ლიგა 1. 32-ე ტურის წინ
ჩვენი გაზეთის მკითხველს ჯერ იმას მოვახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ში კვირისთვის არასრული ტურია დაგეგმილი. შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ, რომ 10-ის ნაცვლად 8 წყვილის დაპირისპირებას იხილავთ. ჩემპიონატის ლიდერმა “ლილმა” ბოლო ორ შეხვედრაში ფეხი აურია, რითაც “მარსელს” სხვაობის ერთ ქულამდე შემცირების საშუალება მისცა. აღნიშნულ ორ გუნდს შორის სხვაობა გამოცდილების მხრივ აშკარაა.

დიდიე დეშამის გუნდმა ზუსტად მაშინ მოუმატა, როცა ამის საჭიროება ყველაზე მეტად იყო. მოქმედ ჩემპიონებს ბოლო ხუთ შეხვედრაში ოთხი მოგება და ფრე აქვთ, რაც არ შეიძლება არ აფიქრებდეს “ლილის” გულშემატკივარს. საფეხბურთო ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუდი გარსიას შეგირდები არნახული წნეხის ქვეშ მოექცნენ და ტემპის შენელებაც ამის ბრალია. ასეთ ფორმულირებას არ დაეთანხმა “ლილის” დამრიგებელი და სამშაბათს თასის ნახევარფინალში მოგების შემდეგ განაცხადა, რომ კერკეტ “ნიცასთან” გამარჯვებით მისმა ბიჭებმა სკეპტიკოსებს ხმა ჩააკმენდინეს. “უკვე გვაქვს იმის შეგრძნება, რომ ჩვენი გუნდისთვის ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ვამაყობთ, რომ ჩვენს გულშემატკივრებს “სტად დე ფრანსზე” თასის ფინალზე დასწრების საშუალება ვაძლევთ. სწორედ ეს არის ბიჭების პასუხი მათ, ვინც ფიქრობდა, რომ ჩვენი დრო უკვე წასული იყო. “მარსელმა” სეზონის მეორე ნახევარში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა პირველ ადგილზე ჯერ ისევ ჩვენ ვართ. არ მგონია, სეზონის წინ დასახული ამოცანის გადაჭრა გაგვიჭირდეს – სამეულში ადგილი მანდვილად გარანტირებული გვაქვს”.

უნდა ითქვას, რომ "ლორიანიც” არანაკლებ ფორმაშია. წინა ტურში გასვლით შეხვედრაში მათ “რენს” ბრეტონული დერბი მოუგეს 2:1. გულშემატკივარს ახსოვს “ლილისა” და “ლორიანის” დაპირისპირება პირველ წრეში და ნამდვილად არავინ იქნება წინააღმდეგი, რომ მათ ის სანახაობა ხელახლა გაიმეორონ. ლილში შეხვედრა მასპინძლების სასარგებლოდ 6:3 დასრულდა. კრისტიან გურკუფის გუნდს ევროპის ლიგაზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა, თუმცა მაინც გააფთრებული იბრძვის. შესანიშნავ ფორმაშია მათი ლიდერი კევინ გამეირო. ასე რომ, კვირა საღამოს ლორიანის “სტად დე მუსტუა” დაძაბული სანახაობის მასპინძელი გახდება.

მკითხველს იმასაც შევახსენებთ, რომ შარშან “ძაღლებმა” სწორედ ამ არენაზე დაკარგეს ჩემპიონთა ლიგის საგზური, წააგეს რა 2:1. თუ წელს დამარცხდნენ და ახლა უკვე ჩემპიონობა დააყენეს ეჭვქვეშ, ნამდვილად ვიფიქრებთ, რომ ეს ადგილი “ლილისთვის” დაწყევლილია. გარდა გუნდური დაპირისპირებისა, მატჩს ლიგა 1-ის ორი საუკეთესო ბომბარდირის, მუსა სოვისა (21 გოლი), და კევინ გამეიროს (17 გოლი) ჭიდილიც დაამშვენებს. “ლილი” და “ლორიანი” ერთი თვის წინაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თასის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში მაშინ პირველმა იმძლავრა. ყოველივეს გათვალისწინებით თავად განსაზღვრეთ, თუ რამდენი წინაპირობაა იმისთვის, რომ შეხვედრას წინ დიდი ინტრიგა უძღოდეს.

დაბოლოს, აღნიშნულ მატჩზე წერას გუნდების დანაკარგებით დავასრულებთ. “ლილს” თასის შეხვედრაში დამტვრეული ფლორან ბალმონი დააკლდება. მასპინძლებს კი გრეგორი ბურილონი და ფრანკო სოსა არ ეყოლებათ. პირველი ერთ მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო, მეორეს კოჭის ტრავმა აწუხებს. საეჭვოა ასევე კევინ მონე-პაკეს ასპარეზობაც.

32-ე ტურში “კაენთან” და “ლიონთან” გამარჯვებების შემდეგ პსჟ ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგებას შეეცდება. ამით დედაქალაქურ გუნდს თუნდაც დროებით, მაგრამ მესამე ადგილზე გადანაცვლების საშუალება მიეცემა. ანტუან კომბუარეს გუნდი ნამდვილად კარგ ფორმაშია, რაც ჩემპიონატის გარდა ოთხშაბათს თასის ნახევარფინალშიც გამოჩნდა. მართალია, კლუბის მმართველ სტრუქტურებში გარკვეული არეულობაა, მაგრამ დირექტორატს ეს არ უშლის ხელს, რათა სამომავლო გეგმებზე იზრუნოს. პერსპექტიულმა შემტევმა ნახევარმცველმა კლემან შანტომმა შუა კვირაში ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის “პარკ დე პრენსზე” 2015 წლამდე დარჩება. ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა მიღწეული შეთანხმების გამო და იქვე დაამატა, იმედი მაქვს, 2011 წელი კიდევ არაერთ სიხარულს მაჩუქებსო. “ანჟესთან” მოგება მნიშვნელოვანი იყო და არამხოლოდ ჩვენი გუნდისთვის. ნეიტრალურ გულშემატკივარსაც უნდა უხაროდეს, რომ თასის ფინალში შესანიშნავი დაპირისპირების ხილვის პერსპექტიცა აქვს. ამას გარდა დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონატს სამეულში დავასრულებთ. “ბრესტთან” დაძაბული მატჩის მოლოდინი გვაქვს. დააკვირდით ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობას და ნახავთ, რომ მომავალი სეზონისთვის მათ ლიგაში ადგილი გარანტირებული ჯერ კიდევ არ აქვთ. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში პირველად მოვახერხებთ ზედიზედ მესამე შეხვედრის მოგებას. თუკი სამი ქულის აღება მოვახერხეთ, ეს ნამდვილად კარგ სამსახურს გაგვიწევს დარჩენილ ტურებში,” – თქვა შანტომმა.

პსჟ-ს დაუბრუნდება “ბენფიკასთან” ევროპის ლიგის შეხვედრაში დაშავებული პეგი ლუინდულა. მას მუხლი აწუხებდა. გარდა ამისა, კომბუარემ “ანჟესთან” ორი ვეტერანი კლოდ მაკელელე და ლუდოვიკ ჟიული დაასვენა და “ბრესტთან” ისინიც ძირითადში იქნებიან.

ხვალ:

ოსერი-ლანსი 19:00

ბორდო-სტ. ეტიენი 19:00

ბრესტი-პსჟ 19:00

კაენი-ტულუზი 19:00

მონაკო-რენი 19:00

ნანსი-არლი 19:00

ვალანსიენი-სოშო 19:00

ლორიანი-ლილი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლილი 31 16 11 4 53:30 59

2. მარსელი 31 16 10 5 46:27 58

3. ლიონი 31 14 11 6 52:29 53

4. პსჟ 31 14 10 7 45:31 52

5. რენი 31 14 9 8 33:25 51

6. სტ. ეტიენი 31 11 11 9 40:37 44

7. ლორიანი 31 11 10 10 38:36 43

8. მონპელიე 31 11 10 10 27:33 43

9. სოშო 31 12 6 13 46:39 42

10. ბორდო 31 9 14 8 38:35 41

11. ბრესტი 31 10 9 12 32:35 39

12. ნიცა 31 9 12 10 25:33 39

13. ვალანსიენი 31 8 14 9 36:33 38

14. ტულუზი 31 11 5 15 31:34 38

15. ოსერი 31 7 16 8 35:36 37

16. ნანსი 31 10 7 14 32:44 37

17. მონაკო 31 7 14 10 31:32 35

18. კაენი 31 9 8 14 35:46 35

19. ლანსი 31 6 11 14 29:47 29

20. არლი 31 1 10 20 16:58

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული