დღეს, 26 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურა" "მარიბორს" დაუპირისპირდება. მატჩი 20:00 საათზე, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზე იქნება.

ამ დაპირისპირებამ დამატებითი ინტრიგა შეიძინა. გაირკვა, თუ ვინ იქნება ამ წყვილში საუკეთესოს შემდეგი მეტოქე. ეს იქნება "რეინჯერსსა" და "ოსიეკს" შორის გამარჯვებული. ამ წყვილში ფავორიტებად შოტლანდიელები ითვლებიან და მათ "ლივერპულის" ლეგენდა სტივენ ჯერარდი წვრთნის. ვიმედოვნებთ, რომ სოსო ფრუიძისა და სტივენ ჯერარდის დაპირისპირებას მესამე ეტაპზე ვიხილავთ.

"ჩიხურა" - სენსაციების მჭედელი

იმერლებს გაცილებით რთულად აქვს საქმე, ვიდრე ეს "ბეითართან" შემთხვევაში იყო. მეტოქე ბევრად ძლიერია და უკეთესი შემსრულებლებიც ჰყავს. "ჩიხურა", თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაძლიერებას ვერ ახერხებს. როგორც სოსო ფრუიძემ თქვა, სთხოვეს რამდენიმე ქართულ გუნდს, ფეხბურთელები ეთხოვებინათ, თუმცა მათ უარი მიიღეს.

როგორც ფრუიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, მან შეისწავლა მეტოქე და იცის მათი შესაძლებლობები. მას აქვს გარკვეული გეგმები მეტოქეთა შესაჩერებლად და ყველაფერი მისი შეგირდების მიერ დავალების პირნათლად შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ამავდროულად, მოხარულია იმითაც, რომ სლოვენიელები ფავორიტებად ითვლებიან და ეს გუნდს გარკვეულ ფსიქოლოგიურ უპირატესობას აძლევს.

საჩხერელთა შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. დიდი ალბათობით, წინა თამაშის გმირი ლევან კაკუბავა სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდება. ამ შეხვედრაში "ჩიხურას" უკანა ხაზს გაცილებით მეტი საქმე ექნება და ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაში მართებთ, რადგან სლოვენიელებს საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ყველა მომენტს გამოიყენებენ.

ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგის შესარჩევამდე

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შემდეგ "მარიბორიდან" დაახლოებით 15-მდე ფეხბურთელი წავიდა, თუმცა ძირითად ნაწილს სათადარიგო შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ. ამჟამად კლუბის ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 12,35 მილიონ ევროს შეადგენს. "ჩიხურას" ღირებულება 3,05 მილიონია.

კლუბში 7 ფეხბურთელია, რომლებიც ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავენ. აგრეთვე, შემადგენლობაში 13 ლეგიონერი ჰყავთ.

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 22 წლის ფორვარდი ლუკა ზაჰოვიჩია, რომლის ფასი 1.10 მილიონი ევროა. ის კლუბის ბომბარდირიცაა, სლოვენიის ჩემპიონატში წინა სეზონში 25 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

გამორჩეულია 34 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი მარკოს ტავარესიც, რომელიც გუნდის კაპიტანიც არის. მან წინა სეზონში ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა, მათ შორის 5 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და შესარჩევში. ერთი გოლის გატანაც ამ სეზონში"პარტიზანთან" შეხვედრაში მოასწრო.

რაც შეეხება ტრანსფერებს, კლუბმა ამ ზაფხულს სამი ფეხბურთელი შეიძინა. მთავარი შენაძენი ბოსნიელი მეკარე კენან პირიჩია, რომელიც ჯერჯერობით სათადარიგო შემადგენლობაშია და მთავარ მეკარეობას 40 წლის ჯასმინ ჰანდანოვიჩი განაგრძობს.

მსაჯები

შეხვედრას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი მსაჯი - კევინ ბლომი, დამხმარე მსაჯები - რობ ვან დე ვენი და ჩარლ შაპი. მეოთხე მსაჯი - სიემენ მულდერი.

მოლოდინი

საჩხერელებს ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა შეხვდათ, მაგრამ ეს მათთვის უკეთესიცაა, რადგან მათ დასაკარგი არაფერი არა აქვთ და ყველა მეტოქეს ტოლ-სწორად ეთამაშებიან. ბედის ირონიაა, რომ ამ შეხვედრაში გამარჯვებული განთესილი იქნებოდა და სუსტი მეტოქე შეხვდებოდა, მაგრამ "რეინჯერსი" ამოვიდა და სისუსტეზე საუბარი ზედმეტია. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად იმერლების ჯოკერი და რითი გავაოცებთ სლოვენიელებს.

euhh
დათო წერს წარმატებას უსურვებ ბიჭებსო და ვიღაც დისლაიქს ადებს,მაცოდინა რომელიხარ დაგამტვრევდი მაგ თითებს
ვერ გავიგე
არ-მოწონება რა პონტში? რა დაწერა ასეთი ამ კაცმა?
roma
ფეხბურთელებს მინდა მივმართო, უბრალოდ გადით სტადიონზე და თქვენი თამაში ითამაშეთ თითქოს ამხანაგური იყოს.თამაში რომ დამთავრდება მარიბორის ფეხბურთელები მინდა რომ ძირში იჯდნენ თქვენ კი ზეიმობდეთ, წარმატებები და მოგება მინდა გისურვოთ, წინ გამარჯვებისკენ.
giorgi
ბიჭების ჯიგრის იმედი აქვს ვინც გულშემატკივრობს საჩხერის ჩიხურას.დღეს სასწაული უნდა მოახდინონ ამ ბიჭებმა.წინ ჩიხურა თქვენსკენ ვარ. ეს თერთმეტი ადამიანი თუ ითამაშებს დიდი იმედი გვაქვს საჩხერე თავის თამაშს ითამაშებს.სავრაუდო შემადგენლობა:ჰამზიჩი,მირცხულავა,მეგრელიშვილი,ჩიტეიშვილი,მაისაშვილი,ჩიკვაიძე, კაკუბავა, ბუღრიძე,ლექვაძე,მარკოზაშვილი,გაბედავა.
უბანი
იჯარაზეა საუბარი, იჯარით თამაშობენ ფეხბურთელები სხვდასხვა კლუბებში. დახმარებას არ ითხოვდნენ იხდიდნენ თანხასაც რთქმაუნდა
დათო
წარმატებები ვუსურვოთ დღეს ბიჭებს!!!
ucnobi
ეს ფეხბურთელების თხოვება რა პონტია ვერ გავიგე უბანი უბანზე თამაშობენ თუ რა ხდება ?? :) რა გვეშველებბა ნეტა
euhh
ანუ აბობთ რომ რეინჯერსია ფავორიტი ოსჯეკთან?(მაგას დღეს ვნახავთ) ჩვენ ამბიციურ ჭიხურას კი გამარჯვებას და გამძლეობას უსურვებ....
შიო
გული მიგრძნობს რომ დღეს მაგარი ზეიმი გველოდება ქართულ ფეხბურთს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს