"ბარსელონამ" და "რეალმა" ახალი სეზონი მოგებებით დაიწყეს - ლეო მესიმ ისევ გაიბრწყინა, აი, "სამეფო კლუბში" კი კრიშტიანო რონალდოს "ფუნქცია" გარეთ ბეილმა უნდა ითავოს.

პორტუგალიელი წავიდა და პორტუგალიელი მოვიდა - პირველივე მატჩში ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი "სევილიას" ახალწვეულმა ანდრე სილვამ.

ლეო მესიმ სეზონი დიდებულად დაიწყო - "ბარსას" ისტორიაში მე-6000 გოლი ლა ლიგაში, მორიგი დუბლი, შესანიშნავად შესრულებული მორიგი საჯარიმო...

Video

18.08.18 ბარსელონა - ალავესი 3:0

ლეოს წყალობით ჩემპიონმა "ალავესი" გატეხა და საბოლოოდ 3:0 დაამარცხა (ერთი გოლიც შეცვლაზე შესული ფილიპე კოუტინიოს ანგარიშზეა). ეს იყო ლა ლიგის ახალი სეზონის მე-5 მატჩი, თუმცა მასპინძლებმა გამარჯვება პირველად იზეიმეს.

ფაქტები

ლუის სუარესმა "ბარსელონას" მაისურით მე-200 მატჩი ითამაშა.

"ბარსელონა" ლა ლიგის ისტორიაში მეორე გუნდია ("რეალი" პირველია), რომელმაც 6 000 გოლს უწია.

მესიმ ლა ლიგაში "ბარსას" მეხუთეათასე და მეექვსეათასე გოლები გაიტანა (2009 და 2018 წწ.).

"ბარსას" ლა ლიგის გოლების 6.4% ლეო მესის გატანილია.

ლეო მესი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 15 სეზონში შეძლო გატანა (385 გოლი ლა ლიგაში).

ლეო მესიმ კარიერაში მესამედ გაიტანა საჯარიმო ასეთ სტილში (კედელს ბურთი ქვემოდან გაუძვრინა) - 2014 წლის მუნდიალზე მან ურუგვაის გაუტანა, ხოლო 2016/17 წლების სეზონში - "ჟირონას".

"მილანიდან" ანდალუსიაში გადასულ ანდრე სილვას საოცნებო დებიუტი გამოუვიდა - "სევილიამ" მისი ჰეთ-თრიკის წყალობით სტუმრად 4:1 მოუგო "რაიო ვალეკანოს". პაბლო მაჩინის გუნდმა ლა ლიგა რიხით დაიწყო.

ხულენ ლოპეტეგიმ "რეალში" ლა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მოიგო - მადრიდულ დერბიში "ხეტაფე" დაამარცხა.

Video

20.08.18 რეალი - ხეტაფე 2:0

I ტურის ფაქტები

ლა ლიგის 88-ე გათამაშების პირველი გოლის ავტორი "ლევანტეს" 27 წლის ფორვარდი როჯერ მარტია.

ჩემპიონატის პირველი დუბლი "ლევანტეს" კაპიტანმა ხოსე მორალესმა შეასრულა.

სანტი კასორლამ (ვილიარეალი) პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ (668 დღე).

"სელტამ" "ესპანიოლთან" თამაშში კარში ზუსტად მხოლოდ 2-ჯერ დაარტყა, რაც ამ გუნდისთვის შინ 2018 წლის ანტირეკორდია.

ასიერ გარიტანო (რეალ სოსიედადი) ერთადერთი მწვრთნელია ლა ლიგაში, რომელმაც ბოლო სამი სეზონის საწყის ტურში იმარჯვა.

ანდრე სილვა (სევილია) პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში დებიუტი ჰეთ-თრიკით აღნიშნა.

"უესკა" მხოლოდ მესამე კლუბია, რომელმაც ბოლო 72 სეზონში ლა ლიგაში დებიუტი სტუმრად გამარჯვებით აღნიშნა.

ლა ლიგა. I ტური

ბეტისი-ლევანტე 0:3

გოლები: 0:1 როჯერი (38), 0:2 მორალესი (54), 0:3 მორალესი (95)

სელტა-ესპანიოლი 1:1

გოლები: 0:1 ერმოსო (45), 1:1 დ. ლოპესი (52-საკ. კარში)

ვილიარეალი-სოსიედადი 1:2

გოლები: 1:0 ჟ. მორენო (16),1:1 ვილიან ჟოზე (40), 1:2 ხუანმი (71)

ბარსელონა-ალავესი 3:0

გოლები: 1:0 მესი (64), 2:0 კოუტინიო (83), 3:0 მესი (92)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ (46. კოუტინიო), პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო, ბუსკეტსი (85. ა. ვიდალი), რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე (77. არტური)

ეიბარი-უესკა 1:2

გოლები: 0:1 გალიარი (5), გალიარი (40), 1:2 ესკალანტე (69)

ვალეკანო-სევილია 1:4

გოლები: 0:1 ფ. ვასკესი (15), 0:2 ანდრე სილვა (31), 0:3 ანდრე სილვა (45), 0:4 ანდრე სილვა (79), 1:4 ემბარბა (85-პენ)

სევილია (5-3-2): ვაჩლიკი - ხესუს ნავასი, მერკადო, კიაერი, გომეს სოლა, ესკუდერო (61. ალ. ვიდალი) - სარაბია (77. ლ. მურიელი), მესა, ბანეგა (70. ამადუ) - ანდრე სილვა, ფ. ვასკესი

რეალი-ხეტაფე 2:0

გოლები: 1:0 კარვახალი (20), 2:0 ბეილი (51)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, მარსელო - სებალიოსი (71. მოდრიჩი), კროოსი, ისკო (58. კაზემირო) - ბეილი (77. ლ. ვასკესი), ბენზემა, ასენსიო

ჟირონა-ვალიადოლიდი 0:0

ორშაბათი. 20 აგვისტო

ვალენსია-ატლეტიკო 22:00

ბილბაო-ლეგანესი 23:59

მომდევნო ტური

24 აგვისტო: ხეტაფე-ეიბარი, ლეგანესი-რეალ სოსიედადი

25 აგვისტო: ალავესი-ბეტისი, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, ვალიადოლიდი-ბარსელონა

26 აგვისტო: ესპანიოლი-ვალენსია, სევილია-ვილიარეალი, ჟირონა-რეალი

27 აგვისტო: ლევანტე-სელტა, ბილბაო-უესკა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"სირცხვილია. ოქროს ბურთის" მსგავსი ჯილდოების ამიტომ არ მჯერა" - "სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა რაფინიაზე ისაუბრა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა - "ვესტ ჰემის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
ფონსეკამ "მილანიდან" დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
შოკი და აღშფოთება პორტუგალიაში - რონალდო ჟოტას დაკრძალვას არ დაესწრო
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
"მილანს" უახლოეს საათებში კიდევ ერთი ფორვარდი გამოემშვიდობება
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
ანდრე სილვა ესპანეთში ჩაფრინდა და დღეს "სევილიას" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ვესტ ჰემმა" ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ოფიციალურად: გრემ პოტერი "ვესტ ჰემის" ახალი მწვრთნელია
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი ლოპეტეგი შეიძლება გადააყენონ
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
"ვესტ ჰემს" "აიაქსიდან" ბრობის, ან "ლაიფციგიდან" სილვას იჯარით დამატება სურს
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
ანდრე სილვა კარიერას "სოსიედადში" გააგრძელებს
მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დასაცავად უძლიერესი შემადგენლობით წარსდგებიან
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
"ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილმა ლოპეტეგიმ შესაძლოა, სანაკრებო დონეზე გადაინაცვლოს