უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის ბრძოლის თარიღი და ადგილი ცნობილია

საბოლოოდ დადგინდა სუპერმძიმე წონაში საჩემპიონი ბრძოლის თარიღი და ადგილი. WBO-სა და IBF-ის უკრაინელი ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო 2011 წლის 2 ივლისს შეხვდება WBA-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელს, ბრიტანელ დევიდ ჰეის.

"წლის ბრძოლას" ჰამბურგის საფეხბურთო სტადიონი - "იმტეხ-არენა" უმასპინძლებს, რომელიც 55 ათას მაყურებელს იტევს. ასევე გაირკვა WBC-ის ჩემპიონის ვიტალი კლიჩკოს მორიგი ბრძოლის დეტალები - ის 10 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში დაუპირსპირდება ადგილობრივ მძიმეწონოსან ტომაშ ადამეკს.

უფროსი კლიჩკოსა და პოლონელი მოკრივის შეხვედრა ახალ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, რომელზეც 42 ათასი ადამიანი ეტევა. ეს არენა გაისად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის რამდენიმე მატჩს უმასპინძლებს.

ბრიტანელმა ჰეიმ უკვე დაიწყო უკრაინელის ნერვებზე თამაში. WBA-ის ჩემპიონის განცხადებით, ისეთი რეფერი სჭირდება, რომელსაც ათამდე დათვლა ეცოდინება, რათა სწორად დაფიქსირდეს ვლადიმერ კლიჩკოს ნოკაუტი. მსაჯისგან სხვა თვისებები საჭირო არ არისო - ამბობს ბრიტანელი მოკრივე.

ჰეიმ ისიც დაამატა, რომ ნებისმიერ ადგილას დათანხმდებოდა კლიჩკოსთან შეხვედრას, სადაც კი საკრივო რინგი არსებობს. "იმ დროისთვის, როცა რეფერი ჩემს გამარჯვებას დააფიქსირებს, ვლადიმერი ვერ გაიხსენებს, სად იმყოფება", - ტრაბახობს დევიდი.

ბრიტანელი არ ეთანხმება ბუკმეიკერებს, რომლებიც მომავალ ბრძოლაში აშკარა ფავორიტად უკრაინელ ჩემპიონს ასახელებენ. ჰეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ვლადიმერს მისი დონის მეტოქესთან ჯერ არ უჩხუბია.

ნახევრადსაშუალო წონას ახალი ვარსკვლავი გამოუჩნდა. გასულ უქმეებზე 24 წლის ამერიკელმა ვიქტორ ორტისმა ბრწყინვალე სტილში დაამარცხა ცნობილი ანდრე ბერტო და მას WBC-ის ტიტული ჩამოართვა.

ეს ორტისისთვის დებიუტი იყო ნახევრადსაშუალო წონაში (მანამდე ქვედა კატეგორიაში გამოდიოდა) და გამარჯვების შემდეგ ამერიკულ ჟურნალ The Ring-ის შესაბამის რეიტინგში ერთბაშად მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მასზე წინ მხოლოდ პროფესიული რინგის უპირველესი ვარსკვლავები - მენი პაკიაო და ფლოიდ მეივეზერი არიან. აქამდე მესამე ადგილზე სწორედ ბერტო იმყოფებოდა, მაგრამ მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა - მან ორტისის გარდა შეინ მოზლიც გაუშვა წინ.

განახლებული რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. მენი პაკიაო

2. ფლოიდ მეივეზერი

3. ვიქტორ ორტისი

4. შეინ მოზლი

5. ანდრე ბერტო

6. იან ზავეკი

7. ვიაჩესლავ სენჩენკო

8. რაფალ იაცკევიჩი

9. მაიკლ ჯონსი

10. სელჯუქ აიდინი.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა