შტუტგარტის ტურნირის ფინალში ქალთა რეიტინგის ლიდერი კაროლინ ვოზნიაცკი გერმანელ იულია გორჯესთან დამარცხდა
გასული კვირის ორი უმსხვილესი ტურნირის ფინალში მამაკაცთა და ქალთა რეიტინგის პირველმა ნომრებმა მიიღეს მონაწილეობა. გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი ადგილობრივ ჩოგბურთელს იულია გორჯესს ხვდებოდა.

თუ ვოზნიაცკის ტიტულების სიას გადავავლებთ თვალს, დანიელი ჰარდის სპეციალისტად მიიჩნევა, გრუნტზე კი არც ერთი გამარჯვება არ აქვს. ლაპარაკია ევროპულ გრუნტზე, თორემ ამერიკულ მწვანე გრუნტზე მან ცოტა ხნის წინ ჩარლსტონის ტურნირი მოიგო.

შტუტგარტში დანიელმა დაგვანახა, რომ მაინც ძლიერია ტრადიციულ თიხნარზე. ამ სეზონში ის მეხუთედ გავიდა WTA-ის ტურნირის ფინალში. ამჯერად პირველი ნომრის მეტოქე იულია გორჯესი იყო, რომლის პერსპექტივებზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ და სწორედ შტუტგარტში შედგა მისი პროგრესი.

რა თქმა უნდა, გერმანელს ძალიან გაუმართლა მეორე წრეში, როცა პირველი სეტი წააგო ვიქტორია აზარენკასთან, მაგრამ ბელარუსმა თამაში ვეღარ გააგრძელა. სამაგიეროდ, ნახევარფინალში სამანტა სტოსურის დამარცხება მთლიანად გორჯესის დამსახურებაა - მან ამ მატჩში შესანიშნავი შემტევი ჩოგბურთი აჩვენა.

ასეთივე სტილი აირჩია იულიამ ფინალში - მას მეტოქეზე სამჯერ მეტი ვინერსი დაუგროვდა და მართალია, უნებლიე შეცდომებიც მრავლად ჰქონდა, მაგრამ ხშირად ახვედრებდა მიზანში. პირველი სეტი არ ჰგავდა ქალთა ჩოგბურთს - მეტოქეები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს - მთელი სეტის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ვოზნიაცკის ჰქონდა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც იულია პრაქტიკულად არ ცდებოდა - 7:3.

გერმანელი მეორე სეტში თავიდანვე დაწინაურდა, რამაც დანიელის აშკარა ჩავარდნა გამოიწვია. გორჯესმა კომფორტული უპირატესობა მიიღო და სტარტზე მოპოვებული ბრეიკი სეტის ბოლომდე შეინარჩუნა. მართალია, ვოზნიაცკიმ რამდენიმე ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მატჩი ისე დაასრულა, რომ ერთხელაც ვერ მოიგო მეტოქის მოწოდება. მეორე პარტიის ანგარიშია - 6:3. გორჯესმა კარიერაში მეორე და "პრემიერ" კატეგორიის პირველი ტურნირი მოიგო.

ამ გამარჯვებისთვის გორჯესმა 110 ათასი ევრო და ბოლო მოდელის "პორშე" დაიმსახურა. იულიას ერთ-ერთმა პირველმა ანკე ჰუბერმა მიულოცა. ის გახლავთ ბოლო გერმანელი ქალი, ვინც ეს ტურნირი მოიგო. ეს 1991 წელს მოხდა.

WTA

Porsche Tennis Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/2 ფინალი

იულია გორჯესი (გერ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 5) 6:4, 3:6, 7:5; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 7:5, 6:3.

ფინალი

იულია გორჯესი (გერ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 7:6(3), 6:3.

Grand Prix De SAR

ფესი (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 7)-გრეტა არნი (უნგ, 4) 6:2, 6:1; დინარა საფინა (რუს)-ანასტასია პივოვაროვა (რუს) 6:4, 2:6, 6:4; ალბერტა ბრიანტი (იტა)-მელანი იუდინი (აშშ) 7:5, 5:7, 6:0; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ნადია ლალამი (მარ) 6:0, 6:1.

1/2 ფინალი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 7)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 7:5, 6:4; ალბერტა ბრიანტი (იტა)-დინარა საფინა (რუს) უარი.

ფინალი

ალბერტა ბრიანტი (იტა)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 7) 6:4, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა