საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე ადგილი დაიკავა.

რევაზ ჩომახიძის გუნდმა მე-13 ადგილისთვის მატჩში სლოვაკეთის ნაკრები ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების რიგებში 3 გოლი ზურაბ რურუამ გაიტანა, 2 - დამირ ცრეპულიამ, თითო გოლი კი მარკო ელაჩას, გიორგი მაგრაქველიძის და მიხეილ მაღათურიას ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში სამივე მატჩი (გერმანია, უნგრეთი, იტალია) წააგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა (თურქეთი, სლოვაკეთი) მოიგო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა წინა ევროპის ჩემპიონატის შედეგი გააუმჯობესა. 2016 წელს ბელგრადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს თურქეთთან (12:11) და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავეს. ახლა კი ჩვენმა გუნდმა ორი გამარჯვება მოიპოვა და საბოლოოდ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავა.

ზ.კალორია
ამათ ყურადღება საერთოდ არ უნდა მივაქციოთ. თორე თუ დაადგა ურაქომაგობამ თვალი წყალბურთი ჩვენი თამაშია და 1000 მზეობა . ეგრევე გადაედება ფუტბოლის და რაგბის ვირუსი და დაავიწყდებათ ცურვა არ დაგვეხჩოს ემანდ ვინმე.
გია
სამწუხაროა,და უფრო მეტიც,სამარცხვინოა ის,რომ გუშინ წინ გარდაიცვალა,79 წლის ასაკში, 20-ე საკუნის ერთ-ერთი უბრწინვალესი წყალბურთელი,ბატონი გივი ჩიქვანაია,და ამაზე ერთ სიტყვასაც კი არ წერთ!
MARI XUANA
2020 წელს მეათე ადგილი იდეალური შედეგი იქნება!
სოსო
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს,ამ გამარჯვებებს,ეს სამი წელია აშკარად პროგრესირებს ჩვენი ნაკრები და თუ თავიდან ლომის წილი დატვირთვა ნატურალიზებულ წყალბურთელებზე მოდიოდა,ახლა აქცენტი უკვე ქართველებზეა და უცხოელების ორი კაციღაა.უდიდესია ამ უცხოელების ღვაწლი ჩვენი ნაკრების წინსვლაში,მათ გვერდით დაფრთიანდნენ ჩვენი ახალგაზრდები და ახლა უკვე საკმაოდ მტკიცეა ჩვენი სანაკრებო ბაზა.მომდევნო ჩემპიონატისათვის ნაკრები ალბათ უკვე მთლიანად ეროვნული იქნება,რამეთუ ელაჩაც და ცრიპულიაც საკმაოდ ასაკოვნები არიან,მათ გვერდით კი უკვე ქართველი ბიჭები დაიზარდნენ.ევროპაში 13 ადგილი სახუმარო არ არის და ვხედავთ,რომ მომატების რეზერვებიც ძალიან დიდია,ასე რომ მომავალს იმედით უნდა შევხედოთ.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!