ამ იტალიურ უქმეებზე ორ მატჩს გამოვარჩევდით: "ნაპოლიმ" "მილანს" უნდა უმასპინძლობს, ხოლო "იუვენტუსი" "ლაციოსთან" გაარკვევს ურთიერთობას.

ინტრიგა ორივე შემთხვევაში საკმარისადაა. მაგალითად, "მილანში" გონსალო იგუაინის დებიუტი მის ყოფილ კლუბთან დაპირისპირებას ემთხვევა, ხოლო იმის შეხსენება, რომ "ნაპოლის" დღევანდელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "როსონერის" ორჯერ (2003, 2007) მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, ალბათ საჭირო აღარ არის.

...მაგრამ ახლა წარსული და სენტიმენტები გვერდზე გადავდოთ, მთავარია სადღეისო მდგომარეობა, ეს მდგომარეობა კი ასეთია: ჯენარო გატუზოს არ ეყოლება ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო ანდრეა კონტი, კრისტიან საპატა და ივან სტრინიჩი ტრავმირებულები არიან.

იგუაინი ზემოთ კი ვახსენეთ, მაგრამ აქ ერთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემს დავამატებთ: "პიპიტას" თავისი ყოფილი კლუბის დამწუხრება ნამდვილად არ "ეზარება" - 5 გოლი 6 მატჩში.

რაც შეეხება "ნაპოლის", ანჩელოტი არ აპირებს შეცვალოს სასტარტო შემადგენლობა, რომელსაც "ლაციოსთან" ენდო. ის ეცდება, შეუნარჩუნოს თავის ახალ გუნდს ბოლო წლების დადებითი ბალანსი "მილანთან".

საქმე ისაა, რომ ამ უკანასკნელს "სან პაოლოზე" 2010 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია, ხოლო 2014 წლიდან მოყოლებული, 7 მატჩში მხოლოდ 2 ფრეს გამოჰკრა ხელი.

"იუვენტუსი"-"ლაციოს" მთავარი ინტრიგაა, გაიტანს თუ არა გოლს კრიშტიანო რონალდო. ასევე, კონფლიქტი მწვრთნელსა და პრეზიდენტს შორის რომაულ კლუბში. წესით, ორივე გუნდი საბრძოლო შემადგენლობით უნდა იყოს. გასულ სეზონში "იუვემ" "ლაციოსთან" შინ 1:2 წააგო, თუმცა "ოლიმპიკოზე" გაიმარჯვა - 1:0.

პირველი ტურის შემდეგ სერიოზული ინტრიგა შექმნა "ინტერმაც", რომელსაც ამ სეზონში სკუდეტოს ერთ-ერთ წონად პრეტენდენტად მიიჩნევენ. "სასუოლოსთან" მარცხმა ბევრი კითხვა გააჩინა. ლუჩანო სპალეტის გუნდი აუცილებლად მოუმატებს, მანამდე კი ამბიციური "ტორინოსა" და ვალტერ მაძარისგან ელოდება მედგარი წინააღმდეგობა.

კითხვები დატოვა "რომამაც". პირველ ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს კრებული ვერ იყო მოსაწონი, განსხვავებით "ატალანტასგან", რომელსაც ორშაბათს უნდა უმასპინძლოს.

ბერგამოელები ბრწყინვალე ფორმაში არიან. ეს განსაკუთრებით გუნდის კაპიტან ალეხანდრო (პაპუ) გომესზე ითქმის, ვინც "ფროზინონესთან" პირველ ტურში (4:0) დუბლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ფაქტები

"ლაციომ" და "იუვენტუსმა" ფრედ ბოლო 2014 წელს ითამაშეს.

სპალ-ი და "პარმა" უმაღლეს დონეზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

გასულ სეზონში "სასუოლომ" "კალიარის" 4 ქულა აართვა - 0:0 შინ, 1:0 სტუმრად.

"კიევომ" სერია A-ში "ფიორენტინას" სტუმრად ბოლოს 2012 წელს მოუგო (2:1).

"ფროზინონესა" და "ბოლონიას" წყვილში სტუმარ გუნდს არასოდეს გაუმარჯვია.

"ემპოლის", რომელიც სერია B-დან ამ სეზონში დაბრუნდა, არ წაუგია საგარეო მატჩი 2017 წლის 11 ნოემბრის შემდეგ.

"ემპოლიმ" "ჯენოასთან" სტუმრად ბოლოს 2008 წლის აპრილში გაიმარჯვა (1:0).

"ინტერს" არ მოუგია "ტორინოსთან" სერია A-ს ბოლო 3 მატჩი.

გასულ სეზონში "უდინეზემ" "სამპდორია" შინ 4:0 დაამარცხა.

2014 წლის აპრილის შემდეგ "რომას" არ მოუგია "ატალანტასთან" სერია A-ს საშინაო მატჩი.

სერია A. II ტური

შაბათი. 25 აგვისტო

იუვენტუსი-ლაციო 20:00

ნაპოლი-მილანი 22:30

კვირა. 26 აგვისტო

სპალ-პარმა 20:00

კალიარი-სასუოლო 22:30

ფიორენტინა-კიევო 22:30

ფროზინონე-ბოლონია 22:30

ჯენოა-ემპოლი 22:30

ინტერი-ტორინო 22:30

უდინეზე-სამპდორია 22:30

ორშაბათი. 27 აგვისტო

რომა-ატალანტა 22:30

ბომბარდირი: 2 - ალეხანდრო გომესი (ატალანტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო