ფარერების კუნძულებზე ევროპა ლიგის საპასუხო მატჩი გოტას "ვიკინგურსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, იმერელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
მატჩის დასაწყისშივე ვიკინგებმა აქტიურად დაიწყეს შეტევა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა ამას საბოლოოდ შედეგი არ მოჰყოლია.
"ტორპედომ" მალევე შეძლო თამაშზე კონტროლის დაწესება, მე-10 წუთზე მილოშ ლაჩნიმ ძლიერი დარტყმით ანგარიში 1:0 გახადა.
24-ე წუთზე კი მათე ცინცაძემ კუთხური მოაწოდა, რასაც თავით მამუკა კობახიძე დაუხვდა და კარებში გადაგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ "ვიკინგურის" მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა, მას კარის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა და მსაჯმა გოლი ჩათვალა.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა და განსაკუთრებული მომენტები არც ერთ გუნდს არ ჰქონია.
მეორე ტაიმში ვიკინგები გააქტიურდნენ, მათ 51-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლეს, თუმცა მანამდე გრეგერსენი როინ კვასხვაძესთან დაჯარიმდა და გოლი არ ჩაითვალა. მიუხედავად ამისა ფარერელები არ გაჩერებულან, ხშირად ისინი მიზნის მისაღწევად ზედმატედაც უხეშობდნენ.
თუ "ვიკინგურს" არაფერი არ გამოსდიოდა, "ტორპედოსთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. 59-ე წუთზე ქუთაისელებმა ბურთი აუტიდან მოაწოდეს, მარეკ ჰლინკამ საჯარიმოში ჩააგოდა და ალექსანდრ აზაცკიმ გოლად გარდასახა.
"ტორპედო" ამაზე არ შეჩერებულა, 81-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მათე ცინცაძემ კარგი გადაცემა გაუკეთა თორნიკე კაპანაძეს და მან ანგარიში 4:0 გახადა.
შეგახსენებთ პირველი შეხვედრა ქუთაისში 3:0 დამთავრდა და ორი შეხვედრის ჯამში იმერლებმა 7:0 მოიგეს. "ტორპედოს" მეტოქე ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ალბანური "კუკეში" იქნება.
შემადგენლობები
ვიკინგური: რასმუსენი, ჯორჯევიჩი, გრეგერსენი, იაკობსენი, ლავალი, ლერვიგი, ლოკინი, ოლსენი (ნიებლასი 70'), სტრომსტენი, გ. ვატნჰამარი (კაშკავალი 69'), ს. ვატნჰამარი (ჰანსენი 70')
ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (ჭიჭინაძე 75'), გეგეჭკორი, გიგაური (კუხიანიძე 45'), ჰლინკა, ხურცილავა, ქიმაძე, კობახიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61'), ცინცაძე
ბასკი
საიდან ამდენი აგრესია და ბოღმა?! ყოჩაღ ბიჭებო, ბოლოს უეფას შესარჩევზე 7-0 და შემტევი ფეხბურთი როდის იყო? ან იყო საერთოდ?
ანესთეზეოლოგი
მოდით პირდაპირ შემდეგ თამაშს დაველოდოთ "კუკსთან". არ გვინდა ეხლა დიდი მადლობები აღფრთოვანებები ვიკინგურის ძლევით. ყველამ კარგად ვიცოდით რომ ტორპედოსთვის ეს მხოლოდ გასეირნება იყო. ვნახოთ რა გამოვა და იქნება თუ არა კუკესი ისეთი კერკეტი კაკალი, როგორც მეორე ალბანური შკენდია, რომელმაც ტორპედოს მძლეველი და ჩვენთან "ფავორიტად" შერაცხული შერიფი ცალი ფეხით გამოაგდო:) და იმედია, რომ მწვრთნელი თამაშის წინ ფრესკომფერენციაზე ისეთ განცხადებებს არ გააკეთებს, კუკესს კი არა თითქოს ევერტონს ან ტოტენჰემს ვხვდებოდეთ.
ზურა
აბა, ვიდარდოთ, რატომ არ წავაგეთო?
ვაკო
ალბანური კუკესია
999
და რას გაძლევენ ეს ქულები? ვინ არ იცის რასწარმოადგენენ საქართველოს გუნდები და რა დღეშია ეროვნული ჩემპიონატი?
სტატიის ავტორს
ველოდი სადმე ეწერებოდა -"შემდეგ ეტაპზე შეხვდება ამას და ამას".
Lou
რა გიხარიათ, ქუთაისში ტამაშის წინ ხინკალი ჭამეს, შინ, სამსახურიდან მივდოდნენ სატამაშოდ, საამაყო რა არი?!
Irakli Apkhaidze
მეხანძრეს მოუგე თუ მეთევზეს, სარეიტინგო ქულებზე აისახება, მადლობა იმერეთს!
aburjga
ვინ არის შემდეგი რიგში, ვის გაანადგურებს ტორპედო?! მგონი აცანის "ოფიშტიაა" ?!
დათო
"...ქუთაისელებმა ბურთი აუტიდან მოაწოდეს, მარეკ გლინკამ საჯარიმოში ჩააგოდა და ალექსანდრ აზაცკიმ გოლად გარდასახა" :დდდდდდდდდდ
maxa.
რა მიამიტები ვართ?ვის მუვუგეთ,ფოსტის,სახანძროს და ვეტფერშლების გუნდს?აწი ნახავ რაც არის ქუთაისი და კობიაშვილის ფეხბურთი.
ტოტტი
როგორ დახტოდნენ სიხარულისგან გასახდელში მეგონა მოიგეს უკვე ევროპა ლიგათქო . კარგია გამარჯვება მაგრამ ფარერის კუნძულების სოფლის გუნდს რომ მოუგებ ცოტა სერიოზულობა არ აწყენდათ . ალბათ ესენი ბასილაშვილის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ ჩოგბურთის კორტებზე სირბილს დაიწყებდნენ დასალევის ფული ამოვაგდეთო ))) გილოცავ ტორპედო და წარმატებები კუკეშთან
გულშემატკივარი
ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. ტორპედოს ვალია გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე. ამ თამაშებმა გუნდს ძალების რწმენა უნდა შესძინოს, მაგრამ თავდაჯერებულობაში არ უნდა გადაიზარდოს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა