"ჩელსის" მენეჯერის მაურიციო სარის მამამ ამერიგომ და ბაბუამ გოფრედომ მეორე მსოფლიო ომისას ორი ამერიკელი პილოტი გადაარჩინეს, შემდეგ კი გაქცევაში დაეხმარნენ.

ფლორენციასთან ბილ ლანცა ხიდის აფეთქებას ცდილობდა, როდესაც მისი B 25 ჩამოაგდეს და ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან ის და ტედი ტერნერი სასწაულებრივ გადახტნენ. ისინი მაურიციოს მამამ ამერიგომ ნახა და ფერმაში დამალა.

საღამოს მაურიციოს ბაბუამ, რომელიც პარტიზანი იყო, ამერიკელებს სამოქალაქო ტანსაცმელი მიუტანა და იქაურობას გაარიდა. ეს ამბავი ბილ ლანცას ძმის შვილმა, ჯონ ლანცამ 2010 წელს გამოცემულ წიგნში "ჩამოვარდნა იტალიაში" გამოაქვეყნა.

სარის ოჯახმა ბილი და ტედი გამოქვაბულში 65 დღე გადამალა და არც საკვები დაუკლიათ და არც ყურადღება. აღსანიშნავია, რომ ეს გამოქვაბული გერმანელთა სამხედრო ბაზის მახლობლად იყო.

ბილი იხსენებდა, რომ გამოქვაბულიდან ყველაფერს ხედავდნენ, ნახეს როგორ დახვრიტეს ფაშისტებმა დაახლოებით 200 ადამიანი.

შემდეგ გოფრედომ გერმანელებს უთხრა, ვითომ ამერიკელები ადგილობრივი მეშახტეები იყვნენ და სამშვიდობოს გაიყვანა. ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ მაკნარნეიმ გოდფრედოს მადლობის წერილი გაუგზავნა.

სარების ოჯახი: წინა პლანზე მაურიციოს მამა ამერიგო

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა