მის კანდიდატურას ხმა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის 27 წევრიდან 19-მა მისცა
უკრაინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოლეგ ბლოხინი დაინიშნა. მის კანდიდატურას ხმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის 27 წევრიდან 19-მა მისცა. გუნდის თავკაცობის მეორე კანდიდატი იური კალიტვინცევი იყო, რომელიც უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობას 2010 წლის აგვისტოდან ასრულებდა.

რამდენი ხმა მიიღო კალიტვინცევმა, არ არის დაზუსტებული. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაველ იაკოვენკომ, რომელიც თავდაპირველად ეროვნული გუნდის მწვრთნელობის კანდიდატად ითვლებოდა, თავისი კანდიდატურა კენჭისყრამდე მოხსნა.

58 წლის ბლოხინმა განაცხადა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში ჩატარდება, მისი ამოცანა გუნდის ჯგუფიდან გაყვანა იქნება. ბლოხინმა დიდი ტურნირის პლეი ოფში უკრაინის ნაკრები ერთხელ უკვე გაიყვანა: მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე უკრაინელები მისი ხელმძღვანელობით 1/4 ფინალში გავიდნენ.

2010 წლის აგვისტოში უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მირკო მარკევიჩი ქვეყნის ჩემპიონატში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა. კალიტვინცევის ხელმძღვანელობით უკრაინელებმა რვა ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, მაგრამ მხოლოდ ერთი მოიგეს - ჩილის ნაკრებთან (2:1). უკრაინის ნაკრებმა ხუთი თამაში ფრედ დაასრულა, იტალიასა და ბრაზილიასთან კი დამარცხდა.

სპეციალისტი უკრაინის ნაკრებს 2003-დან 2007 წლამდე ედგა სათავეში. 2008-დან 2009 წლამდე ბლოხინი "მოსკოვის" თავკაცად მუშაობდა, შემდეგ კი ოდესის "ჩერნომორეცის" სპორტული დირექტორი გახდა. 2003 წლამდე მწვრთნელი ბერძნულ კლუბებში მუშაობდა. ის "ოლიმპიაკოსს", პაოკს, "იონიკოსს" და აეკ-ს ედგა სათავეში.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა