ინგლისის მთავარ ლიგაში ცენტრალური დაპირისპირება იქნება ლონდონური დერბი "ჩელსისა" და "არსენალის" მონაწილეობით.

შარშანდლისგან განსხვავებით, ეს ორი გუნდი წლეულს ახალი მწვრთნელებით წარდგება ერთმანეთის წინაშე. განსხვავებულია ის შედეგიც და თამაშის ხარისხიც, რაც "ჩელსიმ" და "არსენალმა" პირველ ტურში აჩვენეს.

მაურიციო სარის შეგირდებმა "ჰადერსფილდს" სტუმრად 3:0 მოუგეს. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ "არისტოკრატებს" პრობლემა არ ჰქონიათ, თუმცა სტაბილურობა ჯერ კიდევ მისაღწევია და ეს ყოველ მომდევნო ტურში უნდა გამოჩნდეს. ახალი მწვრთნელი ასე უცბად ვერ დაალაგებს გუნდს, ამიტომ, სარის პრობლემები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეექმნას მანამ, ვიდრე ყველა და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

ძალიან უსახური იყო "არსენალი" "სიტისთან" პირველი ტურის საშინაო მატჩში, რომელიც ჩემპიონის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. უნაი ემერის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდზეც ვერ ვიტყვით, რომ დღესვე იდეალურად თამაშობს. ფორმის პიკამდე ჯერ კიდევ შორია.

თან ზეგინდელი მატჩიდან მოყოლებული, "სიტის" კარგა ხნით გამოაკლდება კევინ დე ბრუინი, რომელმაც ოთხშაბათის ვარჯიშზე მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა. როგორც ამბობენ, გვარდიოლა მის შემცვლელად ბერნარდო სილვას განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, "ჰადერსფილდი" ის მეტოქეა, რომელთანაც ექსპერიმენტები შესაძლებელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს "ბრაიტონს", ვისთანაც გასულ სეზონში 0:1 წააგო. საინტერესოა, როგორ ითამაშებს მეორე ტურში "ლივერპული", მას მერე, რაც სტარტზე 4:0 გაანადგურა ზაფხულში საკმაოდ გაძლიერებული "ვესტ ჰემი".

კარგი გუნდი ჩანს "კრისტალ პალასი", რომელმაც პირველ ტურში სტუმრად 2:0 მოუგო პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ფულჰემს". ამდენად, "ლივერპულის" ჩასვლა "სელჰარტს პარკზე" ძალიან საინტერესო მოვლენად მოჩანს. გასულ სეზონში "წითლებმა" ლონდონელ "არწივებს" ორივე თამაში მოუგეს.

ფაქტები

"არსენალი" და "ჩელსი" პრემიერლიგაში 52-ე მატჩს ჩაატარებენ. აქედან, "მეთოფეებს" თამაშების 54 პროცენტი აქვთ მოგებული, "არისტოკრატებმა" კი 54 პროცენტი მოიგეს ბოლო 26 დაპი

რისპირებიდან.

დამარცხების შემთხვევაში, "არსენალი" გაიმეორებს 1992/93 წლების სეზონის სტარტს, როცა გუნდმა პირველი ორი მატჩი წააგო.

"ევერტონი" არ დამარცხებულა "საუთჰემპტონთან" პრემიერლიგის 13 საშინაო შეხვედრაში.

"ნიუკასლმა" "კარდიფს" ჩემპიონატის (სხვადასხვა დონეზე) ბოლო 10 მატჩიდან ათივე მოუგო.

2004 წლის შემდეგ "ლესტერი" და "ვულვზი" პირველად ხვდებიან ერთმანეთს პრემიერლიგის ეგიდით.

"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 38 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო ("ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტისთან" გასულ სეზონში).

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ რომელუ ლუკაკუს პრემიერლიგის 20 გუნდიდან 17-ისთვის აქვს გოლი გატანილი. დარჩენილი სამიდან ("ბრაიტონი", "კარდიფი", "ვულვზი") ერთ-ერთი სწორედ ამ ტურის მეტოქეა, ვინც ლუკაკუს ჯერ არ დაუმწუხრებია.

"კრისტალ პალასი" და "ლივერპული" ორშაბათ დღეს უკანასკნელად 2014 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. 78-ე წუთისთვის ლონდონური გუნდი 0:3-ს აგებდა, თუმცა თამაშის გადარჩენა მოახერხა (3:3).

სადიო მანემ ("ლივერპული") "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გასათვალისწინებელია, რომ სენეგალელმა 2 გოლი გაიტანა "ვესტ ჰემთან" პირველი ტურის მატჩში.

ერთი გოლიც და, "კრისტალ პალასის" ფორვარდი ვილფრიდ ზაჰა გახდება კლუბის საუკეთესო ბომბარდირი პრემიერლიგის ეგიდით. დღესდღეობით, მას და კრის არმსტრონგს 23-23 გოლი აქვთ გატანილი.

პრემიერლიგა. II ტური

შაბათი. 18 აგვისტო

15:30 კარდიფი-ნიუკასლი

18:00 ევერტონი-საუთჰემპტონი

18:00 ლესტერი-ვულვზი

18:00 ტოტენჰემი-ფულჰემი

18:00 ვესტ ჰემი-ბორნმუთი

20:30 ჩელსი-არსენალი

კვირა. 19 აგვისტო

16:30 ბარნლი-უოტფორდი

16:30 მანჩესტერ სიტი-ჰადერსფილდი

19:00 ბრაიტონი-მანჩესტერ იუნ

ორშაბათი. 20 აგვისტო

23:00 კრ. პალასი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს