სერია A-ს პირველი ტური ნაკლული გამოდგა ცნობილი ტრაგედიის გამო. გენუის ორივე გუნდს გადაუდეს თამაში და, მათ გარდა, პირველ ტურში ვერ ვნახეთ "მილანი" და "ფიორენტინაც"...

...სამაგიეროდ, ვნახეთ კრიშტიანო რონალდოს დებიუტი სერია A-ში. ამიტომაც განუზომლად დიდი იყო ინტერესი "კიევოსა" და "იუვენტუსის" მატჩის მიმართ. მასიმილიანო ალეგრიმ რონალდო გამოკვეთილ ფორვარდად დააყენა. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი შესამჩნევი ფიგურა იყო მოედანზე, მაგრამ პირველ მატჩში ამაოდ დაშვრა, "იუვემ" კი ურთულესი თამაში მოიგო ძალზე მოტივირებულ "მფრინავ ვირებთან".

თავის დროზე, რონალდომ პრეზენტაციისას თქვა - ვიცი, რომ სერია A ძალიან რთული ლიგააო. ახლა მან ეს უკვე საკუთარ ტყავზე გამოსცადა. "იუვეს" ახალწვეულთან უცნაურ ვითარებაში შეჯახებისას ცხვირი გაიტეხა "კიევოს" მეკარე სტეფანო სორენტინომ, რომელიც სტადიონიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გააქანეს...

Video

18.08.18 კიევო - იუვენტუსი 2:3

"ლაციო" ჩირო იმობილეს შესანიშნავი გოლით უგებდა "ნაპოლის", მაგრამ საბოლოოდ მაინც წაგებული დარჩა. ეს იყო კარლო ანჩელოტის პირველი მატჩი სერია A-ში 9-წლიანი უცხოური "მივლინების" შემდეგ.

Video

19.08.18. ლაციო - ნაპოლი 1:2

დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ამიტომ პირველი ტურის მიმოხილვაზე მეტად საინტერესო უფრო ის იყოს, რა ტრანსფერები განხორციელდა სერია A-ში "ფანჯრის" დახურვის წინ, რაზეც გასაგები მიზეზის გამო მკითხველს ვერ ვუამბეთ.

მაშ ასე:

დიეგო ლაქსალტი "ჯენოადან" "მილანში" გადავიდა. მილანურმა კლუბმა მასში 18 მილიონი გადაიხადა. ურუგვაელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 93-ე ნომერი აიღო.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მილანმა" მეორე ფეხბურთელიც შეიძინა - სამუელ კასტილიეხო "ვილიარეალიდან". ამ ფეხბურთელმა შარშან, ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი და 8 შედეგიანი პასი დააგროვა. ესპანელი "მილანში" მეშვიდე ნომრით ითამაშებს.

საპირისპირო მიმართულებით - "მილანიდან" "ვილიარეალში" გადავიდა კარლოს ბაკა. შარშან კოლუმბიელმა იჯარით სწორედ ამ გუნდში ითამაშა. ასე რომ, ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდება. ლა ლიგაში ბაკამ 35 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

პეპე რეინასთან გამოთხოვების შემდეგ "ნაპოლი" მეკარეს ეძებდა და ტრანსფერების ბოლო დღეს "არსენალიდან" იჯარით აიყვანა დავიდ ოსპინა. იტალიელებს კოლუმბიელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

სიმონე ძაძა სამშობლოში დაბრუნდა. ფორვარდის შეძენასთან ახლოს იყო "სამპდორია" და თითქოს ამ გუნდმა მოილაპარაკა "ვალენსიასთან", მაგრამ თავად ძაძამ "ტორინო" აირჩია. ტურინელებმა იჯარაში 2 მილიონი გადაიხადეს.

ვეტერანმა ფორვარდმა ჟერვინიომ დატოვა ჩინეთი და სერია A-ში დაბრუნდა. ის "პარმაში" გააგრძელებს კარიერას. კოტდივუარელი ამ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 27-ე ნომრით ითამაშებს.

რაგნარ კლავანი "ლივერპულიდან" "კალიარიში" გადავიდა, რომელმაც ესტონელში 2 მილიონი ევრო დახარჯა.

ემილიანო რიგონიმ დატოვა "ზენიტი" და იჯარით წავიდა "ატალანტაში".

"იუვენტუსმა" "არსენალიდან" შეიძინა სტეფ მავიდიდი, რომელიც ფორვარდია და კარიერაში ორი გოლი აქვს გატანილი ("ჩარლტონის" რიგებში).

კოსტარიკელი ჯოელ კემპბელი სერია A-ში დაბრუნებულ "ფროზინონეში" გადავიდა.

სერია A. I ტური

კიევო-იუვენტუსი 2:3

გოლები: 0:1 ხედირა (3), 1:1 სტეპინსკი (38), 2:1 ჯაკერინი (56-პენ), 2:2 ბანი (75-საკ. კარში), 2:3 ბერნარდესკი (90+3)

იუვენტუსი (4-2-3-1): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (84. ემრე ჯანი), პიანიჩი - კუადრადო (56. ბერნარდესკი), დიბალა, დუგლას კოშტა (64. მანჯუკიჩი) - რონალდო.

ლაციო-ნაპოლი 1:2

გოლები: 1:0 იმობილე (25), 1:1 მილიკი (45+3), 1:2 ინსინიე (59)

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი (46. ბასტოსი), აჩერბი, რადუ - კასერესი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ბადელი (68. კორეა), პაროლო (88. კატალდი), მარუშიჩი - ლუიშ ალბერტო, იმობილე.

ნაპოლი (4-3-3): კარნეზისი - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჰამშიკი (70. დიავარა), ზელინსკი (85. როგი) - კალიეხონი, ინსინიე (76. მერტენსი), მილიკი.

ტორინო-რომა 0:1

გოლი: 0:1 ჯეკო (89)

რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პასტორე (75. შიკი), დე როსი, სტროოტმანი - იუნდერი (70. კლუივერტი), ელ შაარავი (60. კრისტანტე), ჯეკო.

Video

19.08.18 ტორინო - რომა 0:1

ბოლონია-სპალ 0:1

გოლი: 0:1 კურტიჩი (71)

გაძევება: ნადი (89. ბოლონია)

ემპოლი-კალიარი 2:0

გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 2:0 კაპუტო (52)

პარმა-უდინეზე 2:2

გოლები: 1:0 ინგლეზე (43), 2:0 ბარილა (59), 2:1 დე პაული (65-პენ), 2:2 ფოფანა (69)

სასუოლო-ინტერი 1:0

გოლი: 1:0 ბერარდი (27-პენ)

ინტერი (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, მირანდა, დალბერტი (46. პერიშიჩი) - პოლიტანო, ვესინო, ბროზოვიჩი (86. კარამო), ასამოა - მარტინესი (69. კეიტა) - იკარდი.

Video

19.08.18 სასუოლო - ინტერი 1:0

ორშაბათი. 20 აგვისტო

22:30 ატალანტა-ფროზინონე

სამპდორია-ფიორენტინა გადაიდო

მილანი-ჯენოა გადაიდო

მომდევნო ტური

25 აგვისტო. იუვენტუსი-ლაციო, ნაპოლი-მილანი

26 აგვისტო. სპალ-პარმა, კალიარი-სასუოლო, ფიორენტინა-კიევო, ფროზინონე-ბოლონია, ჯენოა-ემპოლი, ინტერი-ტორინო, უდინეზე-სამპდორია

27 აგვისტო. რომა-ატალანტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი!" - კრიშტიანო რონალდომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი