"მანჩესტერ სიტი" ახალაღზევებულ "ვულვზთან" სტუმრობით 100-პროცენტიანი სასტარტო შედეგის განვრცობას ეცდება.

მართალია, პეპ გვარდიოლას დანაკლისი აქვს კევინ დე ბრუინის სახით, მაგრამ ამას უნდა შეეგუოს, თან გრძელი და ხარისხიანი სათადარიგო სკამი მას საშუალებას მისცემს, ბელგიელის არყოფნა დიდად არ შეიმჩნიოს.

ეს გუნდები ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში, ინგლისის ლიგის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. "სიტიმ" პენალტების სერიაში სძლია მეტოქეს, რომელმაც ორი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა...

"ლივერპულზე" გვარიანი ავანსები გაიცა. ექსპერტთა უმეტესობის შეფასებით, იურგენ კლოპის გუნდი უკვე მზად არის ჩემპიონობისთვის იმ სატრანსფერო პოლიტიკის ფონზე, რაც კლუბმა ამ ზაფხულს გასწია. "ვესტ ჰემთან" შთამბეჭდავი სტარტის (4:0) შემდეგ, "ლივერპული" ვერ იყო ისეთივე თვალისმომჭრელი "კრისტალ პალასთან" სტუმრობისას, თუმც 2:0 გაიმარჯვა. კლოპი პროგრესს ასე ხედავს - როცა შარშან ლამაზად თამაში არ გამოგვდიოდა, იმ თამაშს ვერც ვიგებდით, ახლა ცუდი თამაშით მოგებაც ვისწავლეთო...

"ლივერპულმა" პირველ ორ მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვა და ეგებ ეს არის პროგრესის ყველაზე უტყუარი ნიშანი, ან გნებავთ, სწორი სატრანსფერო პოლიტიკის შედეგი. გასულ სეზონში კლოპის ბიჭებმა "ბრაიტონი" ორივე მატჩში აიკლეს - 4:0, 5:1. აბა, ახლა რისი იმედი უნდა ჰქონდეთ "თოლიებს"? ალბათ, იმის, რომ მეორე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" წააქციეს (3:2) და უხასიათობას არ უჩივიან.

ძალიან საინტერესო უნდა იყოს ლონდონური დერბი "არსენალსა" და "ვესტ ჰემს" შორის. მეტოქენი მატჩს ნულოვანი მარაგით ხვდებიან, რაც თავისთავად მშვენიერი მოტივაციაა. მაგრამ აქ უფრო სხვა ფაქტორები მუშაობს - ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი ცოცხი კი, ეტყობა, ყოველთვის კარგად ვერ გვის. უნაი ემერისაც და მანუელ პელეგრინისაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო საიმისოდ, რომ ფეხბურთელები თავიანთ ჭკუაზე მოიყვანონ. ამდენად, ხვალინდელი დერბის პროგნოზირებას აზრი არ აქვს. ისე კი, შეგახსენებთ - გასულ სეზონში "არსენალმა" "ვესტ ჰემს" შინ 4:1 მოუგო.

ჯერჯერობით, "ჩელსიზე" ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ. მაურიციო სარის გუნდმა ორივე მატჩი კი მოიგო, თუმც თავად მწვრთნელიც აღიარებს, რომ ასეთი თამაშით "სიტისთან" კონკურენცია არ გამოვა. ოღონდ, სარი იმაშიც დარწმუნებულია, რომ "ჩელსის" მომატების რესურსიც აქვს.

ლონდონელები "სენტ ჯეიმს პარკს" სტუმრობენ, სადაც "ნიუკასლმა" პირველ ტურში მაგრად იბრძოლა "ტოტენჰემთან" და ეჭვი არ არის, "ჩელსისაც" დიდ ბრძოლას გაუმართავს. ეგ არის, რომ რაფა ბენიტესს არ ეყოლება მეორე ტურში გაძევებული მცველი ისააკ ჰეიდენი. ესეც გავიხსენოთ ყოველი შემთხვევისთვის - გასული სეზონის ბოლო ტურში "ნიუკასლმა" "ჩელსის" შინ 3:0 სძლია.

და ტურის მთავარი მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ამ წყვილში სტუმარ გუნდს 2014 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია და იმავე წელს იყო მათ შორის ბოლო ფრეც (0:0 ლონდონში). საქმეს ისეთი პირი უჩანს, სტუმრის ამბავში ნავსის გატეხა სავსებით მოსალოდნელია. ჟოზე მოურინიოს სამწყსოში დაძაბული ფონია, "იუნაიტედი" დენთის კასრს წააგავს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს...

მოურინიოსგან განსხვავებით, მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ასევე უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკით (თუ ამას "პოლიტიკა" ჰქვია), თავადაც ინარჩუნებს სიმშვიდეს და გუნდშიც ჯანსაღი კლიმატია. ოღონდ, ეგ არის, რომ "ტოტენჰემის" რესურსი ვერც ამჯერად იქნება საკმარისი ჩემპიონობისთვის საბრძოლველად. ოთხეული? ეგ შეიძლება.

და კიდევ ერთი - მოურინიოსა და პოჩეტინოს შორის აქამდე 15 პაექრობა გაიმართა, საიდანაც პორტუგალიელმა 11 მოიგო, არგენტინელის აქტივში 3 გამარჯვებაა, ერთი თამაშიც ფრედ დასრულდა.

ფაქტები

"ვულვზთან" გამარჯვების შემთხვევაში, "მანჩესტერ სიტი" გახდება პირველი კლუბი მოქმედს ჩემპიონებს შორის, ვინც 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლებს სტარტზე ზედიზედ 3 მატჩის მოგებას.

1954/55 წლების სეზონის შემდეგ, "არსენალს" სტარტზე ზედიზედ 3 მატჩი არ წაუგია.

2017/18 წლების სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მიმდინარე კამპანიის მეორე ტურის ჩათვლით, "ბორნმუთმა" 24 ქულა მოაგროვა იმ თამაშებში, რომელსაც თავიდან აგებდა.

"ევერტონი" ემზადება იმისთვის, რომ მეოთხე ცდაზე (და პირველად) შეძლოს "ბორნმუთის" სტუმრად დამარცხება.

1956 წლის შემდეგ "ჰადერსფილდი" და "კარდიფი" პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ინგლისური ტოპლიგის ეგიდით.

"ჰადერსფილდმა" პრემიერლიგის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და გაიტანა 4 გოლი.

"ლესტერმა" წააგო ბოლო პრემიერლიგის ბოლო 4 საგარეო მატჩი. უარესი სერია (ზედიზედ 7 მარცხი) "მელიებს" 2014 წელს ჰქონდათ.

"ლივერპულს" არ წაუგია პრემიერლიგის ბოლო 22 საშინაო მატჩი.

"უოტფორდმა" ჩემპიონატის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, "კრისტალ პალასთან" უკანასკნელ 16 მატჩში კი მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა.

"ბარნლის" არ წაუგია ბოლო 10 მატჩი პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან.

"ნიუკასლმა" "ჩელსის" პრემიერლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩიდან 4 მოუგო.

"მანჩესტერ "იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" პრემიერლიგის ბოლო 26 საშინაო მატჩიდან 21 მოუგო (3 ფრე, 2 მარცხი), ბოლო 4 მატჩში კი "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა.

უკანასკნელი ლონდონური კლუბი, ვინც "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მოახერხა, სწორედ "ტოტენჰემია" (2014 წელს).

პრემიერლიგა. III ტური

შაბათი. 25 აგვისტო

ვულვზი-მანჩესტერ სიტი 15:30

არსენალი-ვესტ ჰემი 18:00

ბორნმუთი-ევერტონი 18:00

ჰადერსფილდი-კარდიფი 18:00

საუთჰემპტონი-ლესტერი 18:00

ლივერპული-ბრაიტონი 20:30

კვირა. 26 აგვისტო

უოტფორდი-კრ. პალასი 16:30

ფულჰემი-ბარნლი 19:00

ნიუკასლი-ჩელსი 19:00

ორშაბათი. 27 აგვისტო

მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 23:00

ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი); 2 - კალუმ უილსონი (ბორნმუთი), პედრო (ჩელსი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
უნაი ემერიმ საუკეთესო ტაქტიკოსი მწვრთნელი დაასახელა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია - ემერიმ შესაძლოა, "რეალი" ჩაიბაროს
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ოქროს ბურთის" მოგების ფავორიტია, შესანიშნავი ფეხბურთელია და ვერ შევაჩერეთ" - ემერიმ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს