ქუთაისის "ტორპედომ" გოტას "ვიკინგური" დამაჯერებლად დაამარცხა და თითქმის გაინაღდა მესამე ეტაპზე გასვლა.
იმერლებმა ამ შეხვედრაში მეტოქე დაჯაბნეს, თუმცა იყო მომენტები, როდესაც მთელი გუნდით შეტევაზე გადასულ "ტორპედოს" მოწინააღმდეგის კონტრიერიშები ეპარებოდა.
როინ კვასხვაძე 8.0 - საქართველოს ნაკრების მეკარეს რამდენიმეჯერ მოუწია საქმეში ჩართვა და გუნდიც გადაარჩინა. მან ამ შეხვედრაში 4 მოხსნა მიითვალა, ერთ-ორ შემთხვევაში კი გოლისგანაც იხსნა გუნდი. გამოსარჩევი მომენტია, როცა მე-80 წუთზე ანგარიშის შემცირება ადეშინა ლავალს შეეძლო, თუმცა როინმა შესანიშნავად იმოქმედა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ლევან გეგეჭკორი 6.5 - ლევანი ჯერ კიდევ შორსაა სასურველი ფორმისგან, მისი აქტიურობა მარჯვენა ფლანგზე მინიმალურია. მას დაცვაში დიდი საქმე არ ჰქონია, თუმცა არც შეტევებში ერთვებოდა და ძირითადად ერთ ტემპში თამაშობდა.
მამუკა კობახიძე 7.0 - ქუთაისელთა ახალწვეული სტაბილურად იდგა დაცვაში, კარგად კეტავდა სივრცეებს, თუმცა რამდენიმე შეცდომაც ჰქონდა. მას დიდი დატვირთვა ჰქონდა კუთხურების დროსაც, "ტორპედომ" 17 კუთხური მოაწოდა და ამის გამო ხშირად იყო მეტოქის საჯარიმოში, თუმცა მის მოქმედებებს რაიმე ცვლილება არ მოჰყოლია.
ალექსანდრ აზაცკი 6.5 - უკრაინელ მცველს ცოტა უფრო მეტი აქტიურობა მოეთხოვებოდა, იყო რამდენიმე მომენტი, როცა შეცდა. თუმცა, რამდენიმეჯერ კარშიც დაარტყა.
ლაზარ მარინი 6.0 - "ტორპედოში" მესამე მატჩი ჩაატარა და ბულგარელი ჯერ ჩრდილშია მოქცეული. ეს შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, როგორც კახა ჩხეტიანმა თქვა, რომ ჯერჯერობით ლეგიონერები ბოლომდე არ გახსნილან და მათი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვერ ავლენენ. მარინს ბევრი საქმე არ ჰქონია დაცვაში, თუმცა არც წინ წასვლით შეუწუხებია თავი და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
მათე ცინცაძე 7.5 - მათე ცინცაძის მთავარი დატვირთვა კუთხურების მოწოდება იყო, ზემოთაც ვახსენე, ქუთაისელებმა 17 კუთხური მოაწოდეს. პირველი გოლიც მათეს ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გავიდა, რომელიც თორნიკე კაპანაძემ შედეგიანად გამოიყენა. მან ამავდროულად რამდენჯერმე შეაწუხა მეტოქის მცველები და მეკარე, თუმცა ამ შემთხვევაში მის აქტიურობას შედეგი არ მოჰყოლია.
მარეკ გლინკა 6.5 - სლოვაკმა აქტიურობა შეხვედრის დასაწყისშივე დაიწყო, მეხუთე წუთზე საგოლე მომენტიც ჰქონდა, შეხვედრის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაარტყა კიდეც სასურველი პოზიციიდან, თუმცა არაზუსტად. აი, მთავარი მინუსი კი ის იყო, რომ ხშირად, როცა მეტოქეს კონტრშეტევის საშუალება არ ეძლეოდა, თავის პოზიციაზე არ იმყოფებოდა და ვიკინგებს უფრო მეტი თავისუფლება ეძლეოდათ.
არფანგ დაფე 6.5 - დაფე უფრო მეტად ძლიერი რომ იყოს, მისგან კარგი შემტევი ნახევარმცველი დადგებოდა. მან თითქმის ყველა ფიზიკური ორთაბრძოლა წააგო. მიუხედავად ამისა, ის ძალიან აქტიური იყო და მის მთავარ პლუსს - სისწრაფეს იყენებდა, რამდენჯერმე საინტერესო კონტრშეტევეაც შექმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ეფექტური გადაწყვეტილების მიღება მართებდა.
გიორგი ქიმაძე 8.5 - ქიმაძის პოზიციის ცვლილებამ ის ბევრად კარგი გახადა, ვიდრე იყო, საკმაოდ ნაყოფიერია შეტევაში და ხშირად ქმნიდა ხიფათს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვითი როლი შემცირებულია, მარინის გასვლის შემდეგ უფრო აქტიურად მონაწილეობდა დაცვით ფაზაშიც. მის ანგარიშზე ამ შეხვედრაში გოლია, რომელიც 73-ე წუთზე გაიტანა.
თორნიკე კაპანაძე 8.5 - თამაშის დასაწყისში გამოჩნდა, რომ ის იმ "ელვას" ჩრდილია, რომელიც გვახსოვდა და ოპტიმალური ფორმისგან შორს იყო, მაგრამ შეხვედრის მიმდინარეობისას მან მოუმატა და გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. მიუხედავად ამისა, მეტი თავდაჯერება და რიგ მომენტებში გაცილებით მეტი სიზუსტე მართებდა.
ლევან კუტალია 7.5 - ლევანმა ამ შეხვედრაში გოლი გაიტანა და ეს მას ნამდვილად ესაჭიროებოდა, რადგან მისთვის ფსიქოლოგიურად რთული იქნებოდა იმ ყველაფრის გადალახვა, რაც წინა ორ შეხვედრაში გადახდა. კუტალიას გაცილებით მეტი რომ შეუძლია, მანაც იცის და მთავარმა მწვრთლემაც, რომელიც მიუხედავად ყველაფრის,ა ნდობას უცხადებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ექიმებს მისი საავადმყოფოში გადაყანა დასჭირდათ, თუმცა ყველაფერი კარგადაა და ის შემდეგ თამაშში დაუბრუნდება მოედანს.
ცვლილებები
მილოშ ლაცნი - სლოვაკი შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა გოლის გასატანად, თუმცა ვერ მოახერხა. საერთო ჯამში მას ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მითუმეტეს სულ რაღაც რამდენიმე დღეა რაც კლუბშია.
გრიგოლ დოლიძე - მისი მოედანზე შესვლა ადგილობრივ გულშემატკივარს განსაკუთრებით უხარია და სასიხარულოა, რომ კლუბის ერთ-ერთი ლიდერი დაბრუნდა. მისი აქტიურობა ბოლო გოლის ეპიზოდშია გამოსარჩევი, როცა მის მოწოდებულს ბურთს ლევან კუტალია დაუხვდა და ანგარიში სამამდე გაზარდა.
გიორგი კუხიანიძე - ვერ ვიტყვით, რომ კუხიანიძე თამაშში აქტიურად ჩაერთო და მარეკ გლინკა სათანადოდ შეცვალა. თუმცა ცდილობდა მისი საქმე პირნათლად შეესრულებინა და მეტოქის შეტევები ჩაეშალა.
კახა ჩხეტიანი 7.5 - შედარებით უკეთესი იქნებოდა, რომ ქუთაისელთა მთავარ მწვრთნელს , პირველი ტაიმი მეორე ტაიმში გამოყენებული ტაქტიკური მონახაზით დაეწყო. რადგან კლუბის პირველი და მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავდებოდა. პირველი ნახევარი უფრო პრაგმატული იყო, "ვიკინგური" მთელი გუნდით დაცვაში იდგა და გამოჩნდა, რომ "ტორპედოს" მეტოქის რბევისთვის გაცილებით მეტი შემტევი ესაჭიროებოდა, ერთადერთი გოლიც სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა, ხოლო მეორე ტაიმში როცა გუნდი შესატევად გადაახალისა, უამრავი მომენტი შექმნა, მეტოქის დაცვა ჩამოიშალა და მათ ამოსუნთქვის საშუალება არ ეძლეოდა. ჩხეტიანის გუნდმა ისეთი ანგარიშით გაიმარჯა, რომ ფაქტიურად შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
akaki
მარტო ეგ არ არის პრობლემა, კომენტარის გამოქვეყნებას 1 წელი სჭირდება, უფრო მარტივი თუ გახდება კომენტარის დაწერა და მისი გამოქვეყნება, ხალხი მეტ კომენტარს გააკეთებს და ამავდროულად აზრიანი დებატებიც გაიმართება კომენტარებში, ახლა კი გეტანხმები კომენტარის გაკეთების სურვილს და აზრის გამოხატვის სურვილს გიკარგავენ
Ruslani
ადმინ იქნებ აგვიხსნათ ვინმემ რას ნიშნავს ეს "მე არ ვარ რობოტი",კომენტარის დაწერაც შეგეზარება ადამიანს.გააუქმეთ ეს რა უბედურებააა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ევროპა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. ვიკინგური-ტორპედო [LIVE]
კახა ჩხეტიანი: ევროთასებზე არა მხოლოდ ჩვენს ქალაქს, არამედ საქართველოს წარმოვადგენთ!
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სად შეგვეძლება ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების შეხვედრების ყურება?
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ვიკინგური VS ტორპედო - შეთამაშებისთვის და სარეიტინგო ქულებისთვის
ქუთაისის "ტორპედო" კოპენჰაგენში ჩაფრინდა, საიდანაც ფარერებზე გადაფრინდება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
კახა ჩხეტიანი: შევეცდებით მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ