ინგლისური პრესის ცნობით, წელს უიმბლდონის ტურნირზე სარეკორდო საპრიზო ფონდი გათამაშდება.

ინგლისური პრესის ცნობით, წელს უიმბლდონის ტურნირზე სარეკორდო საპრიზო ფონდი გათამაშდება. 2011 "დიდი სლემის" ამ ჩემპიონატში ჰონორარი ჯამში 6.4 პროცენტით გაიზრდება და 14.6 მილიონ ფუნტს (23.8 მილიონი დოლარი) მიაღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფრო მყარი გახდა, შარშანდელთან შედარებით საპრიზო ფონდი 10 პროცენტით მაღალი გამოდის. ასე რომ, ერთეულთა თანრიგში გამარჯვებული თავის საბანკო ანგარიშს 1.8 მილიონი დოლარით გაზრდის.

"უიმბლდონის დონის ტურნირის ჩატარებისას მატჩისმალურად დაინტერესებული უნდა ვიყოთ იმით, რომ მონაწილეთა შემადგენლობა უმაღლესი დონისა იყოს", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

წელს უიმბლდონი 125-ედ გაიმართება და საპრიზო ფონდის გაზრდის გარდა ორგანიზატორები სხვა სიახლეებსაც ამზადებენ. მაგალითად, განახლდა ტურნირის ლოგოტიპი და ვებგვერდი. გადამწყვეტი მატჩები კომპანია "სონისთან" დადებული ხელშეკრულების თანხამად 3D ფორმატით ბრიტანეთის 600 კინოთეატრში გადაიცემა. საჩოგბურთო არენას დაემატა ახალი კორტი, რომელიც ორი ათას მაყურებელს დაიტევს. სულ კი ტრიბუნების ტევადობა სამი ათასი ადგილით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ წელს უიმბლდონის ტურნირი 20 ივნისს დაიწყება.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა