ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

ყაზახეთის ნაკრების შემადგენლობის ანალიზი - ასტანაშივე უნდა მოვიგოთ!

21 აგვისტოს ცნობილი გახდა ყაზახთა ის 23 ფეხბურთელი, რომლებიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 6 სექტემბერს ყაზახეთში უნდა ვიხილოთ.

თუმცა, როგორც მეტოქეთა პრესსამსახურმა აღნიშნა, ეს სია საბოლოო არ არის და ცვლილებები შეიძლება მოხდეს.

მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად და გავაანალიზოთ ბულგარელი სპეციალისტის, სტანიმირ სტოილოვის არჩევანი, რომელსაც ძალიან უყვარს ექსპერიმენტები და რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკით ათამაშებს გუნდს, ვიდრე მისი წინამორბედი იყო.

სტანიმირ სტოილოვმა სულ 3 შეხვედრაში უხელმძღვანელა გუნდს. სამივე ამხანაგური დაპირისპირება იყო. მისი რჩეული ტაქტიკა 4-3-3 გახლდათ. ამ სამ დაპირისპირებაში მათ უნგრეთი (3:2) და აზერბაიჯანი (3:0) დაამარცხეს, თუმცა ბულგარეთთან (1:2) ვერაფერი გააწყვეს.

მეკარე

როცა ალექსანდ ბოროდიუკი იყო მწვრთნელი, ის დავით ლორიას ენდობოდა. თუმცა სტოილოვის ფორმაციის ნაკრებში ის განაცხადშიც აღარაა.

სტოილოვი არ ენდობა ყაზახეთის ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეს, "კაირატის" 25 წლის ფეხბურთელ სტას პოკატილოვს. თუმცა განაცხადში არის "კაირატის" მეორე მეკარე, 32 წლის ვლადიმერ პლოტნიკოვი, რომელიც მაგალითად, ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

თუმცა პირველი სამი თამაშიდან გამოჩნდა, რომ პირველი ნომერი "ასტანას" 36 წლის მეკარე ნენად ერიჩი იქნება. ის სტატისტიკურად ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლს უშვებს, მაგრამ ნაკრების მაისური ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს მოურგია. ზოგადად, მას სულ 3 თამაში აქვს ნაკრებში ჩატარებული და ყველა ამხანაგურ შეხვედრაში, მათგან ორი სტოილოვის ხელმძღვანელობის დროს.

დაცვა

დაცვის ხაზიც, ანალოგიურად, სამი ყაზახური გუნდის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ცენტრალური მცველების არჩევისას შეუძლია აირჩიოს "ასტანას" წყვილი - სერგეი მალი და იური ლოგვინენკო, თუმცა ლოგვინენკოს არ ენდობა და მის პოზიციაზე მარჯვენა მცველ აბზალ ბეისებეკოვს იყენებს.

მარცხენა მცველის პოზიციაზე უკონკურენტოა ნაკრების ლიდერი და კაპიტანი დიმიტრი შომკო, თუმცა აქვს გაფუჟან სუიამბიევის ვარიანტი, რომელიც "კაირატის" მცველია და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარეთთან შომკო სკამზე დასვა და სუიამბიევს დააკვირდა, თუმცა ეს ექსპერიმენტი სტოილოვს ჩაუვარდა.

აი, მარჯვენა მცველად, რაც უნდა გასაკვირი იყოს, "ასტანას" ცენტრალურ მცველ ევგენი პოსტნიკოვს იყენებს და მას სრული ნდობა აქვს, როცა ამ პოზიციაზე ერთადერთ გამორჩეულ ფეხბურთელს, ბეისებევკოვს ცენტრალურ მცველად ათამაშებს.

თუ რაიმე არ შეიცვალა 6 სექტემბრამდე, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ "ასტანის" დაცვის ხაზი ანალოგიურად განლაგდება.

ნახევარდაცვა

სტოილოვი ერთ საყრდენ ნახევარმცველს ენდობა, თუმცა არც აქვს დიდი არჩევანი ამ პოზიციაზე. შეუცვლელია "კაირატის" 25 წლის ფეხბურთელი ისლამბეკ კუატი.

მის გვერდით ვიხილავთ შემტევებს, ამავე გუნდის 25 წლის ფეხბურთელ ბაირუჟან ისლამხანს და "ასტანას" ტალანტს, 20 წლის ბახტიორ ზაინუტდინოვს. ეს სამეული ცენტრალურ ნახევარდაცვაში პოზიციების მოპოვებას შეეცდება.

საერთო ჯამში, ნახევარდაცვა ყველაზე სუსტ წერტილად უნდა შეფასდეს. ნაკრების მთავარ მომმარაგებელ კლუბებსაც კი ამ პოზიციებზე ლეგიონერები ჰყავთ და ადგილობრივ ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობიან. სტოილოვის არჩევანი კი მინიმალურია, ერთმა ფეხბურთელმაც რომ მიიღოს ტრავმა, მას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

თავდასხმა

განაცხადში ვერ მოხვდა სერგეი ხიჟიჩენკო, რომელსაც სტოილოვი ამხანაგურ შეხვედრებში აკვირდებოდა. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ ის "ორდაბასში" გადავიდა, სადაც ჯერჯერობით სათადარიგო შემადგენლობაშია.

დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს სტოილოვისთვის ნაცნობი და სანდო წყვილი, "ასტანას" 24 წლის ერთ-ერთი ბომბარდირი რომან მურთაზიევი და ერთადერთი ლეგიონერი, ყაზახური ფეხბურთის 18 წლის ტალანტი და რუსული"უფას" თავდამსხმელი იერკებულან სეიდაჰმეთი, რომელიც ჯერჯერობით "უფას" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

დიდი ალბათობით, მესამე ამ პოზიციაზე "ორდაბასის" შემტევი იერკებულან ტუნგიშბაიევი იქნება, თუმცა შეიძლება "ტობოლის" შემტევი ბაირუჟან ტურისბეკი არჩიოს.

დასკვნა

სტანიმირ სტოილოვს ძალიან უყვარს შემტევი ტაქტიკა. მას ორი ვარიანტი აქვს: ან გუნდი ბევრი შემტევით დააკომპლექტოს, ან მცველებით. მათ ნაკლებად შეუძლიათ ბურთის კონტროლი და სავარაუდოდ, ამ კომპონენტს დაგვითმობენ, რადგან ყაზახეთის ნაკრებში ნახევარდაცვაში არცთუ ისე დიდი არჩევანია.

ისინი შეეცდებიან ფლანგების გამოყენებას, რაც მათი პლუსია. ბულგარეთთან და უნგრეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ისინი უკანმოუხედავად მიდიან წინ და გამოირჩევიან დამუშავებული კომბინაციებით.

მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, იმის მიუხედავად, რომ "ასტანა" და "კაირატი" კარგი გუნდებია, მეტოქეს კი აქვს იმის "ფუფუნება", რომ ნაკრები ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებით დააკომპლექტოს, ჩვენ გვყავს ლეგიონერები, რომლებიც საერთო ჯამში, ბევრად უფრო დიდ ძალას წარმოადგენენ, ვიდრე მთლიანად ყაზახეთის ნაკრები და ეს ორი გუნდი.

უნდა მოვიგოთ თუ არა ასტანაში? - უნდა მოვიგოთ კითხვის ნიშნების გარეშე! სხვა შემთხვევაში არაფერი არ გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე. რთულ გზაზე გრანდებს ვაბრალებთ ვერგასვლას, მარტივ გზაზე კი უნდა გავიაროთ...

• ძეკე

კვასხვაძე-კაკაბაძე-კვირკველია-კაშია-ქიმაძე-კანკავა-გვილია-ყაზაიშვილი-ჩაკვეტაძე-პაპუნაშვილი-კაჭარავა. მჭედლო, ოქრი, ქვილითაია, ჯანო დიდი დანაკლისია ნაკრებისთვის მაგრამ ამ ეტაპზე ოპტიმალური ეს გუნდია!

• s.s.

როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები და დიდი ამბიციები გვაქვს, მოგება რა თქმა უნა კარგია, მაგრამ ფრეც არ იქნება ცუდი.

• emigranti

არაბიძე რატომაა გამორიცხული ვერ ვხვდები. სწორედ არაბიძე უნდა იყოს მოხეტიალე თავდამსხმელად მე თუ მკითხავთ.

• zaza

ვინცაქ დამამინუსა იმათ ვეკითხები უკეთესები გყავთ ვინმე თუ რატო მამინუსებთ დაასახელეთ ერთი თქვენებური ნაკრები.მარა უბედურებაც ეგარი რო არ გყავთ მეტი უკეთესეი დღესდღეობით და ვერც ვერავის დაასახელებთ.თორე აქ წერას რაუნდა.გრამატიკის სწავლა მაგას არ ჭირდება და კლავიატურა კიდე აღუ ბავშვმაც იცის.დდ

• 777

დაცვაში ყველაფერი რიგზეა,კარგი ფეხბურთელები გვყავს,მეკარის პრობლემაც მოგვარებულია,ნახევარდაცვაში საკმაო კონკურენციაა აი თავდასხმის ხაზის კი რა მოგახსენოთ,ქვილითაია დიდი დანაკლისი იქნება ნაკრებისათვის,თუმცა ყაზახეთთან მაინც მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა სხვა შედეგი არც უნდა განვიხილოთ!!!

• zaza

და რომელია ეგ ოპტიმალური შემადგენლობა რათქმაუნდა ჯანოს და ოქრის გამოკლებით.მეკარე მახარაძე იქნება კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი. - კანკავა, გვილია- ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, - ქვილითაია.ეგარიდა ეგ მეტი ვინგყავს მეტი რაუნდა ქნას ვაისმა კიო ეგარარიდა . არაბიძე გამორიცხულია.

• giga

ჰა ჰა-ს მეგობარო რას ნიშნავს არ გვყავს დაცვა, კვირკველია რუსეთში საუკეთესოა, კაშო ნამდვილი ლიდერია თავისი გუნდის, კაკაბაძე ერთი პროგრესირებადია, ნავალოვსკის დინამო მინსკი ცუდი გუნდი გგონია? ყველაზე დიდი კონკურენცია ნახევარდაცვაში გვყავს რაც რათქმაუნდა კარგია, ჯაბა, გვილია, აბურჯანია, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, ჩაკვეტაძე, არაბიძე, ლობჟანიძე, ყაზაიშვილი, მერებაშვილი, პლიუს ჯანო და ოქრი. შენი არ ვიცი მაგრამ მე პირადად დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების. რაც შეეხება ბოლო თამაშებს თუ კარგად დააკვირდებოდი მესამე გუნდით ვითამაშეთ.

• roma

არანაირი ფრე და სისულელე. ყველა თამაში უნდა მოვიგოთ თუ რამე ამბიცია გაგვაჩნია, ბოლო ორ თამაშში ჩვენმა ნაკრებმა ცუდად კი ითამაშა მაგრამ ის არ ამართლებთ რომ მეორე გუნდით ვითამაშეთო მაინც უნდა მოგვეგო. რაც შეეხება ყაზახეთთან ჩვენს შემადგენლობას: კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი. - კანკავა, გვილია- ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, პაპუნაშვილი, - ქვილითაია ან მჭედლიძე. ამ მომენტში საუკეთესო ვარიანტია ჩემი აზრით, რათქმაუნდა ძალიან მაგარი იქნებოდა ჯანო და ოქრიაშვილი რომ ყოფილიყვნენ ჯამრთელად და ფორმაში მერე უკვე სხვა თამაში იქნებოდა მოსალოდნელი.

• Vakhtang Lobzhanidze

ვფიქრობ, ფრე მშვენიერი შედეგი იქნება ჩვენთვის ამ ეტაპზე. ქვილითაია და ჯანო ძალიან დიდი ძალაა და მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება..

• ლ.ჯ

მეორე შემადგენლობით ვიყავით ბოლო ორ ამხანაგურში და ეგ შედეგები არ ასახავს რეალობას. ვაისმა თუ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, უპრობლემოდ მოვიგებთ, ერთი შეცდომაც ძირითადის დაყენებაში შეიძლება დამღუპველი იყოს.

• ჰაჰა

ჩვენი ნახევარდაცვაა ძლიერი? თუ თავდასხმა? თუ დაცვა? საკმარისია ერთი კაცი ავად გახდეს და მორჩა კაცი არ გყავს. იმატ ფლანგებს ვინ დაიჭერს? ჩვენი დაცვის ფრთები ართმევაზე სუსტები არიან. ნახევარდაცვაც არ ეხმარება. ან წინ გამოვიყანთ 2 მეტრიან ტიპებს, სხვა არც გვყავს. ერტი მსუბუქი მთელ წინა ფრონტზე მოხეტიალე თავდამსხმელი არ გვყავს. სწორი ხარ, ბურთს მოგვცემენ, ჩვენებს სწრაფი შეტევა არც შეუძლიათ და პირიქით ისინი თავის მოედანზე შეეცდებიან თავისუფალი სივრცეების გამოყენებას. ჰოდა აქ არის ჩვენი საქმე ჭაკად. ან შედეგები მაინც ნახე ბოლო კი წააგო, მაგრამ ბულგარეთთან გასვლა. ჩვენებმა რა ქნეს ბოლო ორი და თან ვისთან?

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ

იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

[VIDEO] ეკვადორმა გერმანიას მოუგო - E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს

ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო

სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ

"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ