიან ვინც მაქ თამაშობს. 10000 % ვეთანხმები არავინ არ ჭირდება ისეთი ვინც ვერ გააძლიერებს შესამჩნევად და ისეთი ფეხბურთელები რომლებიც მის ბიჭებს არ ჯობიან. ის ფეხბურთელები ვინც იცის რომ გააძლიერებს ჩიხურას საქართველოში ხუთია და აქედან ორმა უკვე ითამაშა ევროპაზე, ქიმაძე და კიტეიშვილი, დანარჩენ სამს რაც შეეხება, რიბეირო, ვაგნერი და ჩამშლელის პოზიციაზე გორგიაშვილი. ამიტომ ბიძია ფული ჭირდება ამ კაცს და რა ქნას უფულოდ არავის არაფერს არ აძლევენ, წარმატებებს ვუსურვებ ჩიხურას და მთელი გულით ვგულშემატკივრობ.
roma
ჩიხურა გავიდეს შემდეგ ეტაპზე და შენ გაგიჟდი პრობლემა არააა დაგაბამენ. :D
ვაი თქვენს პატრონს
-_- ას. სოსომ კიარ უნდა მისცეც,ხელი უნდა შეუწყოს ყველამ,რო საქართველოშიც შემოვიდეს ბიზნესი ფეხბურთში..ამას მიხვედრა არ უნდა,რომ ვიღაც ხელს უშლის ფეხბურთის განვითარებას,თორემ ფულის შემთხვევა- ში უარს უმაღლესიდონის ფეხბურთელები უარს არ იტყვიან

ხელფასი სოსომ მისცეს თავისი ჯიბიდან?
ასევე
იმიტომ არ მოდიან რომ ფულს ვერ ან არაძლევენ,აბა მისცენ ფული თუ არ მოვლენ....
ვაი თქვენს პატრონს
აი ამ სიტყვებს ვერ ვიტან,ეს ფრუიძიოს სიტყვებია" რომ რომელიმე სახელოვანი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს და ალბათ ესეთი ჩვენთან არც მოვა." რას ქვია არ ჩამოვა ?!რა ჰაერი გვაქვს ცუდი წყალი არ გვივარგა თუ?რატომ არ ჩამოვლენ?ისე კარგად ჩამოვლენ,რომ დამიბარებია რაა,კანკავა რა ვინმეზე ნაკლებია ან კვეკესკირი ყაზახებში,რომ თამაშობენ?ფული ფული მიეცით და ისეთები ჩამოვლენ ,რომაა თანაც სიხარულით......

ჩიხურამ 20 მლიონიანი გუნდი გამოაგდო და თავად მილიონამდე ექნება ბიუეჯტი. ყველაზე დიდი ბიუჯეტი ექნება დინამო თბილისს. სადღაც 10-15 მილიონამდე.
euhh
ერთი გუნდი შემორჩა და იმასაც ფეხბურთელის თხოვებაზე უარი უთხრეს) აქ ჩან ამ ორ ეინადადებაში როგორ ზრუნავენ ქართული ფეხბურთის წარმატებაზე((( ჩემთავზე მეშლება ნერვები,ასეთი უგულო და უვარგისი ქვეყნის ნაწილი რომ ვარ(((( (უამრავთან ბოდიში ამ სიტყვების გამო)
goga
"რამდენიმე ქართულ გუნდს ვუთხარით, რომ ეთხოვებინათ მოთამაშეები. უარი მივიღეთ და მათიც მესმის, რადგან ყველას თავისი პრობლემები და სავარჯიშო ციკლი აქვს" - გასაოცარია - რისთვის ემზადებიან, იმ ჩემპიონატისთვის, რომელსაც მათი ოჯახის წევრების გარდა არავინ უყურებს?

mariborttan am chixuram 2-2 itamasha amxanaguri 1 cliscin iko mgoni ase rom tamashi kvela gundtan sheidzleba mara chixurashi mosvla rato ar undat im pexburtelebs egari saintereso albad gasulebi arian ligaze da ak xo ar movlen?
ფც ლოკომოტივი
ბ-ნ სოსო, გვჯერა თქვენი და ჩიხურასი გასვლაზე რო სულ 3-0 წავაგოთ აქ 26 ში დავამტკიცოთ უნდა ყველაფერი და 4 -0 მოვიგოთ...ახლა რო ამისრულდეს ეს სიტყვები გავგიჟდები ვინც კითხულობთ ამ კომენტარს დაიმახსოვრეთ
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
ქართველი დელეგატი რიგაში - მერაბ რატიშვილი ისრაელისა და გერმანიის მატჩს მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
თუ ნაგელსმანს დაითხოვენ - კლოპი გერმანიის ნაკრების ჩასაბარებლად მზადაა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
[VIDEO] ჰოლანის გოლით ნორვეგიამ კოტ-დ'ივუარს სძლია და 1/8-ფინალში ბრაზილიას შეხვდება
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
უხეშობით და წნეხით ქართველებთან - უკრაინელმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრების გატეხვის გეგმა გაამჟღავნა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ლუკა გადრანი კარიერას ისრაელში განაგრძობს
დინო ჰამზიჩი: ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და შედეგიც მოვა
"ბეითარისა" და "ჩიხურას" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა
რა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"პირადი შეტევები იყო, ფეხბურთელის პატივისცემა არ იციან" - გადრანი ყოფილ კლუბზე
ინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 1 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო