საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია საქართველოს ავტოსპორტის განვითარებაში დაეხმარება
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია საქართველოს ავტოსპორტისა და საავტომობილო კულტურის განვითარების საქმეში სრულ მხარდაჭერას უცხადებს და დახმარებას ჰპირდება.

ეს განცხადება საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტიმ სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ორდღიანი ვიზიტი და საქართველოში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა.

ტოდტიმ მაღალი შეფასება მისცა ბათუმში მშენებარე "ა" კატეგორიის კარტინგის სარბოლო ტრასის პროექტსა და რუსთავში მშენებარე საავტომობილო სპორტულ კომპლექსსა და ტრასას. როგორც მან აღნიშნა, ამ პროექტების დასრულების შემდეგ თავისუფლად იქნება შესაძლებელი საქართველოში მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირების ჩატარება, რომელთა ორგანიზებაშიც საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს აქტიურად დაეხმარება.

საავტომობილო სპორტის გარდა, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ზოგადად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და კულტურის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ჟან ტოდტიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში უსაფრთხო მოძრაობას მეტი ყურადღება ექცევა.

"მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება უსაფრთხოების ღვედები. საჭიროა დაინერგოს ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რათა საგზაო შემთხვევების რაოდენობა და ფატალური შემთხვევები კიდევ უფრო შემცირდეს" - განაცხადა ჟან ტოდტიმ.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტის პირველ დღეს ჟან ტოდტი ბათუმს სტუმრობდა, დღეს დილიდან კი მან შეხვედრები თბილისსა და რუსთავში განააგრძო. რუსთავის საავტომობილო სპორტული კომპლექსის პროექტისა და ტრასის დათვალიერების შემდეგ, ის შსს-ს მომსახურების სააგენტოს მუშაობას გაეცნო, სადაც ავტომობილების გადაფორმებისა და მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო პროცედურების გავლა ხდება.

დღესვე ჟან ტოდტიმ შეხვედრა გამართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან გიორგი გრიგალაშვილთან და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან მაია სიდამონიძესთან.

"ინტერპრესნიუსი"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა