ქართული კლუბების სახელები კამათის საგანი არაერთხელ გამხდარა, თუმცა ბევრისთვის ნაკლებად ცნობილია, რა უდევთ მათ საფუძვლად.

"დინამო" - ეს სახელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატებში 4 გუნდს ჰქვია: თბილისის, ბათუმის, სოხუმისა და "ნორჩს". თუმცა ამავე სახელით კლუბი კალათბურთშიც გვყავს და დღევანდელ გორის "დილასაც" ერქვა. ზოგადად, სახელი "დინამო" პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ქვეყანა არ მოიძებნება, სადაც ამ სახელით სპორტის რომელიმე სახეობაში გუნდს ან სპორტულ საზოგადოებას რომ არ წააწყდეთ. აღნიშნული სახელი პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღმაც გამოიყენება. მაგალითად, ამერიკულ მლს-ში არის გუნდი ჰიუსტონის "დინამო".

რა არის "დინამო"? - სიტყვა დინამიკიდან მოდის და ეწოდება გენერატორს, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მას სხვადასხვა სახის გამოყენება აქვს, მარტივად რომ ვთქვათ, თუნდაც ველოსიპედზე დამაგრებულ დინამოს პატარა ბორბალი ატრიალებს, რომელიც სალტეს აწვება. ამ დინამოს შიგნით მაგნიტია, რომელიც მავთულის კოჭის მახლობლად ბრუნავს.

მაგნიტური ველის კოჭაში გავლისას, ელექტრული დენი აღიძვრება. ეს დენი კოჭის მახლობლად მბრუნავი მაგნიტის ხან ერთ პოლუსს გაივლის, ხან კი - მეორეს. ამიტომ ხან წინ მიედინება, ხანაც - უკან. ასეთ დენს ცვლადი დენი ეწოდება.

"ტორპედო" - ეს დასახელებაც საკმაოდ გავრცელებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპორტში. ეს არის წყალქვეშა იარაღი, გამოიყენება გემების წინააღმდეგ. დამახასიათებელია ცილინდრული ფორმა, გააჩნია საკუთარი ძრავა და წყალქვეშა ფრთები მანევრირებისთვის.

"ლოკომოტივი" - ფრანგული სიტყვაა, რაც აღნიშნავს მანქანას, რომელიც მოძრაობს რკინიგზის ლიანდაგზე და განკუთვნილია მატარებლის შემადგენლობის ან ცალკეული ვაგონების წასაყვანად.

"ჩიხურა" - არის მდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, 2042 მეტრ სიმაღლეზე.

"კოლხეთი" - დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, იმერეთს, გურიას, აჭარას, რუსეთის, სოჭისა და ტუაფსეს მხარეებს და თანამედროვე თურქეთის რიზეს, ტრაპიზონის, გირესუნის პროვინციებსა და ართვინის პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს. ფაზისი, იგივე ფოთი კი მისი დედაქალაქი იყო.

"სიონი" - უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში, მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს. ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.

"დილა" - რატომ ჰქვია გორულ გუნდს "დილა"? ადრე ნამდვილად არ ვიცოდი და არც კლუბის საიტზე არ არის განმარტებული სახელის დარქმევის მიზნობრიობა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ გორულ კლუბს სახელი იოსებ სტალინის ლექსის, "დილას" მიხედვით აქვს შერჩეული.

"ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,

გადაჰხვეოდა იასა,

ზამბახსაც გაჰღვიძებოდა

და თავს უხრიდა ნიავსა.

ტოროლა მაღლა ღრუბლებში

წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,

ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,

ნაზის ხმით ამას ამბობდა:

"აყვავდი ტურფა ქვეყანავ,

ილხინე, ივერთ მხარეო,

და შენც, ქართველო, სწავლითა

სამშობლო გაახარეო!"

დანარჩენ ეროვნული ლიგის კლუბებს სახელი სათამაშო ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აქვთ შერჩეული.

ქომაგი
ჭიათურის "მაღაროელი" ან ტყიბულის მეშახტეც აგეხსნათ ბარემ
trew
ტორპედო - ავტომშენებელთა ქარხანა

ძალიან გამეხარდა, რომ რეალური ისტორია დაწერა ვიღაცამ, თუნდაც კომენტარებში. დიდად ასაკიანი არ ვარ, მაგრამ მეც კი ვიცი საიდან რა დაერქვა. სტატი ამაზრზენი იყო.
კახა
ავტორ რა სტატიაა ეგ? ეს რაა უბედურებაა? თუ განიხილავ საიდან მოდის ქართული საფეხბურთო კლუბების სახელები მაშინ ეს რა დილეტანტიზმია? გასაგებია ჩიხურა, კოლხეთი, სიონი კონკრეტული რაიონის კლუბებია და ამ რაიონებთან დაკავშირებული გეოგრაფიული თუ ისტორიული სახელებიო ქვიათ. დინამო, ლოკომოტივი, ტორპედო - მათთან დაკავშირებით რეებს ბოდავ. მრჩებაშთაბეჭდილება, რომ ახალგაზრდა თაობის სპეციალურად უმალავთ ინფორმაციას, რომ ეს სახელები დაკავშირებულია საბჭოეთთან. როდესაც რევოლუციის მერე ახალგაზრდების საბჭოთა სულისკვეთებით აღზრდის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებს დაევალათ სპორტული საზოგადოებების შექმნა, მათზე შეფობა და კონტროლი. ერთ-ერთი პირველი შეიქმნა სპორტსაზოგადოება "დინამო", რომელიც შექმნა რუსეთის შინსახკომმა (ენკავედე), საზოგადოების პირველი თავმჯდომარე იყო ფელიქს ძერჟინსკი. შემდგომში სსრკ დაშლამდე "დინამო" იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოება. თავდაცვის სამინისტროს სპორტსაზოგადოება იყო "ცსკა", რკინიგზის - "ლოკომოტივი" და ა.შ. აი აქედან მოდის ქართული კლუბების სახელები - "დინამო", "ლოკომოტოვი", "ტორპედო", "სპარტაკი" და სხვა..
David
წნორის მილანს ვის პატივსაცემად დაერქვა სახელი?
Giorgio
Orjer wamishales komentari, sadaa soxumis dinamo?
Aleko
Tu cer statias mashin sapudzvlianad imushave temaze,Araperi giceria 2 gzis chempionze,supertasis mplobel wit-georgiaze,naxevarma saqartvelom ar icis rato kvia wit-georgia.tu egec adgilmdebareobis mixedvitaa?
ვიტ-ჯორჯია მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგა 1-ში არ თამაშობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს