ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
ნიჭით, შრომით და ბავშვური შეცდომებით "ტორპედო" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიიწევს
ნიჭით, შრომით და ბავშვური შეცდომებით "ტორპედო" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიიწევს
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში "ტორპედოს" "კუკეშთან" გამარჯვებამ გაორებული შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი მხრივ, სამბურთიანი ფორით მოგება კარგია, მაგრამ იმდენი შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ოდნავ უფრო ძლიერი გუნდი ქუთაისელებს ამას არ აპატიებდა და მკაცრად დასჯიდა.
რა თქმა უნდა, ასეთი ფინანსური შესაძლებლობებით ქართული გუნდები ევროტურნირებზე სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწევენ, მაგრამ ფეხბურთელების ბუნებრივი ნიჭით, რაც გენეტიკური გახლავთ, შეუძლიათ უფრო უკეთ იასპარეზონ. თანაც, გაცილებით უკეთ, მაგრამ ამას კლუბების პატრონთა უფრო სწორი მენეჯმენტი სჭირდება.
ვერ გავიგე, რა უბედურებაა გაგანია შუა სეზონში, ზედ ევროტურნირების დაწყების წინ გუნდების ლამის სრულად გადახალისება? გუნდის მშენებლობას ხომ დრო სჭირდება, ფეხბურთელებს შეთამაშება, კომბინაციებს დამუშავება და ა.შ. მერე მწვრთნელები ჩივიან, რომ ეს ახალი გუნდია და მისი მშენებლობა ახლაღა იწყება. თქვე დალოცვილებო, დაგეწყოთ ეს პროცესი სეზონის დასაწყისში და არ აღმოჩნდებოდით ასეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში.
მაპატიეთ, მაგრამ აქ რაღაც დილეტანტიზმის ნიშნები შეინიშნება და ისმის სრულიად ლოგიკური კითხვა - თუ თქვენი თავი არ გეცოდებათ, გულშემატკივარს რას ერჩით? ან საკუთარ თავს რატომ ვნებთ და ან საკუთარ ჯიბეს რატომ არ უფრთხილდებით? ფეხბურთი ხომ დიდი ბიზნესია და ლამაზად საქმის კეთებაც შეიძლება და ფულის შოვნაც. თუმცა, ამას შნო უნდა და მარიფათი, ყველაფრის სწორად განსაზღვრა და განხორციელება. ეს "ტორპედოს" კი არა, არამედ საერთოდ, ქართულ ფეხბურთს ეხება, თორემ ქუთაისურმა გუნდმა შემადგენლობაც შეინარჩუნა და გაძლიერდა კიდეც. თუმცა, სჯობდა სეზონის დაწყებისას გაძლიერებულიყო.
ან ამ ზოგიერთი არაფრის მაქნისი ლეგიონერის ჩამოყვანა რას ჰგავს - ეს სნობიზმია თუ სხვა რამ?.. გასაგებია, კარგი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე ოთუს ბირი ღირს, მაგრამ თუ შენი სჯობს სხვისას, რაღა ის გადამთიელი მოგყავს, შენსას მიეცი თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
ახლა უშუალოდ გუშინდელ მატჩს დავუბრუნდეთ. თამაშიდან თამაშამდე უმატებს "ტორპედო". ეს თვალნათელია და მართალი გითხრათ, ამას არ ველოდი. კახა ჩხეტიანს ხელი დაუტყვია გუნდისთვის და უდავოდ ქების ღირსია. გუნდი იბრძვის, თამაშობს ლამაზად, კომბინაციურად, თავსაც უნარიანად იცავს და ბავშვურ შეცდომებსაც უშვებს. უპატიებელ შეცდომებს. ეს ასეთ გუნდს არ ეკადრება. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩხეტიანს ცაიტნოტში უწევს მუშაობა (ოჰ, ისევ ეს ცაიტნოტი!).
მოიგერიეს რა ქუთათურებმა სტუმართა სასტარტო შეტევა, იერიშები მიიტანეს მეტოქის კარზე და ორი ჩინებული გოლი გაიტანეს. გამოჩნდა მოწინააღმდეგესთან მათი უპირატესობა კლასში. ვერაფერს იტყვი, დიდებულად გაისარჯა გიორგი კუხიანიძე, მაგრამ რად გინდა, საპასუხო გოლი გავუშვით და ალბანელთა ლეგიონერი ფორვარდი რეჯინალდო ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელი რომ იყოს, მეორე გოლსაც გაიტანდა და ანგარიშს გაათანაბრებდა. მოკლედ, მთელი ნაშრომი და მოპოვებული უპირატესობა წყალში გადაიყრებოდა.
შემდეგ ისევ კუხიანიძემ ივარგა, ლაზარ მარინს თქვენი მოწონებული პასი გაუკეთა და ანგარიში 3:1 გახდა. ცოტა ხანში კი გიორგი ქიმაძემ ყუმბარისებური, იშვიათი სილამაზის დარტყმით მეოთხედ დაამწუხრა "კუკეში".
მეორე ტაიმში ჩხეტიანმა სტრატეგია შეცვალა და აბსოლუტურად სწორადაც მოიქცა. მისმა ამ სვლამაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეს არ იყო მოპოვებული ჰანდიკაპის შენარჩუნება, არამედ იყო სწორად გათვლილი პრაქტიკული ნაბიჯი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მეტოქე იძულებული იყო, შეეტია და აი, აქ უნდა დაეჭირა და საბოლოოდ მოეთავებინა მისთვის საქმე "ტორპედოს". მიეცა კიდეც ამის შანსი, მაგრამ მილოშ ლაჩნიმ ვერ გამოიყენა - ბურთი ხარიხას გაარტყა.
სამაგიეროდ, გამოიყენა ლაჩნის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ. ეს მომენტი მას არ შექმნია, მან თავად შექმნა და სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამისათვის ღირდა ამ თამაშის ყურება. მან დაინახა, რომ ალბანელი მცველები ერთ ხაზზე იდგნენ, ვითარება სწრაფად შეაფასა, გადაწყვეტილება მიიღო, ბურთი წინ გაიგდო, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აი, ესაა ფეხბურთი, აი, ესაა თამაში, აი, ესაა ქართველი ფეხბურთელის ტექნიკური უპირატესობა მეტოქესთან.
და რაც ბოლოს "ტორპედომ" ჩაიდინა, ამას არავითარი გამართლება არა აქვს - საქმე მოთავებულად ჩათვალა და მოეშვა. მერე მსაჯმა "კუკეშს" პენალტი აჩუქა, ბოლოს როინ კვასხვაძემ შესანიშნავ ნახტომში მოიგერია ალბანელი თავდამსხმელის ლამაზი მაკრატელა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წიმ ამავე ფორვარდის დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს და მოკლედ, გადავრჩით.
შეხვედრის ბოლოს თამაში ქუჩის ფეხბურთს დაემსგავსა, ასე ვთქვათ, აიჭრა და კიდევ კარგი, საფინალო სასტვენმაც სულზე მოგვისწრო. საქმისადმი ასეთი მიდგომა არ ეკადრება "ტორპედოს" და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ოდნავ უკეთესი გუნდი ამას არ გაპატიებს.
ალბანეთში ჩხეტიანის კრებული სამბურთიანი ფორით მიემგზავრება. დარწმუნებული ვარ, იქ სულ სხვანაირად ითამაშებს და შემდეგ ეტაპზე გავა, სადაც უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს შეხვდება. იქამდე კიდევ დროა, გუნდი კიდევ უფრო შეთამაშდება და რაც გუშინ პოზიტიური დაგვანახეს, ეს პროგრესია, კიდევ პერსპექტივა და ტექნიკური, გენეტიკური უპირატესობა (იმედია, ამას გადაჭარბებაში არ ჩამითვლით, რადგან ფაქტია) და ცოტა მეტი დრო რომ ჰქონოდათ ახალ ლეგიონერებს გუნდთან შესათამაშებლად, "შერიფთანაც" არ დამარცხდებოდა.
• dato
ავტორს ვეთანხმები ყველაფერში გარდა იმისა რითიც დაიწყო. ყველა ქართული გუნდი ფეხბურთელებს ევროტურნირების წინ იმატებს, რადგან მანამდე რომ დაიმატოს, ამას ფინანსები ჭირდება. ტორპედოს ვფიქრობ კარგი და პოტენციური ლეგიონერები ყავს შერჩეული და ისინი მოუმატებენ. რაც მთავარია მონდომება ეტყობათ. ძალიან მომწონს დაფე, სწრაფი და ტექნიკური ჩანს. წინ ტორპედო! 5 თამაშიდან 4 მოიგეთ, ყოჩაღ. იქნებ მე-5 მოგებითაც გაგვახაროთ, მაგრამ არამც და არამც არ ჩათვალოთ თავი მომდევნო ეტაპზე. ბრძოლაა საჭირო ალბანეთშიც.
• შოკირებული გულშემატკივარი
ფიზიკის პრობლემა ყველამ მოაგვარა ქართული გუნდების გარდა
• ho
ჩარჩენილხარ ძმაო კომუნისტურ წყობაში და ეგ არი. რას ნიშნავს სტადიონი არ უნდა იყოს? უნდა იყოს, მაგრამ არაფერი რომ არ გაგიკეთებია ცხოვრებაში, ძლივს ალბანეთის სოფლის გუნდს მოუგე და უცებ 40 ათასიანი სტადიონი მოგინდა, ეგრე არ არი. წესით თბილისშიც არ უნდა იყოს, უბრალოდ კომუნისტობის დროს აშენდა, თორე ეხლა ვის რად უნდა სტადიონი სადაც კაცი არ მივა. როცა ბილეთში 4 ლარს არ გადაიხდი, რად გინდა სტადიონი? ეხლა მეტყვი 4 ლარი თბილისლებს დაენანათო. სავსეა თბილისი ქუთაისლებით და ტორპედოს ქომაგებით, ამას დაუმატე ფეხბურთის მოყვარულები, რომელიც ტორპედოს კი არა, ოღონდ ქართველი თამაშობდეს და სპარტაკს უქომაგებენ. მაგრამ 4 ლარი არ გადაიხადეს. იმიტომ რომ არ ელოდნენ მოგებას, იმიტომ რომ გული გასკდა სვარკის ყურებით. მე პირადად ას გრამს ვსვამ თამაშის წინ, რომ ძალიან არ ვინერვიულო. იმიტომ რომ ბავშვობიდან ასწავლიან პაიჭაძის დროინდელ ფეხბურთს და როცა დავინახე ტორპედოს პასები, მეგონა სხვა არხზე ვუყურებდი უცხოელების თამაშს და კიდევ მრავალი. მთავარია როცა საქართველოში ბავშვებიც კი ვერ თამაშობენ ფეხბურთს, სტადიონი არ უნდა ააშენო. იმ 40 მილიონით ჯობია 400 ბალახის მოედანი გააკეთო და 4000 ბავშვი ავარჯიშო. 40 უცხოელი ტრეინერი ჩამოიყვანო, იქნება 10 წლის მერე მაინც გეშველოს. რაშიც გეთანხმები, გეთანხმები. მაგარი სისულელეა ის რომ თუმე ქართველები ტალანტები არიან და სხვები არა და თურმე გენებში გვაქვს ეს და სხვა ერებს არა.
• ამირანი
პირველ ტაიმში კარგები იყვნენ მარა მეორე ტაიმში დაეწყოთ ფიზიკური მოუმზადებლობა ერთი ტაიმში გუნდი ევროპაზე ვერაფერს გახდება დაცვაზე არავინ ფიქრობდა კიდევ კარგი ალბანელებით სიზუსტე აკლდათ თორემ უფრო სხვანაირი ანგარიშით დამთავრდებოდა მსაჯმა ერთი გოლი აჩუქა ეს რომ ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი არდაინიშნებოდს და რაც შეიძლება მაყურებლების უკმარისობა ქუთაისი ერთი მოღუნული სტადიონი რატომ არ უნდა ჰქონდეს რა გახდა კობიაშვილი პირდებოდა ყველას ათი ახალი სტადიონის და რუსები მაინც მოაწესრიგეთ რომელიც არის თოარა მალე მეზობელ ქვეყანაში მოგიწევთ თამაში
• რუსთავი
რაც შეეხება სტადიონს ქუთაისი არის თვითმართველი ქალაქია აქვს უფლება ბიუჯეტიდან გამოყოს თანხა და გაარემონტოს მაინც ტორპედოს სტადიონი ისე რომ აკრედიტაცია გაიაროს. ეხლა ქუთაისში ახალი სტადიონი რომ აშენდეს მაგას ძალიან დიდი თანხები ჭირდება ამ მშიერ ქვეყანაში აუცილებლად დარჩება ხალხი უკმაყოფილო რა გვესტადიონება ხალხი მშიერი კვდებაო ნუ გოგიასნაირები გამოხტებიან. არადა ქუთაისს რომ ყავს მილიონერები გაზრდილი ხო უყვართ ფეხბურთი ერთი სტადიონის გაშვანშვალება რა გახდა?დარწმუნებული ვარ ბიძინა რომ იყოს ქუთაისელი უეჭველი ექნებოდა ქუთაისს მაგარი სტადიონი
Mere da shen ra gixaria eg tu egre moxdeba? Da imedi maqvs bichebi bolomde ibrdzoleben da warmatebasac miagweven. Erti gaiget rom visi gulshematkivaric arunda iyo shida chempionatshi saertashoriso turnirebze yvelani saqartvelos warmoadgenen da yvelas ertnairad gulantebulad unda vugulshematkivrot. Me ert kitxva davsvam, ratom itamasha torpedom titqmis cariel stadionze? Sad iyo gulshematkivrebi? Analogiurad sxva gunds rom etamasha qutaisshi darwmunebuli iyavit stadioni savse iqneboda da gulmxurvale gulshematkivreba iqneboda. Gasagebia qartuli pexburti dges sadacaa. Gasagebia rom torpedos bevri susti wertili aqvs da shorsaa evropuli sashualo donis gundebidan. Gasagebia rom dacva chavarda bevrjer, pizikurad ver arian dzlierebi, magram am tamashshi lamazi da tavdadebuli brdzola achvenes bichebma da dapasebac unda. Cota chvenzec visaubrot xolme gulshematkivrebze. Kritika kargia ogond swori da mizanmimartuli momavali progresisaken. Da ara sityvebis raxaruxi. Aseti gulshematkivroba ar eqneboda sxva gunds rom etamasha qutaisshi rogori gushin torpedos Hqonda carieli tribunebi. Madloba yvelas vinc movida da mxari dauchira. Aq saqartvelos girsebas icavs dges es gundi romelic samwuxarod martoa evroturnurebze. Amitom nebismier gunds gulmxurvale unda vugulshematkivrot romelic arunda iyos saertashoriso turnirebze.
• მამლუ
აი შედეგი უპასუხისმგებლობისა და სამშობლოს უსიყვარულობასი,რაც ჩვენს მაფიოზ ფედერაციას არაფრად არ მიაჩნია და სულ არ ადარდებს რომ დასავლეთ საქართველოსი ერთი მაგარი საფეხბურთო „40„ ათასიანი სტადიონი რომ არაა, რათა ნაკრებს და დედაქალაქს დაეხმარნონ, და „500„ კმ არ იარონ და უზოგიერთი უფულობის გამო რომ ვერ ჩადის დედაქალაქში. აი ამის გამო და დანაპირების არ შესრულების გამო, რომ ნაკრებმა მსოფლიო ჩააგდო, და ერთი თამაშიც ვერ მოიგო, გადადგნენ მთელი ფედერაცია.
• guriidan
თქვენ 3-0 მოიგეთ ქუთათურებო და ვალდებული ხართ პლეიოფი ითამაშოოთ.წარმატებები და გვერდით გიდგათ მთელი საქართველო,გაგვახარეთ.
• smash
მოვიგეთ და ვაქებთ წააგებენ და მიწასთან ვასწორებთ. ვიტყვი რომ არ იყო მოსაწყენი თამაში გახსნილი და შემტევი, არ ველოდი ასეთ თამაშს. შეცდომები იქნებოდა რათმქუნდა გააჩნია ვინ რამდენს და როგორ გამოიყენებს. არაა გამორცხული ტორპედომ უსუსურად ითამაშოს ალბანეთში რაც შერიფთან გააკეთა. ასე რომ გადაჭარბებული მოლოდინები ნუ იქნება.
• ექსპერტი
ძალიან კარგი ანალიზია ტექსტი ცოტა დაულაგებელის შთაბეჭდილებას ტოვებს თუმცა ზოგადად ანალიზი მისაღებია. იკითხება რომ ჟურნალისტს ნამუშევარი აქვს და მეტნაკლებად კარგად აქვს თამაში გარჩეული
• 777
torpedo iqneba amoatrialeben dorcharivit
• 912
ტორპედოს მაგრად გაუმართლა წილისყრაში მაგრამ ნუ აკნინებთ ბიჭების მონდომებას ალბანეთში ხომ ეყოლებათ ყველა ფეხბურთელი და ვნახოთ რას იზამენ აქ რომ ბლატაობენ
• roma
მე ხალხო თქვენთან პოლემიკაში შემოსასვლელად არ დამიწერია კომენტარი,მე გული მწყდება და ვჯავრობ იმას,რომ ვინც გამომეხმაურეთ ვერ ჩაწვდით ჩემი კომენტარის არს და აზრს,ეს ძალიან საწყენია,რას ვიზამთ მე მეტი დაღეჭვა არ შემიძლია,მაგრამ გეტყვით მაინც იმას,რომ სტადიონები საჭიროა,რატომ უნდა თამაშობდეს ტორპედო თბილისში? ამაზე არ გიფიქრიათ?მე გიპასუხებთ,იმიტომ თამაშობენ,რომ ხალხი არის უთავმოყვარეო,ღირსება აყრილი,ამის მოთხოვნის და გაპროტესტების თავიც არ აქვს,რეგიონებს რაღაცას მიუგდებენ და ისინიც კმაყოფილი არიან,ხედავთ მთელი ნახევარი დასავლეთ საქართველო ჭაობში იხრჩობა,ვინაა გამპროტესტებელი ან მშველელი,გამპროტესტებელი არავინაა და მშველელი საიდან იქნება,გესმით ჩემი.რაც შეეხება ნიჭიერებას,კარგი სტადიონები,ბაზები და კარგი პირობები ხელს უწყობს ნიჭიერების შექმნას და გამოვლინებას,დამისახელეთ ქვეყნები,რომლებიც წარმატებას აღწევენ,მაგრამ კარგი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდეთ,არ არსებობს ასეთი ქვეყნები,რაც შეეხება კაპანაძის ნიჭიერებას ღმერთმა ქნას სუპერ ვარსკვლავი გამხდარიყოს,მაგრამ ვნახოთ 2-3 წელიწადში სად იქნებე ეს თქვენი კაპანაძე და რა ნიჭიერიცაა გაიგებთ,ისევე,როგორც ერთ დროს უმტკიცებდით ევროპას თუ როგორი სუპერვარსკვლავები გვეზრდებოდა მჭედლიძის,ყენიას და ანანიძის სახით,სად არიან დღეს ეს სუპერვარსკვლავები,მე რასაკვირველია ეს გარემოება არ მიხარია,მაგრამ მოდი ნიჭიერებაზე ჩვენ ნუ ვილაპარაკებთ,იმიტომ,რომ დროებით გაფაფხურება, სამწუხაროდ ჩვენ ნიჭიერება გვგონია,ბოლო-ბოლო გავიგოთ და შევიგნოთ,რომ ჯერ უნდა გადახტეთ და ჰოპა მერე უნდა დავიძახოთ.
• ჯ.ჩ.
იქ ასეთი თამაშით ფონს ვერ გავალთ.ძალიან უნდა იბრძოლონ ბიჭებმა,რომ სამი გოლი არ გაუშვან.იმედია ფიზიკაში მოუმატებენ.პრესკონფერენციაზე იმათი მწვრთნელი ხუმრობდა კიდეც დიდი ანგარიშით მოვიგებთო.ყოველ შემთხვევაში ჩანს იმედიანადაა.
• გულშემატკივარი
ნიჭი სად არის და, თორნიკე კაპანაძის გატანილი გოლი არის ნიჭიერი და ჭკვიანი ფეხბურთელის შემოქმედება, რომლითაც, შეხვედრის დონეს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ნებისმიერი ფეხბურთელი იამაყებდა.
• ჰაჰა
ქუთაისის წარმატება მახარებს, მაგრამ წაიკითხეთ იმათი მწვრთნელის ინტერვიუ მიზეზებზე: 1) მარჯვენა მცველი არ ჩავიდა ვიზის პრობლემის გამო, იქ გადაიყვანა ცენტრალური მცველი. აქედან სამი გოლი გავიდა. 2. ის მოზამბიკელი მხოლოდ იმ დილას ჩავიდა. 3. გარდა ამისა დისკვალიფიცირებული იყო იმათი მცველი. მე კი არ ვამბობ ის აუცილებლად მართალია, უბრალოდ ჩხეტიანმა გაითვალისწინოს. მე ვამბობ იქ უფრო მაგრა გვეთამაშებიან. იქ ისინი გაითვალისწინებენ, რომ ჩვენი დაცვა დირკაა, რომ ნახევარდაცვა აგვიანებს უკან დახმარებას, რომ ჩვენები ადვილად ჯარიმდებიან ჩვენ ნახევარზე, ხოლო შემდეგ სტანდარტულზე უჭირთ ორიენტაცია და სხვა. ისინი ადვილად იღებენ ბურთს, ჩვენები ვერ შეძლებენ პრესინგს, იმიტომ რომ ფიზიკურად სუსტები არიან, თამაშის ბოლოს წინააღმდეგობას ვერ ვუწევდით. ამასაც გაითვალისწინებენ და შეიძლება თუ თამაშის მსვლელობისას სამი ბურთი ვერ ამოქაჩეს, მთავარი აქცენტი ბოლო 10 წუთზე გააკეთონ. ისე პროგრესია, შარსშან ბოლო 20 წუთში ვიდექით უმოძრაოდ. პ.ს. ნუ გწყინთ, ჩვენ ყველას გვინდა რომ ქუთაისი გავიდეს.
• როისი
ნიჭიერება არ გამოიხატება სტადიონების აშენებით, კი გეთანხმებით, რომ სტადიონები არ გვაქვს ნორმალური მარტო ერთი დინამოს, მაგრამ არ შეიძლება ყველაფერს ნეგატიურად შევხედოთ, როცა ფეღბურთელს ნიჭი აქვს მას უვარგისი სტადიონი ვერ დაუკარგავს ამას.
• ჰაჰა
ფული არ არი და სტადიონიც არ არი. ჯობია ჯერ მოედნები გააკეთონ სავარჯიშოდ, გაზარდონ მართლა ნიჭიერები და არა გამოგონილი გენით ნიჭიერები, ხოლო სტადიონი ხალხისთვის არის, რომელიც მანამ არ წავა სტადიონზე სანამ ფეხბურთს არ ითამაშებ.
• ალეკო
ერთი ვერ გამიგია რა ფულს უხდიან იმდენს რომ ძარია ამ ნაგავ გუნდში თამაშობს
• Irakli Apkhaidze
გასაგებია რო გული შეგტკივა და თუ რამეს აპროტესტებ არა იმიტო, რო გუნდი არ გიყვარს და ა.შ. მაგრამ ქიმაძის და კაპანაძის შედევრები ნიჭიერების სერიიდან არ იყო? ჯგუფში რომ მოვხვდეთ და თუ ყველა წავაგოთ, საპირწონედ დიდ გამოცდილებას და მეტ პერსპექტივას (ფინანსურს, ტექნიკურს, სპორტულს) არ შევიძენთ?.. კრიტიკა და ცუდის დანახვა კარგია, მარა რაცაა იმას რატო უსვამ ხაზს?
• ლადო
კარგია ასეთი ანალიტიკური და კრიტიკული OP-ED ის ტიპის სტატიები. ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება ჯანსაღი კრიტიკა. ევროპის საშუალო დონემდე არც ისეთი უფსკრულია როგორც გვგონია
• roma
მე თბილიში ვცხოვრობ,მაგრამ ქუთაისელი ვარ,ამ ქალაქთან ბევრი რამ მაკავშირებს და ძალიან მიყვარს,ქუთაისში მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები,სამწუხაროდ 90-იანი გაუსაძლისი წლების შემდეგ მომიწია მისი დატოვება,იმდროისთვის იქ შეუძლებელი იყო ცხოვრება,არამარტო მე და ჩემს ოჯახს,არამედ ბევრმა ადამიანმა დატოვა მაშინ ქუთაისი,რაც შეეხება ტორპედოს ძალიან მინდა მოიგოს სტუმრად და შემდეგ ეტაპზე გავიდეს,მაგრამ არ შემიძლია ამ სტატიის ჟურნალისტს არ გამოვეხმაურო,რატომ წერთ არალეალურად,სად დაინახეთ ქუთაისის ტორპედოში ნიჭიერება და ნიჭი,ნუ წერთ არარეალურად,არამარტო ქუთაისის ტორპედოში,არამედ მთელ საქართველოს კლუბებში დღეს ნიჭიერება არ არსებობს,აგერ უკვე 20-25წელია და ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში,ქეც,რომ მოხვდეს ტორპედო ან საქართველოს ნებისმიერი კლუბი ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე,მერე რა იქნება,ყველა მატჩს წავაგებთ და მორჩა,ასევე მინდა ავღნიშნო ერთი გარემოება,უთავმოყვარეობა და ა.შ.ხალხო მთელ დასავლეთ საქართველოში ერთი სტადიონიც კი არაა სადაც ევროტურნირების ან ნაკრების გასამართი მატჩის ჩატარება არის შესაძლებელი,იმ მხარეში,რომელიც ქართული ფეხბურთის ძირითადი სამჭედლო იყო,წარმოგიდგენიათ,ერთი სტადიონიც კი არ არსებობს,ნორმალური და ამას არც არავინ არ ითხოვს და არ აპროტესტებს,ეს მარაზმია ხალხო,ეს ხომ წარმოუდგენელია,აი რაზე უნდა წერდნენ ჟურნალისტები,აი თემა რაზეც უნდა იყვეს გამახვილებული ყურადღება,ეს პრობლემა,რომ მოგვარდება,არა მარტო ეს,მაგრამ რაღაცით,ხომ უნდა დავიწყოთ,მაშინ ნიჭიერებაც გამოჩნდება და ფეხბურთის ხარისხიც ამაღლდება,მოკლედ ჟურნალისტებო ვსვამ კითხვას,რატომ თამაშობენ ტორპედო,ჩიხურა და სხვა კლუბები თბილისში,რატომ ართმევენ მათ მაყურებელს,სირცხვილი არაა მათ ცარიელ სტადიონზე,რომ ათამაშებთ,გუშემატკივრების გარეშე,აი რაზეა დღეს გასამახვილებელი ყურადღება,აი პრობლემა და ვითომ ნიჭიერი თაობაა ტორპედოში,რაც აბსურდია და მეტი არაფერი.
• მერაბი
საინტერესო სტატიაა.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით
არმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა
"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
მიზეზი თუ რატომ არ აჩვენა "პირველმა არხმა" კუკეში-ტორპედოს მატჩი
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
რა ხდებოდა "ტორპედოს" ავტობუსში "კუკეშთან" თამაშის შემდეგ [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს