არის! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიკოლას იარი დაამარცხა და ფინალში ლეონარდო მაიერს შეხვდება! [VIDEO]
ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩილელი ნიკოლას იარი დაამარცხა (7:5, 0:6, 6:1) და ფინალში გავიდა.

პირველი სეტი წვიმის გამო შეწყდა, როდესაც ბასილაშვილი 3:4-ს აგებდა და თანაც, თამაშის განახლების შემდეგ მოწოდება მეტოქისა იყო. მიუხედავად ამისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 7:5 იმარჯვა, მეორე სეტი 0:6 წააგო, მესამე კი 6:1 მოიგო და კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მან 300 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 1015 ქულით მისთვის სარეკორდო 45-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ლეონარდო მაიერი იქნება, რომელმაც სლოვაკ იოზეფ კოვალიკს სძლია.

ცნობისათვის, 31 წლის მაიერი მსოფლიოს 36-ე ჩოგანი და ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია. ისინი ერთმანეთს არასოდეს არ შეხვედრიან. ტურნირის მოგების შემთხვევაში ნიკოლოზი 349 200 ევროს მიიღებს და რაც მთავარია - რეიტინგში 35-ე ადგილზე აინაცვლებს.

შეგახსენებთ, ქართველმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ბრწყინვალე თამაშით მთელი საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა.

ტურნირის წინ მიცემულ ინტერვიუში ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მან კარგი შეკრება გაიარა და მისი მიზანი ტოპ 10-ში შესვლაა.

დათოს
დადუმდი ქოცო!!
ლუკა-ს
ფინალის წინ ეს რა მოსატანია,ჩვენ დღეს ყველანი ნიკოლოზზე ვლოცულობთ,რომ გაიმარჯვოს და გაგვახაროს,მაგრამ მაინც გეტყვი,ყოველ შემთხვევისთვის:მასწავლებლებისთვის ორი ვაგონია ჩამომდგარი,ვაგზალზე.
gela gloveli
ბატონო დათო, ნიკამ თამაშის მსვლელობისას დასვენება ისწავლა და გუშინ ეს დაამტკიცა, გამძლეობა გააჩნია, აი რას იზამს მაიერის კლასი ის ვიფიქროთ. ღვთის წყალობის და ნიკას ვაჟკაცობის იმედი ვიქონიოთ, იქნებ ცოტა ფორტუნამაც ზურგი არ გვიჩვენოს....აი მერე კიიი, მერე ნახე სადღეგრძელოთა კასკადები, მიდი ნიკაააააა!!!!!!!!!!!!!
G E L A
ლაბაძესთან უკაცრავად გახლავარ და ნიკას ვერ შეედრება უმრავლეს კომპონენტში, ერთი რაც უდაოდ გააჩნდა ეს იყო ნიჭი, მაგრამ მინამალისტი იყო ბუნებით და აკმაყოფილებდა მიღწეული შედეგი, ეს კი სულ სხვაა, კარგი გაგებით ჯიუტია და სულ ვითარდება და ვითარდება
ვასილიჩი
მეორე სეტში პირველ სამ ჩაწოდებაზე მობილიზებული არ იყო, მერე კი აშკარად დასვენება გადაწყვიტა, ეტყობა კარგი სტაფი ყავს და სწორად და საღად აზროვნებასაც მიაჩვიეს, ჰოდააააა, დადგა მესამე სეტიც და იმ ჩილელის სახე ჩვენი ფეხბურთელებისას გავდა ხოლმე...
დათო
რა შუაშია ელჩი, კონსული თუ ატაშე???!!! იქნებ კიდეც იყო რომელიმე, ალბათ უნდა ეჩვენებინა ევრო სპორტს ან ცდფს ხომ???!!! სასაცილო ამბავი გვჭირს ქართველებს!!! ეს ჩოგბურთია, სადაც ესეთი ამბები არ ხდება!!!
ლუკა
ე ბიჯო, რომა, ეგ წერილი ნიკოლოზ ბასილაშვილს კი არ უნდა მიწერო, არამედ არსენა ოძელაშვილს! ოძელაშვილი ართმევდა მდიდარს და აძლევდა ღარიბ, გამწარებულ და დაჩაგრულ ხალხს! მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა! მაშა.
ლუკა
სად უნდა მივიდნენ? საერთოდ დაანებეთ თავი ამ ბიჭის შეწუხებას. იმდენად ამუყვანა ბევრმა ქართველმა ყელში კომენტარები, რომ ფეისბუქის გვერდი დახურა! რაც უფრო შორს იქნება ზოგიერთი ქართველი ნიკოლოზისგან, მით უფრო ბევრ წარმატებას მიაღწევს ნიკოლოზი. ხვალ გამარჯვებას ვუსურვებ!
gio
გილოცავ! გამარჯვებას გისურვებ ფინალში! ღმერთი შენსკენ!
levani
ფინალზე მივლენ. ნახევარფინალზე მისვლა როგორ ეკადრებოდათ.
111111q
2setshi manerviula magram mesame rom daiwyo mivxvdi ukve rasac uzamdaa dagala meore setshi sagol kargi gamzleoba aqbs da unda gamoikenos yan mwvrtneli c auyvania sagoll
zaza
ნიკას და ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ფინალში კი დაეგვირგვინოს დაწყებული საქმე... ცოტა შორს რომ გადავიდეთ ნიკამ თავისი ფეისბუქი გააუქმა, იმიტომ რომ წაგებების შემდეგ ალბათ შეურაცხოფელი სიტყვებით ამკობდნენ!! ამ ჩოგბურთში ერთადერთი ნათელი წერტილია ნიკა და ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩემი აზრით.
Aia Hey
ყოჩაღ ნიკას! ფინალშიც უნდა მოიგოს და ლაბაძეს რეკორდს გააუმჯობესებს!
გერმანიაში საქართველოს საელჩოს!
მკვდრებო! ან ელჩი,ან კონსული დღეს არ უნდა ყოფილიყავით კორტზე ნიკას საგულშემატკივროდ? რისთვისა ყრიხართ მანდ თქვე მართლა ქოცებო.
მინდია
რას ვაშავებ ადმინ, ჩემს კომენტარებს რო ბლოკავ?
roma
ვაღიარებ არასდროს არ მომწონდი,ემოციებზე აყოლილი კაცი იყავი და ემოცია გამარცხებდა,მაგრამ ამ ტურნირმა დამარწმუნა,რომ მაგარი ხარ,შენი N1 მტერი,ემოცია დაამარცხე,ის შენ უკვე ვეღარ გმართავს,შენ მასზე გამარჯვებული ხარ,მიდი მიაწექი,იცოდე მთელი საქართველოს იმედი ხარ,შენ მაინც გაგვახარე,მთელი ქვეყანა შენთან ვართ,შენ გენაცვალე ნიკოლოზ ღმერთი შენსკენ,კიდევ გიმეორებ შენ ხარ ჩვენი ერთადერთი იმედი ხვალ,ხოდა აჩუქე შენს გაწამებულ და დაჩაგრულ ხალს ერთი დიდი სიხარული,აბა შენ იცი.
კახა
მიხარია მხარდამჭერ კომენტარებს რომ ვკითხულობ პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ კომენტარებს წარმატებები გაახარე ოჯახი და სამშობლო ღმერთი შენსკენ.
ვაკო
ხვალაა 2 საათზე შუადღეს
დათო
მაიერმა ბევრი იწვალა კოვალიკთან დღეს!!! სამ სეტი და პლუს ტაიბრეიკი!!! ალბათ ეგეც დაღლილი ხვდება ფინალს!!!მაგრამ არ დაგვავიწყდეს ,რომ ნიკამ კვალიფიკაციიდან დაიწყო და გაცილებით მეტი შეხვედრა ჩაატარა და თანაც ბრწყინვალედ!!! თუ ნიკა მოახდენს ფიზიკურად აღდგენას , ის ფინალს მოიგებს!!! გილოცავთ ყველა ქართველს ნიკას წარმატებას!!! ის უკვე 50 ში ჩაჯდა!!! ბრავო!!!
aburjga
ნიკოლოზ შენი შედეგით დამიბრუნე იმედი, რომ საქართველო არ წაიშლება! ყველას გილოცავთ! ეს ერთი და სხვა მრავალი! კარგად დაისვენე, ხვალ თავისუფლად ითამაშე, ვიცი ნაღდად მოიგებ!
არის!!!!!!!!!
ამოვისუნთქე. იმედია ხვალ გულის შეტევა არ დამემართება.
Biannkoneri
არიიიიის!!! გილოცავ ნიკოლოზ! და ველოდებით ხვალინდელ დღეს, ალბათ კიარადა მთელი საქართველოც! წარმატებები და ეს ტურნიში შენი უნდა გახდეს! აურათამაში იყო, ესეც და სხვებიც... მშვენიერ ფორმაშიხარ და ეს უნდა გამოიყენო!
status quo
როდისაა ფინალი,....
დათო
მოიგოოო!!! ფინალშია!!!! ვაშაააააააააა!!!!
ave
უმაგრესი ხარ ბასილ გაიხარე და მადლობა კარგი გამოსვლისტვის
დდდ
გენაცვალე და გაიხარე ქართველო ჩვენი ესეთი გახარებისთვის.მაგრად ითამაშა და დამსახურებულად გავიდა ფინალში.ტაქტიკით მოუგო რასაც ქვია მეორე სეტი უბრალოდ დაისვენა და მესამეში შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.მჯერა რომ ფინალშიც მაგრად იბრძოლებს და მოიგებს ტურნირს!წარმატებები ნიკოლოზს!
N
რა ვისიამოვნე ამ თამაშით! ნიკა, ნიკა!!! ახლა ფინალიც!!!
მინდია
ეგრე რა, ფიზიკურად და მორალურად მოზადებულია, იმედია მოიგებს ტურნირს.
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ