საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლ ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდიდან სამმა მოიგო, ერთმა კი დასანანი მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, საპლეიოფო ექვსეული ჯერ გარკვეული არ არის. ცნობილია მხოლოდ იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც სხვებისგან მიუწვდომელნი არიან, "ტულუზი" და "მეტრო რასინგი".

ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო მდგომარეობა აქვს დავით ზირაქაშვილის "კლერმონს", რომელმაც შინ დაამარცხა დივიზიონიდან უკვე გავარდნილი "ლა როშელი" - 34:10. "ვულკანებმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს და ერთი პრემიალური ქულა მიითვალეს.

ეს მატჩი "კლერმონისთვის" წლეულს ბოლო საშინაო შეხვედრა იყო. ტრადიციისამებრ, თამაშის დასრულების შემდეგ, ქომაგებმა იმ მოთამაშეებს, ვინც გუნდს ტოვებს, გაცილება მოუწყვეს. წამსვლელთა შორის ერთ-ერთი არგენტინის ნაკრების შერკინების კვაჭი მარიო ლედესმა გახლდათ, რომლის სახელთანაც მჭიდროდაა კავშირში კლერმონელთა ბოლოდროინდელი წარმატებები.

მომდევნო, ბოლო ტურში "კლერმონი", რომელიც 72 ქულით ახლა მესამე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება გათამაშების ლიდერ "ტულუზს". პლეი ოფში ადგილის მოსაპოვებლად ჩვენებურის გუნდს ერთი პრემიალური ქულაც ჰყოფნის, თუმცა თეორიულად შესაძლებელია ესეც არ დასჭირდეს.

ზირაქაშვილი "ლა როშელთან" მატჩში 54-ე წუთიდან ჩერთო და არბიტრმა 71-ე წუთზე გაასინბინა.

72 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც შინ დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 16:13. კასტრელები თამაშის დასაწყისიდანვე აქტიურად ათამაშდნენ და საგრძნობ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ჩვენებურთა გუნდი 50-ე წუთისთვის 16:3 იგებდა. ბასკებმა წაგების რეალური საშიშროება იგრძნეს და ტემპს უმატეს, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ ანგარიშის სამ ქულამდე შემცირება მოახერხეს.

გიორგაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 70-ე წუთიდან ჩერთო, ფეიქრიშვილი ტრავმირებულია. "კასტრი" ბოლო ტურში სტუმრად ეთამაშება უმოტივაციო "პერპინიანს" და პლეი ოფში მოსახვედრად ერთი პრემიალური ქულაც ყოფნის.

ბოლოსწინა ტურში დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ სწორედ "პერპინიანთან" მოიპოვა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება 43:12. კატალონიელებმა მასპინძლებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს - 9:16., ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ, ტულონური მანქანა მთელი სიმძლავრით ამოქმედდა და სტუმრებს სამი ლელო გაუტანა. ტულონელებმა ამ გამარჯვებით საგრძნობლად გაიუმჯობესეს მდგომარეობა, რადგან 70 ქულა დაუგროვდათ და, ბოლო ტურში, სტუმრად "მონპელიესთან" ფრეც ხელს აძლევთ.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.

ზედიზედ მეორედ დამარცხდა და პლი ოფში გასვლა სათუო გახადა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ". წლევანდელი სეზონის აღმოჩენამ, ამჯერად, სტუმრად წააგო დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივთან"- 21:23.

აღსანიშნავია, რომ ბრიველებისთვის ამ მატჩის შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა მასპინძლებმა მაინც ბოლომდე თავდადებით იბრძოლეს და მონპელიელებს გამარჯვება ხელიდან თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გამოჰგლიჯეს.

"მონპელიეს" ახლა 67 ქულა აქვს და პლეი ოფში გასასვლელად შინ "ტულონის" პრემიალური ქულით დამარცხება მართებს.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ჟღენტი 64-ე წუთზე შეცვალეს, სამი წუთის შემდეგ მოედანი ხინჩაგიშვილმაც დატოვა, კაკოვინი თამაშში, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე, 55-ე წუთიდან ჩერთო, შველიძეს, ჩხაიძესა და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელმაც დივიზიონში ადგილი წინა ტურში გამარჯვებით შეინარჩუნა, სტუმრად წააგო პარიზის "მეტრო რასინგთან" - 34:51. აღსანიშნავია, რომ აჟენელებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს მატჩის პირველ ნახევარში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. პარიზელებმა შვიდი ქულით დაწინაურება ტაიმის მიწურულსღა შეძლეს - 20:13.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა მაინც იძალეს და მიღწეული გამარჯვებით პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა.

I დივიზიონი

XXV ტური

კასტრი-ბიარიცი 16:13, მეტრო რასინგი-აჟენი 51:34, ბაიონი-სტად ფრანსე 54:20, კლერმონი-ლა როშელი 34:10, ტულუზი-ბურგუენი 33:0, ტულონი-პერპინიანი 43:12, ბრივი-მონპელიე 23:21

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 78 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 74, 3. კლერმონი - 72, 4. კასტრი - 72, 5. ტულონი - 70, 6. ბიარიცი - 68, 7. მონპელიე - 67, 8. ბაიონი - 67, 9. პერპინიანი - 63, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 46, 12. ბრივი - 46, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 5

XXVI ტური

პერპინინი-კასტრი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი, ბიარიცი-ბურგუენი, ლა როშელი-ბაიონი, მონპელიე-ტულონი, აჟენი-ბრივი, ტულუზი-კლერმონი

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა