იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში "იუვენტუსში" თავდამსხმელ რონალდოს დებიუტი შედგა, რომელსაც წარმატებულს ვერაფრით ვერ უწოდებ. თუმცა, მისმა გუნდმა ვერონაში "კიევო" 3:2 დაამარცხა. დაამარცხა დიდი გაჭირვებით, 90+3-ე წუთზე ბერნარდესკის გატანილი გოლით.

ანგარიში მე-3 წუთზე კეილინის პასით ჰედირამ გახსნა. "იუვე" შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ 38-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. პოლონელ მეკარე შესნის ბურთი თანამემამულე სტეპინსკიმ შეუგდო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გატანილი თერთმეტმეტრიანით წინ გაიჭრნენ. სტუმრებმა დიდი ძალებით შეუტიეს და მოწოდების სიმაღლეზე იდგა "კიევოს" 39 წლის მეკარე სორენტინო. მაინც გაათანაბრა ბიანკონერიმ ანგარიში - ბონუჩისთან ბრძოლისას ბანიმ ბურთს საკუთარი კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე რონალდო გოლკიპერთან პირისპირ გაიჭრა და შეეჯახა. მეკარემ გრძნობა დაკარგა და დაეცა, ბურთი კი ცარიელ კარში თავით მანძუკიჩმა შეაგდო. მსაჯმა ჯერ ჩათვალა გოლი, ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ კი გააუქმა. გაირკვა, რომ უხეშობის გარდა პორტუგალიელმა ბურთზე ხელითაც ითამაშა.

სორენტინო საკაცით მოედნიდან გაიყვანეს და მის ნაცვლად კარში ჩამდგარ სეკულინს გოლი ბერნარდესკიმ გაუტანა, რომელსაც ფლანგიდან ალექს სანდრომ უპასა.

მოკლედ, "ბებერმა" ქალბატონმა" გაიმარჯვა, რონალდოს თამაშმა კი აშკარად უკეთესის სურვილი დატოვა.

ვერაფერს იტყვი, სერია A-ს დასაწყისი დამაინტრიგებელია, გაგრძელება საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო.

მათე
რონალდო!!! გაუმარჯოს ქუთაისის "ტორპედოს"
ლევანი
"უპასა" არა მომპასი, წერეთ ქართულად, ეგეთი სიტყვა არ არსებობს და არც მისი არსებობის საჭიროება

სათაურის შერჩევებში დიდი პრობლემა გაქვთ. მხოლოდ 7 დღის ნავარჯიშებმა რონალდომ პირველი თამაშისთვის მშვენივრად ითამაშა, თან უნდა ჩაჯდეს იუვენტუსში, სადაც დიდი ხანია ლიდერები არსებობენ და რონალდოს პირველ ნომრობას გუნდში დიდი დრო დაჭირდება საერთოდ თუ მოახერხა.
გიორგი
"უკეთესის სურვილი დატოვა" რა უბედურებაა. ქართულში ასეთი გამოთქმა არ არსებობს. რუსულიდან ნუ შემოგაქვთ.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?