ვეტერანმა მექსიკელმა ფეხბურთელმა ჩიჩარიტომ, რიო ფერდინანდის პოდკასტში "რეალში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"ბლანკოსის" ყოფილი ფორვარდის თქმით, ფეხბურთის გულშემატკივრები გარეთ ბეილს სათანადოდ ვერ აფასებენ.

"გარეთ ბეილი ფანტასტიკური იყო, ძალიან მიყვარს. მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ესპანურად არ საუბრობდა, მაგრამ ის ესპანურად საუბრობდა და ესმოდა კიდეც. გასახდელში შესანიშნავი ადამიანი იყო.

მასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. იგივე შემიძლია ვთქვა ლუკა მოდრიჩსა და ტონი კროოსზეც, ისინი ესპანურად კარგად საუბრობდნენ, თუმცა ერთმანეთთან ურთიერთობისას საკუთარ ენას ან ინგლისურს ამჯობინებდნენ. ამიტომ მათთან ინგლისურად ვსაუბრობდი.

ბეილი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და დღესაც დაუფასებლად მიმაჩნია. ვფიქრობ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

ვერ ვიგებ იმ ისტორიების დიდ ნაწილს, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდა. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. რამდენჯერ აქვს ჩემპიონთა ლიგა მოგებული? რამდენ ბრიტანელ ფეხბურთელს შეუძლია თქვას, რომ ეს ტიტული სამჯერ ან ოთხჯერ მოიგო? (ბეილმა ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო - რედ.)

წარმოიდგინეთ: მარცხნივ კრიშტიანო რონალდო, მარჯვნივ გარეთ ბეილი, ცენტრში კი კარიმ ბენზემა. ეს უბრალოდ გიჟური შემადგენლობაა.

შემდეგ ბეილი და კარიმი დაშავდნენ, მე კი კრიშტიანუსთან ერთად დავიწყე თამაში და კარგად გამოვიყურებოდი, მნიშვნელოვანი გოლებიც გავიტანე. მაგრამ როცა ეს სამი ფეხბურთელი გყავს, სხვა რა უნდა გააკეთო?

თუ მოწინააღმდეგე გუნდის მცველი ხარ და შენ წინ რონალდო, ბეილი და ბენზემა დგანან, ეს ძალიან რთულია. ასეთების წინააღმდეგ თამაშის შემდეგ დაძინებაც კი რთულია", - განაცხადა ჩიჩარიტომ.

ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"მას ბევრი აქვს სასწავლი" - მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ჩიჩარიტო: დაუჯერებელია, მე ამხელა ხელფასი მაქვს, ექიმებს კი - არაფერი
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ჩიჩარიტო მშობლებთან საუბრისას ატირდა: "გალაქსიში" მივდივარ მამიკო, ევროპულ ოცნებას ვტოვებ... [VIDEO]
ჩიჩარიტო "ლოს ანჟელეს გალაქსიში" გადავიდა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ჩიჩარიტომ ქალებზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ ბოდიში მოიხადა