ტოპ-ჩემპიონატებიდან ყველაზე ბოლოს გერმანიის ბუნდესლიგა დაიწყო და ახალი სეზონი, ტრადიციულად, მოქმედმა ჩემპიონმა გახსნა - "ბაიერნი" შინ იღებდა "ჰოფენჰაიმს".
პირველ ტაიმში მიუნხენელებს შორის ყველაზე აქტიური კინგსლი კომანი იყო, რომელიც თავის ფლანგზე ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, თუმცა პირველ ბურთზე საგოლე პასი ჯოშუა კიმიხმა შეასრულა და თომას მიულერმა ახალი ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა. კომანს კი არ გაუმართლა, რადგან პირველი ტაიმის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო და ისევ ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.
მეორე ტაიმში "ჰოფენჰაიმი" უფრო თამამი იყო და სხვათა შორის, მატჩის შემდეგ გუნდებს თანაბარი რაოდენობის ზუსტი დარტყმები დაუგროვდათ (5-5). თუმცა, სტუმრებს აქტიურობა მაინც აკლდათ, რაზეც ის მეტყველებს, რომ "ბაიერნი" მთელი მატჩის განმავლობაში 2-ჯერ (!) დაჯარიმდა.
"ჰოფემ" მაინც გაათანაბრა - შალაიმ გამოიყენა ხავი მარტინესის შეცდომა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო და რობერტ ლევანდოვსკისა და არიენ რობენისგან გაუშვა.
24.08.18. ბაიერნი - ჰოფენჰაიმი 3:1
ახალ სეზონში "ბაიერნის" ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად "შალკე" მიიჩნევა, თუმცა, ამ გუნდს სტარტი ცუდი გამოუვიდა - შარშან გავარდნას გადარჩენილმა "ვოლფსბურგმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოუგო ვიცე-ჩემპიონს. "შალკემ" 65-ე წუთიდან ათი კაცით ითამაშა, მაგრამ კინაღამ შეძლო ქულის აღება.
ტურის მთავარი მატჩი მიონხენგლადბახში გაიმართა და პირველ 45 წუთში უამრავი გამოუყენებელი მომენტი იყო. მაგალითად, პენალტი ვერ გამოიყენა თორგან აზარმა. თუმცა, მასპინძლებმა მეორე პენალტი გაიტანეს და იქვე ჯონსონმა საბოლოოდ გადაუსვა ხაზი "ლევერკუზენის" იმედებს. იმის გათვალისწინებით, რომ "გლადბახს" წელს ევროთასები არ უწევს, ეს გუნდი შორს შეიძლება წავიდეს.
ტურის ბოლო შეხვედრაში მოიგო "დორტმუნდმა". შესანიშნავი შენაძენი აღმოჩნდა ლუსიენ ფავრის გუნდისთვის აქსელ ვიტსელი. მან გერმანიის თასზე გადაარჩინა თავისი გუნდი, ახლა კი გარდამტეხი გოლი გაიტანა "ლაიპციგის" კარში. ტურში ერთადერთი დიდი ანგარიშით მოგება "დორტმუნდისაა".
26.08.18 დორტმუნდი - ლაიფციგი 4:1
ფაქტები
დორტმუნდელმა მარკო როისმა ბუნდესლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
3 გოლი გაიტანა გერმანიის თასისა და გერმანიის ჩემპიონატის ორ მატჩში ჰანოვერელმა ვაიდანდტმა, რომელსაც ამ სეზონამდე მხოლოდ რეგიონალლიგაში ჰქონდა ნათამაშები და მაქსიმალური ხელფასი 400 ევროს უდრიდა.
იბიშევიჩი (111) გოლებით მესამე ადგილზეა ბუნდესლიგაში მოქმედ ლეგიონერებს შორის - პისაროსა (192) და ლევანდოვსკის (182) შემდეგ.
"ვერდერს" შინ 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ არ წაუგია.
გლადბახელმა ჰოფმანმა შეწყვიტა ბუნდესლიგაში 52-მატჩიანი უგოლო სერია.
ბუნდესლიგა. I ტური
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 3:1
გოლები: 1:0 მიულერი (23), 1:1 შალაი (57), 2:1 ლევანდოვსკი (82-პენ), 3:1 რობენი (90)
ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ალაბა, კიმიხი, ბოატენგი, კომანი (45. რობენი), ხავი მარტინესი (67. გორეტცკა), ტიაგო ალკანტარა, რიბერი (83. ხამეს როდრიგესი), ლევანდოვსკი, მიულერი.
ვერდერი-ჰანოვერი 1:1
გოლები: 0:1 ვაიდანდტი (76), 1:1 გებრესელასიე (85)
ვოლფსბურგი-შალკე 2:1
გოლები: 1:0 ბრუქსი (33), 1:1 ბენტალები (85-პენ), 2:1 გინჩეკი (90)
შალკე: ფერმანი, ნალდო, ნასტასიჩი, ბაბა, სანე, მაკენი, კალიჯური, სერდარი (83. ბენტალები), ჰარითი (58. ემბოლო), უტი, ბურგშტალერი (73. ტოიხერტი).
გაძევება: ნასტასიჩი (65. შალკე).
ჰერტა-ნიურნბერგი 1:0
გოლი: 1:0 იბიშევიჩი (27)
ფორტუნა-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 რამანი (39), 1:1 ჰინტერეგერი (57), 1:2 ჰანი (76)
ფრაიბურგი-აინტრახტი 0:2
გოლები: 0:1 მიულერი (10), 0:2 ჯონსონი (82)
გლადბახი-ლევერკუზენი 2:0
გოლები: 1:0 ჰოფმანი (55), 2:0 ჯონსონი (58)
გლადბახი: ზომერი, იანტჩკე, ბაიერი, გინტერი, ვენდტი, აზარი, ჰოიჰაუსი (88. ზაკარია), ჯონსონი (83. ჰერმანი), ჰოფმანი, შტრობლი, რაფაელი (79. პლეა).
ლევერკუზენი: ოზჩანი, დრაგოვიჩი, ტა, ვენდელი, ჰენრიხსი (64. ტელინი), ბრანდტი, ბეილი (77. ვაიზერი), ჰაფერცი, კორი, ფოლანდი (77. ბელარაბი), ალარიო.
მაინცი-შტუტგარტი 1:0
გოლი: 1:0 უჯა (76)
დორტმუნდი-ლაიპციგი 4:1
გოლები: 0:1 ოგუსტენი (1), 1:1 დაუდი (21), 2:1 ზაბიტცერი (40), 3:1 ვიტცელი (43), 4:1 როისი (90)
დორტმუნდი: ბურკი, პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, შმელცერი (87. რაფაელ გერეირო), დაუდი, ვიტცელი, დილეინი, პულიშიჩი (77. სანჩო), ფილიპი (70. ვოლფი), როისი.
მომდევნო ტური
31 აგვისტო. ჰანოვერი-დორტმუნდი
1-ლი სექტემბერი. ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-ვერდერი, აუგსბურგი-გლადბახი, ნიურნბერგი-მაინცი, შტუტგარტი-ბაიერნი
2 სექტემბერი. ლაიპციგი-ფორტუნა, შალკე-ჰერტა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში