გიორგი შკინინი - ეს ტურნირი რეგულარული უნდა გახდეს
საქართველო XV 20 ივლისიდან შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეკრებაზე შევიდა და „რაგბის ზაფხულის თასი 2018“-ისთვის [Rugby Summer Cup 2018] ემზადება.

ჩვენს გუნდს ვეტერანი ბორჯღალოსანი გიორგი შკინინი უკაპიტნებს, რომელსაც ზურგს 38 სანაკრებო კეპი და 6 ლელო უმაგრებს:

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით თამაში, მით უმეტეს ბესიკ ხამაშურიძის ხელმძღვანელობით, რომლის მხარდამხარ ეროვნულ გუნდში პირველი ნაბიჯები გადავდგი“.

სისტემატურად უნდა შევიკრიბოთ

შკინინი გუნდში არსებული გარემოთი და ახალგაზრდების სარაგბო ცოდნით კმაყოფილია. ის ფიქრობს, რომ საქართველო XV რეგულარულად უნდა შეიკრიბოს, რათა ქართულმა რაგბმა დიდი სარგებელი მიიღოს:

„ამ ბიჭებთან ერთად ვარჯიში, ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მიუხედავად ასაკისა, მათ იციან რაგბი და კარგად აქვთ გააზრებული რა უნდა გააკეთონ მოედანზე, ეს კი ქართული რაგბის განვითარების წინაპირობაა. მე მოედანზე მუდამ სიამოვნების მისაღებად გავდივარ და მაქვს იმედი, რომ ამ ერთ კვირაში კარგად შევიკვრებით, ერთმანეთს მხარში დავუდგებით და მივიღებთ სიამოვნებას“.

„ვფიქრობ, მსგავსი ტურნირები სისტემატურად უნდა გაიმართოს. 3-4 წელიწადში ერთხელ შეკრება ბევრის არაფრის მომცემი იქნება, რეგულარულად თამაში კი, ახალგაზრდებს დიდ გამოცდილებას მოუტანს. ერთია 18 და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში თამაში და სულ სხვაა უფროსი ასაკის მორაგბეების მხარდამხარ თამაში“.

მეტოქეების შესახებ

შკინინს მაგალითად არგენტინული რაგბი მოყავს:

„ჩვენ არგენტინას უნდა მივბაძოთ, რომლის მეორე ნაკრები რეგულარულად, წალიწადში რამდენიმე ტურნირს თამაშობს. სწორედ ასე იზრდებიან ეროვნული ნაკრებისთვის ძლიერი მოთამაშეები“.

საქართველო XV არგენტინა XV-ს 28 ივლისს, ‘მიხეილ მესხზე’ 19 საათზე ეთამაშება, ხოლო 3 აგვისტოს, 21:30 საათზე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება:

„ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრები სწრაფი, მოძრავი და ტექნიკური გუნდი იქნება. შერკინება მათი ძლიერი მხარე არ იქნება და ამ სისუსტის ანაზღაურებას სწორედ სისწრაფის ხარჯზე ეცდებიან. მათთან თამაში საინტერესო და დიდი სარგებლის მომტანი იქნება. ბესიკ ხამაშურიძის სურვილია, რომ ჩვენც სწრაფი და გაშლილი რაგბი ვაჩვენოთ, რომლის დროსაც ხაზის მოთამაშეებს დიდი მნიშვნელობა ექნება“.

საქართველო XV-ის კაპიტანი ტურნირის მშვენებად მიიჩნევს ტოპ 14-ის კლუბ ‘რასინგს’ და გულშემატკივარს მოუწოდებს, რომ მისი თამაშით ისიამოვნოს:

„კლუბს ნაკრებთან შედარებით ყოველთვის უპირატესობა აქვს, რადგან ბიჭები ერთად დიდ დროს ატარებენ და ერთმანეთის ყველა ნაბიჯი იციან. ეს განსაკუთრებით მსოფლიო დონის კლუბებში შეინიშნა, ისეთებში, როგორიც ‘რასინგია’. ამ კლუბში მხოლოდ საუკეთესოები, ვარსკვლავები თამაშობენ და გულშემატკივარს საინტერესო თამაშები ელით“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა
ვეცდებით, მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ - საქართველო XV-ის ღია ვარჯიში და კომენტარები
ᕗᕑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓚᕔᓚᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᕝᕡ ᕩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᕛᓔᓝᓠᓔᓓ ᓒᕐᕮᓓᓐ!
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით