...ეს გახლავთ ახალგაზრდა მექსიკელი კაცი, რომელიც სადღაციდან ელვისებურად ამოვარდა და აგერ, უკვე მეორე დღეა ამერიკაში...

...ეს გახლავთ ახალგაზრდა მექსიკელი კაცი, რომელიც სადღაციდან ელვისებურად ამოვარდა და აგერ, უკვე მეორე დღეა ამერიკაში ვარსკვლავების გვერდით ზის. ეს დღეები "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰიუსტონში, NAშA-ს ცენტრში იმყოფებოდა...

დიახ, შარშან ამ დროს ხავიერ ერნანდესის ვინაობა მექსიკის გარეთ ერთი-ორმა ადამიანმა თუ იცოდა. საფეხბურთო ოჯახიდან გამოსული გვადალახარელი ბიჭი იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ... კაცმა რომ თქვას, ასეთი დედამიწის ზურგზე ბევრია.

"ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა, თუმცა პიროვნულად ყოველთვის ვცდილობ იგივე დავრჩე. რა მნიშვნელობა აქვს რას მიაღწიე, რაც ხარ, ის უნდა იყო", - თქვა 22 წლის თავდამსხმელმა ჰიუსტონში, სადაც მას ათასზე მეტი გულშემატკივარი მიესალმა.

ერნანდესმა თავისი მანჩესტერელი თანაგუნდელები ორშაბათს გაიცნო. ადვილად ითქმის, არა? რეალურად კი ახალგაზრდა ბიჭისთვის ეს გახლდათ შეხვედრა იმ ხალხთან, რომელთაც ტველეეკრანიდან და "პლეისთეიშენით" იცნობდა - ერნანდესი პირველი მექსიკელია "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორმა რომ მოირგო.

"ზეწოლას, რასაკვირველია განვიცდი, მაგრამ ვცდილობ, ყველაფერს სხვა თვალით შევხედო. იმან, რაც ჩემს გარშემო ხდება, მოტივაცია უნდა შემმატოს. აბა, წარმოიდგინეთ, დედამიწაზე ხომ მილიონობით ადამიანი ინატრებდა ჩემს ადგილზე ყოფნას. ხანდახან, ჩვენს წარმატებებსა და ოცნებებზე იმდენს ვფიქრობთ, რომ ამ წარმატებებით და ახდენილი ოცნებებით სიამოვნება გვავიწყდება. მე ამ ფეხბურთელების მხარდამხარ თამაშს ვნატრულობდი და მინდა მათგან ბევრი რამ ვისწავლო. კიდევ, მინდა ჩემი წილი ქვიშის მარცვალი შევმატო საერთო საქმეს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში "იუნაიტედი" ძალიან დიდი გუნდი იქნება. მე მანჩესტერელ ფეხბურთელებს ყოველთვის ვეთაყვანებოდი. აღფრთოვანებული ვიყავი რუნით, მანამსე კი ვან ნისტელროითა და რონალდოთი".

ერნანდესთან ერთად მანჩესტერში მისი მშობლები და დაც გადასახლდებიან. მამა, ხავიერ ერნანდეს-უფროსი, მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობდა, ხოლო პაპა ტომას ბალკასარი 1954 წლის მუნდიალზე ასპარეზობდა და საფრანგეთის ნაკრების კარში გოლიც შეაგდო. სწორედ ასე მოიქცა ხავიერიც ამ ზაფხულს, სამხრეთ აფრიკაში.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე სწრაფმა ფეხბურთელმა, რომელსაც მწვანე თვალების გამო მეტსახელად მამამისივით "ჩიჩარიტოს" ანუ ბარდის მარცვალს ეძახიან, ერთი გოლი არგენტინასაც შეუგდო.

"ძალიან მაგარია, როდესაც მეტსახელიც კი ოჯახურ ტრადიციად იქცევა და თაობიდან თაობაზე გადადის. ბედნიერი ვარ, რადგან, სახლში დამატებით ორი მწვრთნელი მყავს - მამაჩემი და პაპაჩემი. ისინი ყოველთვის მასწავლიან და მეუბნებიან რა სწორად გავაკეთე და რა არასწორად. მათი შენიშვნები რეალობის გრძნობას არ მაკარგვინებს. სწორედ მათ მასწავლეს, რომ თავი თანაგუნდელებზე უკეთესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეგონოს".

ინგლისში ცხოვრების თავისებურებებზე კი ერნანდესს მისი თანამემამულეები, "ტოტენჰემში" ნათამაშები ჯოვანი დოს სანტოსი და "არსენალში" გამოვლილი კარლოს ველა ელაპარაკებიან. კაცმა რომ თქვას, პრემიერლიგაში ვერც ერთმა ივარგა და ვერც მეორემ, აი, ერნანდესისზე კი უკვე წერენ, რომ "იუნაიტედში" ისეთსავე წარმატებას მიაღწევს, თავის დროზე "რეალში" დიდმა უგო სანჩესმა რომ მიაღწია.

"მექსიკელთათვის სახელის განთქმას ყველგან და ყოველთვის შევეცდები, მაგრამ შედარებეი არ მიყვარს და ნამდვილად ზედმეტი მგონია. ყველას თავისი კარიერა და ბედი აქვს", - ამბობს მექსიკის ნაკრების მეთოთხმეტე ნომერი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა კი თავისი ახალი შენაძენის შესახებ ასე ბრძანა: "ჩვენ გვინდა ის რაც შეიძლება მალე ვაქციოთ ჩვენი გუნდის ორგანულ ნაწილად".

ამერიკულ ტურს "იუნაიტედი" გვადალახარაში სწორედ ერნანდესის ყოფილ გუნდთან, "ჩივასთან" დაპირისპირებით ამთავრებს. "ჩიჩარიტო" ერთ ტაიმს "ჩივასის" შემადგენლობაში ითამაშებს, მეორეში კი ახალი გუნდის მაისურს მოირგებს. ფერგიუსონს ჰკითხეს, რას იტყვის ის თუ ერნანდესი გოლს "ჩივასის" შემადგენლობაში თამაშის დროს გაიტანს. სერ ალქსმა უპასუხა: "დავაჯარიმებ და გვადალახარაში დავაბრუნებ", - იყო პასუხი.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა