ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა თანამდებობიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა ყველას მიანიშნა, რომ მზად არის თანამდებობიდან წასასვლელად, თუ რუპერტ მერდოკის მედია-ჯგუფი მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინანსურ კონტროლს, - წერს ლონდონური გაზეთი "სანდი თაიმსი".

სულ ცოტა ხნის წინ 80 წლის ექლსტოუნი გამორიცხავდა ფორმულა 1-დან წასვლას, მაგრამ დღეს ის სხვანაირად ლაპარაკობს: "საკმარისად მოხუცი ვარ და შეიძლება პენსიაში გავიდე. უნდა დავრწმუნდე იმაში, რომ ფორმულა 1-ის ახალი მეპატრონეები - ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ვისურვებდი მუშაობას და რომლებსაც ჩემთან ურთიერთობის სურვილი ექნებათ".

სააგენტო "როიტერი" სანდო წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ მერდოკის კომპანიამ News Corporation-მა წინასწარი მოლაპარაკებები გამართა მექსიკელ მილიარდერ კარლოს სლიმთან და სპორტული მანქანების მწარმოებელი უცნობ კომანიასთან კონსორციუმის შესაძლო ჩამოყალიბების შესახებ. სწორედ ამ

სამეულმა უნდა მოიპოვოს კონტროლი ფორმულა 1-ის სერიაზე.

ადრე ბრიტანულ პრესაში ისიც დაიწერა, რომ ფორმულა 1-ის ამჟამინდელი მფლობელი - საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners სტრატეგიული გეგმის გადახედვით არის დაკავებული და არ გამორიცხავს ფორმულა 1-ის აქციათა გასხვისებას.

News Corporation ამ გარიგების ერთ-ერთი პოტენციური პარტნიორია, მაგრამ მისი განხორციელება მერდოკის ჯგუფს გაუჭირდება, რადგან ბევრი მხარის ეკონომიკური ინტერესებია გასათვალისწინებელი.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა