”ბარსას” ყოფილი ფორვარდის თქმით, მარცხის მიზეზი მესის და ჩავის მხრიდან მოედნის ცენტრში ბურთის ხშირად დაკარგვა გახდა
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა გუნდის ლიდერები ლიონელ მესი და ჩავი ესპანეთის თასის ფინალში მადრიდის "რეალთან" მარცხში დამნაშავეებად მიიჩნია.

ტურნირის გადამწყვეტი მატჩი 20 აპრილს ვალენსიაში გაიმართა და დამატებით დროში "რეალის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

სტოიჩკოვის თქმით, დამარცხების მთავარი მიზეზი მესის და ჩავის მხრიდან მოედნის ცენტრში ბურთის ხშირად დაკარგვა გახდა. ბულგარეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ "ბარსელონამ" საკმაო რაოდენობის საგოლე მომენტები შექმნა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა.

ესპანეთის თასის ფინალში ერთადერთი გოლი პორტუგალიელმა კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. 27 აპრილს და 3 მაისს "ბარსელონა" და "რეალი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორჯერ დაუპირისპირდებიან.

45 წლის ხრისტო სტოიჩკოვმა "ბარსელონაში" საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. მან ესპანეთის ჩემპიონატი ხუთჯერ მოიგო, ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა, მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი. 1994 წელს სტოიჩკოვი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა