საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "მარიბორთან" (0:0) შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა

- თანაბარი თამაში იყო, გარდამავალი უპირატესობით. შესაძლოა, ჩვენ დიდი ტექნიკური არსენალი არ გვაქვს, მაგრამ გუნდი იბრძვის, ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება საპასუხო შეხვედრაშიც. რა თქმა უნდა, მეტოქე ფავორიტია ახლა, რადგან საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მაგრამ არაფერს დავუთმობთ.

ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღები შედეგი მოგება იქნებოდა, მაგრამ კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. გვეშინოდა, "მარიბორის" სწრაფი შეტევების და ფლანგებიდან რამდენჯერმე განახორციელეს შეტევა. ვფიქრობ, მეტი ფიზიკური კონდიცია გვჭირდებოდა, რათა ბოლომდე გვეთამაშა შეტევაში. თუმცა, ის მომენტებიც, რომლებიც გვქონდა, ასეთი დონის გუნდთან აუცილებლად უნდა გამოიყენო, ვინაიდან სხვაგვარად წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება.

როდესაც შევიკრიბეთ, გადავხედეთ ჩვენს შემადგენლობას, ყველა ამბობდა, ამ გუნდით გავარდებით, შედეგს ვერ მიაღწევთო. ჩვენი დევიზი არის ასეთი, რომელიც გაკრული გვაქვს საჩხერეში, სადაც ვცხოვრობთ - ყველაფერი შესაძლებელია! მე მაინც მგონია, გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა.

დღეს ჩვენ დაგვაკლდა ოსტატობა, კლასი, ბოლო ნაბიჯი - გოლი. კი, მეტოქესაც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გოლი დაგვაკლდა. თავს ზემოთ ვერ ახტები, მაგრამ ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მე არ მქონია ილუზია, რომ "მარიბორს" გავანადგურებდით, მაგრამ გვქონდა შანსი, რომ მოგვეგო.

სლოვენიელები სტანდარტული სიტუაციების დრო გამორიჩევიან და ვცდილობდით, საჯარიმოსთან ჯარიმა არ მიგვეღო. ჩვენ კი გვაქვს რამდენიმე კომბინაცია ასეთ დროს დამუშავებული, თუმცა არ გამოვიდა. ვინც მიცნობს, იცის, ფეხბურთელებს თავისუფლებას ვაძლევს. რა თქმა უნდა, მიმართულებასაც ვაძლევ თამაშის წინ, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი ორგანიზმი უნდა იცოდეს თვითონ. ამას ვერავინ ვერ გასწავლის. არის ზღვარი, რომლის გადაბიჯება არ შეიძლება. ეს ეხება როგორც ვარჯიშს, ისე ზოგადად ცხოვრებას. "ბეითართან" მატჩის წინაც ყოველთვის იმას ვეუბნებოდი ბიჭებს - შეგიძლიათ ამ ბარიერის გადალახვა! დღეს რამდენიმე ფეხბურთელს ეტყობოდა ნერვიულობა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ახალგაზრდები არიან.

ლექვთაძემ დღეს ტრავმა მიიღო და ხვალ გავიგებთ, შეძლებს თუ არა მეორე მატჩში თამაშს. სხვა ცვლილებებს რაც შეეხება, ჩვენ დიდი არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს და ასეთ თამაშებში ახალგაზრდა ფეხბურთელების ნდობა ძალიან რთულია. მაგალითად, ჩიხლაძეს ეროვნულ ლიგაში არაერთხელ გაუმწვავებია თამაში, გოლიც გაუტანია, საგოლე პასიც გაუკეთებია, მაგრამ ევროპა ლიგა სხვა დონეა. პირველ მატჩში გამოვიყვანეთ და საერთოდ დაიკარგა. ამიტომ, არ გვინდა, ეს ბიჭი დაიკარგოს და იგივე ეხება სხვა ახალგაზრდებსაც, ზომიერება აუცილებელია.

დათო
აბა მაშ როგორ - nothing easy...
Gio
ფრუიძე - ,,არსებობს ზღვარი რასაც ვერ გადააბიჯებ" ბრიუს ლის თუ დავუჯერებთ ზღვარი არ არსებობს, მემგონი ეს უფრო კაი ფილოაოფიაა, ზღვარი ჩვენს წარმოდგენაშია და თვითონ ვუწესებთ ჩვენ თავს თორე ის არ არსებობს.
გიორგი
ბატონ სოსო ფეხზე უნდა წამოვუდგეთ და მეტი ასპარეზი უნდა მიეცეს.მე პატივს ვცემ ასეთ პროფესიონალ პიროვნებას. რეალურად აფასებს მდგომარეობას, მოვუწოდებ მიბაძონ სხვა მწვრთნელებმაც( კაჭარავამ და განსაკუთრებით ცერცაძემ), ერთ ბურთს გაიტანენ და აგვიკლავენ ქებით. ფიფია ფართოდ გაახილე თვალები და საქმე ანდე პროფესიონალებს. თორემ დინამოს დაკარგავ, ისე კარგა ხანია დაკარგე, მხოლოდ ბრენდია შემორჩენილი!
ara
ბრავო გაბედავა ბრავო ფრუიძე და ბრავო მთლიანად გუნდს! იმსახურებთ უფრო მეტ დაფასებას!
QT
მართლა იყო რამოდენიმე მომენტინგოლის გასატანად და ცუდიანრომ არ გავიდა, მაგრამ მათაც რომ ვერ გაიტანეს ეგ კარგია. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მშვენიერი შედეგია და თუ ეს ეტაპიც გადაილახა სასიხარულო იქნება. მადლობა ჩიხურას. წარმატებები
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
პირველი ტაიმი "მარიბორსა" და "ჩიხურას" შორის 0:0 დასრულდა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]
იოსიპ ილიჩიჩმა ახალი გუნდი მალევე იპოვა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"მარიბორის" ფანებს თამაშის ხარისხი არ მოეწონათ და მესანოვიჩის ბრწყინვალე ფინტით აღფრთოვანდნენ
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს