სტამბოლში ვაჟთა შორის მოასპარეზე ოთხივე ჩვენებური და ერთიც ქალთა ტურნირის მონაწილე სანუგეშოშიც ვერ მოხვდნენ
სტამბოლში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი დღეს უმედლოდ დავამთავრეთ - ვაჟთა შორის მოასპარეზე ოთხივე ჩვენებური და ერთიც ქალთა ტურნირის მონაწილე იმდენად ნაადრევად გამოვარდნენ, სანუგეშოშიც კი ვერ გადავიდნენ.

არადა, ვაჟთა შეჯიბრება კარგად დავიწყეთ - ამბაკო ავალიანმა (73) ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი სომეხი არტიომ ბაგდასარიანი იოლად დაამარცხა, ამავე წონაში თენგიზ პაპოშვილმა ფრანგი მსოფლიოს პირიზიორი უგიო ლეგრანდი დაამარცხა, მერე კი ჩინებულად დააიპონა აზერბაიჯანელი რამილ გასიმოვი. დავით კარბელაშვილმა (81) ასევე სუფთად მოუგო მასპინძელ ჰალილ იბრაჰიმ ოზერლერს, ევროპის პრიზიორმა ლევან წიკლაურმა (81) დამაჯერებლად მოუგო უკრაინელ არტიომ ვასილენკოს, მაგრამ მერვედფინალში ოთხივე დამარცხდა.

პაპოშვილმა ჩეხ იერომირ იეზეკთან წააგო, ავალიანმა - მომავალ ნახევარფინალისტთან, ევროპის ორგზის ჩემპიონ ფრანგ ბენჟამინ დარბელესთან, კარბელაშვილი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩთან დამარცხდა, წიკლაური - რუსთა ევროპის მოქმედ ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვთან.

პირველივე წრეში წააგო ქალთა ტურნირში ნინო ოძელაშვილმა (70) - ფრანგ მარი პასქოსთან.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა